ფლუტინაზი-ჰუმანითი / Fluticasone Furoate ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფლუტინაზი-ჰუმანითი –  ორსულობა ადექვატური მონაცემები ორსულ ქალებში ფლუტიკაზონის ფუროატის გამოყენების შედეგების შესახებ არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, გლუკოკორტიკოიდების გამოყენებამ გამოიწვია სხვადასხვა დარღვევები, მათ შორის მგლის ხახა და საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხება. სავარაუდოდ, ეს არ ვრცელდება ადამიანებზე, თუ ისინი იღებენ რეკომენდებულ ნაზალურ დოზებს, რომლებიც ახდენენ მინიმალურ სისტემურ ზემოქმედებას. ფლუტიკაზონის ფუროატი ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული, თუ  მოსალოდნელი დადებითი ზემოქმედება დედაზე აღემატება პოტენციურ რისკებს ნაყოფისთვის თუ ბავშვისთვის. ლაქტაცია უცნობია, გამოიყოფა თუ არა ნაზალური ფლუტიკაზონის ფუროატი ლაქტატში. ლაქტაციის პერიოდში ფლუტიკაზონის ფუროატი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა  დაინიშნოს, თუ  მოსალოდნელი დადებითი ზემოქმედება დედაზე აღემატება პოტენციურ რისკს ბავშვისთვის. ფერტილობა ადამიანებში ფერტილობის მონაცემები არ არსებობს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი