სპირონოლაქტონი-ჰუმანითი / Spironolactone-Humanity ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

სპირონოლაქტონი-ჰუმანითი – ფერტილობა, ორსულობა და ლაქატაცია ორსულობა ადამიანებში ორსულობის დროს სპირონოლაქტონის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია.  ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევების თანახმად სპირონოლაქტონი ხასიათდება რეპროდუქციული ტოქსიკურობით, რაც დაკავშირებულია მის ანტიანდროგენულ მოქმედებასთან. სპირონოლაქტონი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.  დიურეზულმა საშუალებებმა შეიძლება პლაცენტის პერფუზია და, შესაბამისად, საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხება გამოიწვიონ. ამიტომ, ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული მისი დანიშვნა ჰიპერტენზიის სტანდარტული თერაპიის სახით.                                                         ლაქტაცია კანრენონი, სპირონოლაქტონის მთავარი და აქტიური მეტაბოლიტი, მცირე რაოდენობით გამოიყოფა ქალის რძეში. სპირონოლაქტონი არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის დროს. მიღებული უნდა იქნას გადაწყვეტილება ძუძუთი კვების ან სპირონოლაქტონის თერაპიის შეწყვეტის შესახებ ბავშვისათვის ძუძუთი კვების, ხოლო ქალისთვის სპირონოლაქტონით მკურნალობის სარგებლის გათვალისწინებით.  ფერტილობა სპირონოლაქტონმა შეიძლება გამოიწვიოს იმპოტენცია და მენსტრუალური ციკლის დარღვევები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი