ფლიქსონაზი / FLIXONASE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფლიქსონაზი –  სხვა წამლების მსგავსად ფლუტიკაზონის პროპიონატის წყლიანი ნაზალური სპრეის გამოყენება ორსულობის დროს მოითხოვს, რომ სარგებელი აღემატებოდეს შესაძლო რისკს, რომელიც დაკავშირებულია ამ წამალთან ან სხვა ალტერნატიულ თერაპიასთან. ორსულობის დროს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს. ცხოველთა რეპროდუქციული კვლევებისას პოტენციური კორტიკოსტეროიდებისათვის დამახასიათებელი ტიპიური გვერდითი ეფექტები აღინიშნება მედიკამენტის მხოლოდ მაღალი სისტემური აქტივობის დროს. პირდაპირი ინტრანაზალური შეყვანისას ადგილი აქვს მინიმალურ სისტემურ აქტივობას. ფლურტიკაზონის პროპიონატის ექსკრეცია ლაქტატში გამოკვლეული არ არის. როდესაც მოახდინეს ლაბორატორიულ ვირთაგვებში მედიკამენტის კანქვეშ შეყვანით გარკვეული პლაზმური დონის მიღწევა, მისი არსებობა ლაქტატში დადასტურდა. თუმცა, პლაზმური დონეები ფლუტიკაზონის პროპიონატის ინტრანაზალურად რეკომენდირებული დოზების შეყვანის შემდეგ, სავარაუდოდ, იქნება დაბალი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი