ფინლეფსინი – FINLEPSIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფინლეფსინი –  ორსულობის დროს ფინლეფსინის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელია, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე შესაძლო უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს. არსებული ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის მე-20 და მე-40 დღეებს შორის ინიშნება პრეპარატის მინიმალური ეფექტური დოზა. სადღეღამისო დოზას, განსაკუთრებით ორსულობის შედარებით უფრო მგრძნობიარე პერიოდში ყოფენ რამდენიმე მცირე დოზაზე დღის განმავლობაში. ამ დროს რეკომენდებულია აქტიური ნივთიერების კონცენტრაციის კონტროლი სისხლის პლაზმაში. იშვიათ შემთხვევებში ფინლეფსინის გამოყენებისას ადგილი აქვს ნაყოფის განვითარების სიმახინჯეებს, აგრეთვე ხერხემლის თანდაყოლილ ანომალიას. შესაძლებლობის მიხედვით საჭიროა ფინლეფსინისა და სხვა ანტიეპილეფსიური საშუალებების ერთდროულად გამოყენებისაგან თავის შეკავება, რადგან ამ დროს იზრდება ნაყოფის სიმახინჯეების განვითარების რისკი. ფინლეფსინის ღვიძლის ფერმენტებზე მაინდუცირებელი მოქმედების გამო მიზანშეწონილია ფოლის მჟავას დანიშვნა ორსულობის დადგომამდე და ორსულობის პერიოდში. ახალშობილებში ჰემორაგიული გართულებების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია ვიტამინ K-ს პროფილაქტიკური შეყვანა დედის ორგანიზმში ორსულობის ბოლოს, ან ახალშობილში მისი დაბადებისთანავე. ეპილეფსიით დაავადებისას, ბავშვის გაჩენის სურვილის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ფინლეფსინი ექსკრეგირებს დედის რძეში უმნიშვნელო რაოდენობით, რის გამოც თერაპიული დოზებით პრეპარატის გამოყენება ნაყოფისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს. მხოლოდ ახალშობილის წონაში ცუდი მატების ან ძილიანობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი