ციტაჰექსალი / CitaHexal ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ციტაჰექსალი – ორსულობა და ძუძუთი კვება ორსულობა: შეძლებისდაგვარად არ უნდა მოხდეს ორსულობის დროს ციტაჰექსალის მიღება  გარდა ცალსახად აუცილებელი შემთხვევებისა, რისკებისა და მოსალოდნელი სარგებლის დეტალურად შეფასების შემდეგ. თუ ქალი მესამე ტრიმესტრში იღებდა ციტაჰექსალს, ახალშობილი უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ. თავიდან უნდა იქნას აცილებული ორსულობის დროს პრეპარატის მიღების მკვეთრი შეწყვეტა. ახალშობილებს, რომელთა დედებიც ორსულობის ბოლო პერიოდში იღებდნენ სუშსი/ნსუში-ს, შეიძლება აღმოაჩნდეთ შემდეგი სიმპტომები: რესპირატორული დისსტრესი, ციანოზი, ქოშინი, კრუნჩხვები,  ტემპერატურა არასტაბილურობა, სირთულეები კვების დროს, გულისრევა, ჰიპოგლიკემია, ჰიპერტონია, ჰიპოტონია, ჰიპერრეფლექსია, ტრემორი, ნერვოზულობა, გაღიზიანება, ჩამორჩენილობა, განუწყვეტელი ტირილი, ძილიანობა და ძილის დარღვევა. ხშირ შემთხვევაში გართულებები თავს იჩენს მაშინვე ან მშობიარობიდან მოკლე პერიოდში (24 საათზე ნაკლებ დროში). სუშსი-ს მიღებამ ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში შეიძლება გაზარდოს ახალშობილების პერსისტირებული ფილტვის ჰიპერტენზიის განვითარების რისკი. ფერტილურობა: ციტალოპრამს შეუძლია გავლენა იქონიოს სპერმის ხარისხზე. ზემოთხსენებული ეფექტი რევერსულია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი