ტრიამ-დენკი / Triam-Denk ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ტრიამ-დენკი –  ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.  რადგან ტრიამ-დენკი 40 ინექცია წარმოადგენს საკმაოდ ძლიერ პრეპარატს, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს თუ იგი არის ორსულად ან დაორსულდა მკურნალობის დროს.  არ შეიძლება ტრიამცინოლონის აცეტონიდის გამოყენება ორსულობის პირველი 5 თვის განმავლობაში, რადგან ცხოველებზე ჩატარებული კვლევებიდან გამოვლინდა ანომალიები, ხოლო ადამიანებში არ არსებობს მონაცემები ამ პერიოდში მიღებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ. ხანგრძლივი გამოყენებისას არ არის გამორიცხული საშვილოსნოს შიდა ზრდის დარღვევა. თუ მკურნალობა მიმდინარეობს ორსულობის ბოლო პერიოდში, მაშინ ნაყოფს ემუქრება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის დეგენერაცია.  გლუკოკორტიკოიდები გადადის დედის რძეში. თუ საჭიროა მაღალი დოზების მიღება ან ხანგრძლივი მკურნალობა, ასეთ შემთხვევაში ლაქტაცია უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი