ტრიტაცე 10 მგ / TRITACE 10 MG ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ტრიტაცე 10 მგ –    ორსულობა: პრეპარატის მიღებამდე ორსულობა უნდა გამოირიცხოს რეპროდუქციული ასაკის ქალებში. პრეპარატით მკურნალობის განმავლობაში, ამ ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის ადექვატური მეთოდები.  ტრიტაცეთი მკურნალობის პროცესში დაორსულების შემთხვევაში, მიმდინარე მკურნალობის კურსი უნდა შეიცვალოს მკურნალობის სხვა მეთოდით სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, რათა შემცირდეს ბავშვის ჯანმრთელობაზე არსებული საფრთხის რისკი. პოტენციურად ყველაზე ძლიერი ზიანი ბავშვს შეიძლება მიაყენოს პრეპარატის მიღებამ ორსულობის ბოლო 6 კვირაში. ლაქტაცია: პრეპარატის აქტიური ნივთიერება რამიპრილი გადადის ცხოველთა რძეში. ვინაიდან არ არის დადგენილი, გადადის თუ არა რამიპრილი ქალის რძეში და იწვევს თუ არა არასასურველ ეფექტს ბავშვზე ძუძუს წოვის დროს, ამიტომ დაუშვებელია პრეპარატის მიღება ლაქტაციის პერიოდში. თუ ექიმი ჩათვლის, რომ მკურნალობა აუცილებელია ლაქტაციის პერიოდში, მაშინ უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი