ზოლედრო-დენკის უკუჩვენებებია: საჭიროა ექიმის ინსტრუქციის ზუსტად დაცვა. ზოლედრო-დენკით მკურნალობის დაწყებამდე ექიმი ჩაატარებს სისხლის ანალიზს და შემდგომში პერიოდულად გადაამოწმებს მკურნალობის ეფექტურობას. ზოლედრო-დენკი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: – თუ პაციენტი ალერგიულია ზოლედრონის მჟავის, ბისფოსფონატების (ნივთიერებათა ჯგუფი, რომელსაც მიეკუთვნება ზოლედრო-დენკი) ან ზოლედრო-დენკში შემავალი ნებისმიერი ნივთიერების (იხ. პუნქტი 6) მიმართ; – ლაქტაციის პერიოდი. სიფრთხილის წესები: ზოლედრო-დენკის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ: – პაციენტს აქვს ან ანამნეზში აღენიშნება თირკმლის პრობლემები; – პაციენტს აღენიშნება ტკივილი, შეშუპება ან დაბუჟება ყბის მიდამოში, “ყბაში სიმძიმის შეგრძნება” ან აღინიშნება კბილების ცვენა; – სტომატოლოგიური მკურნალობის ან ოპერაციის ჩატარებამდე, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს, რომ იგი მკურნალობს ზოლედრო-დენკით. 65 წელზე უფროსი პაციენტები ზოლედრო-დენკი გამოიყენება 65 წლეზე უფროს პაციენტებში. არ არსებობს მონაცემები, რომ დამატებითი სიფრთხილეა საჭირო მისი მიღებისას. გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში ზოლედრო-დენკის გამოყენება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის რეკომენდებული.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი 2. სამკურნალო პრეპარატები