ფენისტილი® – FENISTIL® ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფენისტილი® –  ფენისტილის წვეთების გამოყენება  ორსულობის დროს (II-III ტრიმესტრი) შესაძლებელია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც წამლით თერაპია აუცილებელია და მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს. მეძუძური დედებისათვის ფენისტილის წვეთების დანიშვნა რეკომენდებული არ არის. ფენისტილის გელის გამოყენება ორსულობის პირველ სამ თვეს შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ორსულობის II და III ტრიმესტრში, ასევე ლაქტაციის დროს, გელის გამოყენება არ შეიძლება კანის დიდ მონაკვეთზე, განსაკუთრებით თუ არსებობს ანთებისა და სისხლდენის მოვლენები. დედებისათვის ლაქტაციის პერიოდში არ შეიძლება გელის წასმა სარძევე ჯირკვლის თავებზე. ფენისტილ გელის კანის დიდ მონაკვეთებზე გამოყენების დროს ერიდეთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი