ქსილომარინი / XYLOMARIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ქსილომარინი – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი ორსულობა ორსულობის პირველ ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენების მწირი მონაცემების თანახმად, პრეპარატს რაიმე გვერდითი ეფექტი ნაყოფზე/ახალშობილზე არ აქვს. სხვა ეპიდემიოლოგიური მონაცემები არ არსებობს. ცხოველებში კვლევამ აჩვენა, რომ რეპროდუქციულ ტოქსიკურობას ადგილი აქვს მხოლოდ თერაპიული დოზის გადაჭარბების შემთხვევაში. სიფრთხილეა რეკომენდებული ჰიპერტონიის ან საშვილოსნოში სისხლის მიმოქცევის შემცირების დროს. მაღალი დოზის და ხანგრძლივი გამოყენების დროს საშვილოსნოში სისხლის დინების შემცი¬რება არ არის გამორიცხული. 0.5 მგ/მლ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლო¬რიდის გამოყენება შეიძლება ორსულობის პერიოდში, ექიმის დანიშნუ¬ლე¬ბის შესაბამისად და მხოლოდ ერთი კვირის მანძილზე.  ძუძუთი კვება არ არსებობს მონაცემები გადადის თუ არა ქსილომეტაზოლინი დედის რძეში, თუმცა პრეპარატის დედის რძეში გადასვლის რისკი არსებობს. ამდენად ძუძუთი კვების შეწყვეტა ან თერაპიისაგან თავის შეკავება დამოკიდებულია კონკრეტულ მდგომარეობაზე, როდესაც უნდა შეფასდეს ძუძუთი კვების გაგრძე¬ლებისა და დედის მკურნალობის უპირატესობები. უშვილობა ქსილომეტაზოლინით მკურნალობა არ იწვევს უშვილობას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი