Author Archives: preparatebi

იცით ლიდოკაინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლიდოკაინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები აღენიშნება პაციენტების 5-10%-ს და დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, პირის ლორწოვანი გარსის და ენის დაბუჟება,  ძილიანობა, ყურებში შუილი, უფრო დიდი დოზების დროს – აგზნება, ეიფორია, დეზორიენტაცია. კრუნჩხვები, ტრემორი, გონების დაკარგვა, სუნთქვის დათრგუნვა. მსუბუქი გვერდითი ეფექტები განიცდის უკუგანვითარებას პრეპარატის მოხსნის შემდეგ. ტრემორის და კლონურ-ტონური კრუნჩხვების გამოვლენის დროს საჭიროა დიაზეპამის პარენტერული შეყვანა ან ხანმოკლე მოქმედების ბარბიტურატები. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება (ხშირად). გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, გამტარებლობის დარღვევა, შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა) ლიდოკაინის მიმართ, მაგალითად: გამონაყარი კანზე და შეშუპება. ანაფილაქტოიდური რეაქციები აღინიშნება ძალიან იშვიათად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნოვო-პასიტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნოვო-პასიტის გვერდითი მოვლენებია: პაციენტები ადვილად იტანენ პრეპარატს. თუმცა ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი არასასურველი რეაქციები: თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილიანობა, ალერგიული რეაქციები, ეკზანთემა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევა (გულისრევა, ღებინება, სპაზმი, გულძმარვა, ფაღარათი, ყაბზობა), კონცენტრირების უნარის დაქვეითება, რაც მალე ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

როზუვინი / ROZUVIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

როზუვინი –  ორსულობა: პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. როზუვინის გამოყენება დაუშვებელია ორსულობის პერიოდში. როზუვინის მიღებისას დაიცავით თავი ორსულობისგან სათანადო კონტრაცეფციის გამოყენებით. როზუვინის მიღებისას დაორსულების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. დაუშვებელია როზუვინის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით აზალეპტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აზალეპტინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი რეაქციები: ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი, ცენტრალური გენეზის ტემპერატურის მომატება, გულისწასვლა, აჟიტაცია, აკატიზია, გონების არევა; იშვიათად – ექსტრაპირამიდული დარღვევები (აკინეზია ან ჰიპოკინეზია, კუნთების რიგიდობა, ტრემორი), უძილობა, ძილის დარღვევა, დეპრესია, ავთვისებიანი ნეიროლეპტიური სინდრომი (კრუნჩხვა, სუნთქვის გაძნელება ან ტაქიპნოე, ტაქიკარდია ან არითმია, სხეულის ტემპერატურის მომატება, არასტაბილური არტერიული წნევა, ჭარბი ოფლიანობა, უნებლიე შარდვა, კუნთების გამოხატული რიგიდობა, კანის საფარველის სიფერმკრთალე, გადამეტებული დაღლილობის შეგრძნება და სისუსტე), ეპილეპტიური გულყრა, გვიანი დისკინეზია, შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: შარდის შეკავება, პოტენციის დაქვეითება. ნივთიერებათა ცვლის მხრივ: წონის მომატება; საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: მიასთენია; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ჰიპერსალივაცია, გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, პირის სიმშრალე. სისხლწარმომქმნელი ორგანოთა სისტემის მხრივ: გრანულოციტოპენია აგრანულოციტოზამდე (აგრანულოციტოზის პირველი ნიშანი შეიძლება იყოს გრიპის მსგავსი სიპტომები: შემცივნება, ცხელება, ყელის ტკივილი, პირის ღრუს ლორწოვანის და ღრძილების ანთება; ძნელად შეხორცებადი ჭრილობები, ფურუნკულოზი, ინფექციის ქრონიკული და ლატენტური კერების გამწვავება – ტონზილიტი, პერიოსტიტი, პიოდერმია), ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია. გრძნობათა ორგანოების მხრივ: აკომოდაციის დარღვევა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება (მათ შორის, ორთოსტატული ჰიპოტენზია), იშვიათად – არტერიული წნევის მომატება, ტაქიკარდია, ეკგ-ზე T კბილის გაბრტყელება. სხვა: მომატებული ოფლიანობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ალილესტრენოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალილესტრენოლის გვერდითი მოვლენებია: მოსალოდნელი დისპეპსიური მოვლენები, თავის ტკივილი, სითხის შეკავება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ლავომაქსი / LAVOMAX ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ლავომაქსი – უკუჩვენებები მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ლაქტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ფიბრო-ვეინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფიბრო-ვეინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი   ეფექტები:ადგილობრივი რეაქციები (ჰიპერემია, წვა, მტკივნეულობა, პიგმენტაცია, ინტრავარიკოზული ჰემატომა შეყვანის ადგილზე, აღმავალი ფლებიტი ან თანმხლები პერიფლებიტის გარეშე). სისტემური რეაქციები: თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ბონქოსპაზმი, ცხელება, ანაფილაქსიური შოკი), ფილტვის ვენის თრომბოზი, სისტემური ინფექციები (ინექციის ადგილის კანის ნეკროზი). შემთხვევით არტერიული შყვანის დროს – მომტანი სისხლძარღვის ობლიტერაცია (კიდურის ამპუტაციამდეც კი), თრომბოემბოლიები (პროცედურიდან 4 თვის შემდეგაც კი); პარავენოზურისას – რბილი ქსოვილების ნეკროზი და სისტემური ინფექციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

დილოქსი / DILOX ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დილოქსი –  დილოქსის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით აბილიფაის რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აბილიფაის გვერდითი მოვლენებია: შემთხვევათა 1-10%-ში პრეპარატებს ახასიათებს შემდეგი გვერდითი მოვლენები: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, ტაქიკარდია; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად – გულისრევა, უმადობა; ხშირად – დისპეპსია, ღებინება, შეკრულობა; ძვალკუნთოვანი სისტემის მხრივ: მიალგია, კრუნჩხვები; ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: უძილობა, ძილიანობა; თავბრუხვევა, ტრემორი, ექსტრაპირამიდული სინდრომი, ფსიქომოტორული აგზნება, დეპრესია, ნევროზულობა, ნერწყვის გამოყოფის გაძლიერება, სუიციდური აზრები, მანიაკალური აზრები, არამყარი სიარული, არეული აზროვნება, პასიური მოძრაობების გაძნელება; სასუნთქი სისტემის მხრივ: ქოშინი, პნევმონია; მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: კონიუნქტივიტი, ყურების ტკივილი; შარდსასქესო სისტემის მხრივ: შარდის შეუკავებლობა; ნივთიერებათა ცვლის მხრივ: სხეულის მასის კლება; დერმატოლოგიური რეაქციები: კანის სიმშრალე, ქავილი, ოფლიანობა, კანის დაწყლულება; იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი და ჭინჭრის ციება).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

კარდოპანი-სანოველი / CARDOPAN – SANOVEL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კარდოპანი-სანოველი –   ორსულობის კატეგორია: C/D ცნობილია, რომ აგფ ინჰიბიტორების მოქმედება საშვილოსნოზე, მათი მიღებისას ორსულობის II და III ტრიმესტრში, იწვევს ნაყოფის დაზიანებას ან სიკვდილს. ამიტომ, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პრეპარატი, რომელიც უშუალო გავლენას ახდენს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონულ სისტემაზე, არ გამოიყენება ორსულობისას. ცნობილი არ არის, აღწევს თუ არა ვალსარტანი დედის რძეში. ამიტომ რეკომენდებული არ არის პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი