ფინლეპსინი / FINLEPSIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფინლეპსინი –  რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ქალებს ფინლეპსინი შეძლებისდაგვარად ენიშნებათ მონოთერაპიის სახით და მინიმალური ეფექტური დოზით, რადგან ამ შემთხვევაში იზრდება თანდაყოლილი ანომალიების რისკი იმ ბავშვებში, რომელთა დედებიც ღებულობდნენ ეპილეფსიის საწინააღმდეგო კომბინირებულ მკურნალობას იმაზე დიდი დოზით, ვიდრე მონოთერაპიის დროს. დაორსულების შემთხვევაში უნდა შეფასდეს მკურნალობის მოსალოდნელი დადებითი ეფექტი და გართულებები, განსაკუთრებით კი ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ცნობილია, რომ ეპილეფსიით დაავადებული დედების შვილებს აქვთ რისკი განუვითარდეთ საშვილოსნოსშიდა განვითარების დარღვევები, მათ შორის მანკის განვითარების რისკი. ფინლეპსინს შეუძლია გაზარდოს მსგავსი გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. არსებობს ცალკეული მონაცემები თანდაყოლილი დაავადებების და მანკების განვითარების შესახებ, მათ შორის როგორიცაა ხერხემლის მალის რკალების შეუხორცებლობა (spina bifida). ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები აძლიერებს ფოლის მჟავის დეფიციტს, რაც ხშირად აღინიშნება ორსულობის დროს და ხელს უწყობს თანდაყოლილი დეფექტების განვითარების სიხშირის მომატებას ბავშვებში. შესაბამისად დაორსულებამდე და ორსულობის პერიოდში რეკომენდირებულია ფოლის მჟავის მიღება. ახალშობილების ჰემორაგიული გართულებების პროფილაქტიკის მიზნით ორსულობის ბოლო კვირას და ასევე ახალშობილებში რეკომენდირებულია დაინიშნოს ვიტამინი K. კარბამაზეპინი გადადის დედის რძეში, შესაბამისად ლაქტაციის პერიოდში მკურნალობის გაგრძელების დროს საჭიროა მკურნალობის ეფექტურობის და არასასურველი გვერდითი ეფექტების რისკის შეფასება. ფინლეპსინის მკურნალობის ფონზე ლაქტაციის გაგრძელებისას ბავშვი უნდა იყოს დაკვირვების ქვეშ, რადგან მოსალოდნელია გვერდითი ეფექტების განვითარება, მაგალითად გამოხატული ძილიანობა და კანის ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი