ტრიპლიქსამი / TRIPLIXAM ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ტრიპლიქსამი –  თუ თქვენ ხართ ორსულად, ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ, რომ დაორსულდით ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. ორსულობა  თქვენ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან შეიძლება დაორსულდეთ).  თქვენი ექიმი გირჩევთ ტრიპლიქსამის მიღების შეწყვეტას დაორსულებამდე ან დაუყოვნებლივ, როდესაც თქვენთვის ცნობილი გახდება, რომ ხართ ორსულად და გირჩევთ ტრიპლიქსამის ნაცვლად სხვა პრეპარატის გამოყენებას. რეკომენდებული არ არის ტრიპლიქსამის მიღება ორსულობის ადრეულ სტადიაზე, ასევე 3 თვეზე მეტი ვადის ორსულობისას, რადგანაც მას ორსულობის მესამე თვის შემდეგ მიღებისას შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს. ლაქტაცია თუ თქვენ ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ან გეგმავთ ამას აცნობეთ თქვენს ექიმს. ტრიპლიქსამის დანიშნვა რეკომენდებული არ არის მეძუძურ დედებში და თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა მკურნალობა, თუ თქვენ გსურთ ბავშვის ძუძუთი კვება, განსაკუთრებით თუ ბავშვი ახალშობილია ან დღენაკლული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი