ფოვირალი – ორსულობა: • FDA-ს მიხედვით ტენოფოვირი მიეკუთვნება ორსულობის B კატეგორიის მედიკამენტს. ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა პრეაპრატის ტერატოგენურობა. ადამიანებში კონტროლირებული კვლევების მონაცემები არ არსებობს. ამიტომ ფოვირალი ორსულებში გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაძლო სარგებელი მეტია პოტენციურ რისკზე. • თუ ფოვირალით მკურნალობის პროცესში არსებობს დაორსულების ალბათობა, საჭიროა კონტრაცეპციის ეფექტური მეთოდების გამოყენება, რომ თავიდან აიცილოთ ორსულობა. • თუ დაორსულდით, ან თუ აპირებთ დაორსულებას, ჰკითხეთ ექიმს თქვენსა და თქვენს ბავშვზე ანტირეტროვირუსული თერაპიის პოტენციური სარგებლისა და რისკის შესახებ. თუ მკურნალობის პერიოდში დაორსულდით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის. • ფოვირალით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის. არ არის ცნობილი გადადის თუ არა პრეპარატის აქტიური ნივთიერება დედის რძეში. • თუ ხართ HBV ან HIV ვირუსული ინფექციით დასნებოვნებული, ბავშვზე დედის რძით ვირუსის გადაცემის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ბავშვის ძუძუთი კვება არ შეიძლება.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი