ცეფოტაქსიმ სანდოზი / CEFOTAXIM SANDOZ ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ცეფოტაქსიმ სანდოზი –  ორსულობა ორსულებში ცეფოტაქსიმის გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი. ექსპერიმენტები ცხოველებზე არ მიანიშნებს უშუალო ან ირიბი არასასურველი ეფექტების არსებობაზე რეპროდუქციულ ტოქსიკურობასთან მიმართებაში. თუმცა ორსულ ქალებთან მიმართებაში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები  არ არსებობს. ცეფოტაქსიმი აღწევს პლაცენტური ბარიერის გავლით. ამიტომ მისი მიღება არ შეიძლება ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოსალოდნელი რისკი აჭარბებს შესაძლო რისკს. ლაქტაცია ცეფოტაქსიმი აღწევს დედის რძეში. ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენებამ შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ჩვილის ნაწლავის ფლორაზე, რაც იწვევს დიარეის განვითარებას, საფუარისმაგვარი სოკოებით კოლონიზაციას და, ასევე სენსიბილიზაციას.  საჭიროა მეძუძური დედისთვის მკურნალობის მნიშვნელოვნების აწონ-დაწონა და ორიდან ერთ-ერთის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი