ტეგრეტოლი® – TEGRETOL® ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ტეგრეტოლი® –  ეპილეფსით დაავადებული ორსული ქალების ტეგრეტოლით მკურნალობა უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიფრთხილით. ფერტილური ასაკის ქალებში ტეგრეტოლი შეძლებისამებრ გამოყენებულ უნდა იქნას მონოთერაპიის სახით, რადგანაც თანდაყოლილი ანომალიების სიხშირე ნაყოფში, ვისაც ჩაუტარდა მკურნალობა ანტიეპილეპტიკური საშუალებების კომბინაციით, უფრო მაღალია, ვიდრე იმათში, ვინც იღებდა თითოეულს ამ საშუალებებიდან მონოთერაპიის სახით. საჭიროა ტეგრეტოლის მინიმალური ეფექტური დოზის დანიშვნა. რეკომენდებულია სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერების დონის რეგულარული კონტროლი. იმ შემთხვევაში, თუ ქალს, რომელიც იღებდა ტეგრეტოლს. განუვითარდა ორსულობა. ან თუ საკითხი ტეგრეტოლის დანიშვნის შესახებ დადგა ორსულობის პერიოდში. აუცილებელია თერაპიის მოსალოდნელი უპირატესობის და მისი შესაძლო გართულებების გულდასმით შედარება, განსაკუთრებით ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში. ცნობილია, რომ ეპილეფსიით დაავადებული დედებისაგან შობილი ბავშვები, სხვებზე უფრო ხშირად მიდრეკილები არიან მუცლად ყოფნის დროს დარღვევებისაკენ, განვითარების ნაკლის ჩათვლით. იყო შეტყობინება იმის შესახებ, რომ კარბამაზეპინი, ისევე როგორც სხვა ანტილეფსიური საშუალებები ზრდის ამ დარღვევების წარმოქმნის რისკს, თუმცა ამ დრომდე არ არსებობს საბოლოო დადასტურება. თუმცა, არსებობს თითო-ოროლა შეტყობინება თანდაყოლილი დაავადებების და განვითარების ნაკლის შემთხვევების შესახებ, ხერხემლის რკალების შეუხორცებლობის ჩათვლით (spina bifida), და ასევე განვითარების სხვა ანომალიები, როგორიცაა კრანიოფაციალური დეფექტები, კარდიოვასკულური მალფორმაციები, რომელიც აღმოაჩნდათ პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ ტეგრეტოლს პაციენტებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია განვითარების  ნაკლის რისკის გაზრდის შესაძლებლობის შესახებ და უნდა მიეცეს შესაძლებლობა გაიაროს ანტენატალური დიაგნოსტიკა. ცნობილია, რომ ორსულობის პერიოდში ვითარდება ფოლის მჟავას დეიფიციტი. არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ანტიეპილეფსიური საშუალება აძლიერებს ამ დეფიციტსც. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს თანდაყოლილი დეფექტის სიხშირის გაზრდას ბავშვებში, რომელთა დედებიც იღებდნენ ანტიეპილეფსიურ საშუალებას. ამიტომ ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში რეკომენდებულია ფოლის მჟავას დამატებითი მიღება. ახალშობილთა შორის მომატებული სისხლდენის პროფილაქტიკის მიზნით ორსულობის ბოლო კვირების განმავლობაში ქალებისათვის და ასევე ახალშობილებისათვის რეკომენდებულია ვიტამინ K დანიშვნა. კარბამაზეპინი აღწევს დედის რძეში. მასში კონცენტრაცია შეადგენს სისხლის პლაზმაში მისი დონის 25-60%-ს. ამიტომ საჭიროა ძუძუთი კვების უპირატესობის და შესაძლო არასასურველი შედეგების შედარება ტეგრეტოლით მკურნალობის პირობებში. დედებს, რომლებიც იღებენ ტეგრეტოლს, შეუძლიათ კვებონ თავისი შვილები ძუძუთი, მაგრამ იმ პირობით, რომ ბავშვზე იქნება დაკვირვება შესაძლო გვერდითი რეაქციების განვითარების მხრივ (მაგალითად გამოხატული ძილიანობა, კანის ალერგიული რეაქციები).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი