ფლუმექსი / Flumex ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფლუმექსი –  ორსულ ქალებში არ ჩატარებულა ადექვატური კონტროლირებული კლინიკური კვლევები. იმ დედების ახალშობილებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ კოკციდიომიკოზი და მკურნალობდნენ ფლუკონაზოლის მაღალი დოზებით (400-800მგ/დღეში) ≥3 თვის განმავლობაში აღინიშნა მრავლობითი კონგენიტალური ანომალიები. ფლუკონაზოლის გამოყენებას და ამ მოვლენებს შორის კავშირი გაურკვეველია. ცხოველების რეპროდუქციული კვლევები აჩვენებს ნაყოფის დაზიანებას დაკავშირებულს დედის ტოქსიურობასთან მხოლოდ პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას, მაგრამ არ ვლინდება როდესაც პრეპარატი გამოიყენება 5-10მგ/კგ დოზით. ამ პრეპარატის ორსულობის დროს გამოყენება მაინც შეზღუდული უნდა იყოს და მოხდეს მხოლოდ სერიოზული სოკოვანი ინფექციებისას როდესაც ექიმის აზრით პოტენციური სარგებელი აჭარბებს მოსალოდნელ საფრთხეს (იხ. უკუჩვენებები). ფლუკონაზოლის დონე რძეში მსგავსია პლაზმური დონისა, ამიტომ ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის (იხ. უკუჩვენებები). ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე რჩევა კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი