ურსოლიზინი / URSOLISIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ურსოლიზინი –  ორსულობა  და  ლაქტაცია არ არის სათანადო კვლევები ურსოდეოქსიქოლის მჟავას გამოყენების უსაფრთხოების შესახებ ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ტერატოგენული ეფექტი ორსულობის  ადრეულ ეტაპზე. ურსოლიზინი არ უნდა დაინიშნოს ორსულობის დროს, იშვიათი გამონაკლისების გარდა. შვილოსნობის ასაკის ქალებისთვის რეკომენდირებულია კონტრაცეპტივების მიღება. ურსოლიზინით მკურნალობის დროს სასურველია არაჰორმონალური კონტრაცეპტივები, ვინაიდან ჰორმონალური  პრეპარატები ზრდიან კენჭების წარმოქმნის რისკს. მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს სავარაუდო ორსულობა. არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა ურსოდიოქსიქოლის მჟავა დედის რძესთან ერთად, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში ურსოლიზინის მიღება არ შეიძლება, აუცილებლობის შემთხვევაში ბავშვი  ხელოვნურ კვებაზე უნდა იქნას  გადაყვანილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი