5-ფტორურაცილი – ებევე / 5-Fluorouracil – Ebewe ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

5-ფტორურაცილი – ებევე – ფერტილობა,  ორსულობა. ფტორურაცილი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის საიმედო მეთოდები. თუ მკურნალობის დროს დგება ორსულობა, აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია გენეტიკურ საკონსულტაციო ცენტრში. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა ფტორურაცილის ტერატოგენული ტოქსიკურობა.

ლაქტაცია. ფტორურაცილი არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის პერიოდში. თუ პრეპარატის შეყვანა აუცილებელია ამ პერიოდში, ძუძუთი კვება უნდა იქნას შეჩერებული. ფერტილობა. ფტორურაცილს შეუძლია გენოტოქსიკურობის გამოვლენა. მამაკაცებმა ფტორურაცილით მკურნალობის დროს და, სულ მცირე, 6 მომდევნო თვის განმავლობაში უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის საიმედო მეთოდები. ფტორურაცილით თერაპიის შედეგად სავარაუდო შეუქცევად უნაყოფობასთან დაკავშირებით რეკომენდებულია მკურნალობის დაწყებამდე მიმართოთ კონსულტაციისთვის სპერმის კონსერვაციის საკითხთან დაკავშირებით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი