ტრიდერმი / Triderm ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ტრიდერმი – გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში ორსულობა ცხოველებზე გამოცდის დროს კორტიკოსტეროიდების ადგილობრივმა გამოყენებამ გამოიწვია ტერატოგენური მოქმედება. ორსულობის დროს გამოყენების მონაცემები არ არსებობს. ამინოგლიკოზიდები გადის პლაცენტურ ბარიერს და შეიძლება ზიანი მოუტანოს ნაყოფს, თუ მათ გამოიყენებენ ორსული ქალები. აღინიშნა სრული შეუქცევადი ორმხრივი თანდაყოლილი სიყრუე იმ ბავშვებში, რომელთა დედებიც ორსულობის დროს იღებდნენ ამინოგლიკოზიდებს, მათ შორის გენტამიცინს. ორსულებში გენტამიცინის გამოყენების საკმარისი მონაცემები არ არსებობს. ცხოველების კვლევების შედეგებმა არ გამოავლინა ნაყოფის რისკები.  ტრიდერმი უნდა გამოიყენონ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა არსებობს ამის აბსოლუტური აუცილებლობა.  ტრიდერმი არ უნდა გამოიყენონ კანის დიდ ზედაპირზე, დიდი რაოდენობით ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში.  ძუძუთი კვება გენტამიცინის, კლოტრიმაზოლის და ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების რძეში გამოყოფის მონაცემები არ არსებობს, მაგრამ სისტემურ სისხლის მიმოქცევაში მოხვედრილი კორტიკოსტეროიდები რძეშიც აღწევს.  სარძევე ჯირკვლებზე ტრიდერმის წასმისას ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი