Author Archives: preparatebi

იცით ნორკოლუტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნორკოლუტის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება გვერითი რეაქციები უფრო ხშირად ვითარდება პრეპარატ ნორკოლუტის გამოყენების დაწყებიდან პირველი თვეების განმავლობაში და გადის მკურნალობის გაგრძელების ფონზე. გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირე დაფუძნებულია პოსტმარკეტინგული კვლევებისა და ლიტერატურული წყაროების მონაცემებზე. ჩასასმელია ცხრილი *”ენდომეტრიოზის” ჩვენებით დანიშვნისას

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კამაგრას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კამაგრას გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის გამოყენებისას აღინიშნება სუსტად გამოხატული და დროებითი გვერდითი მოვლენები. შედარებით ხშირად – თავის ტკივილი, სახის ჰიპერემია. იშვიათად – საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ დარღვევები, თავბრუსხვევა, მხედველობის გაუარესება (ფერების აღქმის მხრივ), ცხვირით გაძნელებული სუნთქვა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლიკაცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლიკაცინის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის გაზრდა,  ჰიპერბილირუბინემია); სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია;  ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, ნეიროტოქსიკური მოქმედება (კუნთების ტრემორი, პარესთეზია, ეპილეფსიური კრუნჩხვები), ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევა (სუნთქვის შეჩერება); გრძნობათა ორგანოების მხრივ: ოტოტოქსიკურობა – სმენის დაქვეითება, ვესტიბულური (მოძრაობის დისკოორდინაცია და სხვა) და ლაბირინთული დარღვევები, შეუქცევადი სიყრუე; ცალკეულ შემთხვევებში ამიკაცინის თვალის მინისებრ სხეულში შეყვანისას შეიძლება განვითარდეს სისხლჩაქცევა ბადურაზე ყვითელი ხალის მიდამოში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა; შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ნეფროტოქსიკურობა – ოლიგურია, პროტეინურია, მიკროჰემატურია, იშვიათად – თირკმლის უკმარისობა; ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, კანის ჰიპერემია, ჭინჭრის ციება,  კვინკეს შეშუპება; სხვა: ჰიპოტენზია, ართრალგია, ჰიპომაგნემია. გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი განსაკუთრებით დიდია თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფარკლობენტი კრემს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფარკლობენტი კრემის გვერდითი მოვლენებია: ადგილობრივი გვერდითი რეაქციები: კანის სიწითლე, პრეპარატის დატანების ადგილას წვის და ჩხვლეტის შეგრძნება (გაღიზიანების განვითარების შმთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ვიტალ მიქს FOS – VITAL MIX FOS ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ვიტალ მიქს FOS –  არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ამეტაზონი მალამოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამეტაზონი მალამოს გვერდითი მოვლენებია: ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამეტაზონს გვერდითი ეფექტები არ აქვს, თუ ოკლუზიური სახვევი არ გამოიყენება. თუმცა სხვა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების მსგავსად, ხანგრძლივად დიდი რაოდენობით ან დიდ ფართობზე გამოყენებას შედეგად შეიძლება გვერდითი ეფექტების განვითარებისთვის საკმარისი აბსორბცია მოჰყვეს. კორტიკოსტეროიდების ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება, გაღიზიანება, სიმშრალე, კანის ატროფია, სტრიები და ნაოფლი გამოყენების უბანზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნეირორუბინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნეირორუბინის გვერდითი მოვლენებია: იმუნური სისტემა. აღნიშნულია ერთეული შემთხვევები ანგიონევროტული შეშუპებისა, ძირითადად ავადმყოფებში ზემგრძნომელობით. იშვიათად ალერგიული რეაქციები. გარკვეულ სიტუაციებში ვიტამინების შემცველ მედიკამენტებს იშვიათად შეუძლიათ გამოიწვიონ ანაფილაქსიური რეაქციები ამისადმი მიდრეკილ ავადმყოფებში. როგორც ანტიდოტი შეიძლ;ება გამოყენებულ იქნეს გლუკოკორტიკოიდები და ანტიჰისტამინური პრეპარატები. ენდოკრინული სისტემა პრეპარატის მიღებისას ინჰიბირდება პროლაქტინი. ნერვული სისტემა ერთეულ შემთხვევებში ჩნდება ფორიაქი. პირიდოქსინი ასტიმულებს ლევოდოპის დეკარბოქსილირებას და შეუძლია შეამციროს თერაპიული ეფექტი პარკინსონიზმის დროს.. აღნიშნულის შესაძლებლობა გამორიცხავს პრეპარატის გამოყენებას დეკარბოქსილაზის ინჰიბიტორების დროს პირიდოქსინ ჰიდროქლორიდის დიდი დოზების (500მგ) ხანგრძლივად მიღებისას აღინიშნა პერიფერიული სენსორული ნეიროპათიის ერთეული შემთხვევები. გულ-სისხლძარღვთა სისტემა. აღინიშნა ტაქიკარდიისა და ცირკულარული კოლაფსის ერთეული შემთხვევები ძირითადად ავადმყოფებში ზემგრძნობელობით. სუნთქვის ორგანოები ციანოზისა და ფილტვის შეშუპების ერთეული შემთხვევები ძირითადად ავადმყოფებში ზემგრძნობელობით. საჭმლის მომნელებელი ტრაქტი გულისრევა, სისხლდენა კუწნაწლავის ტრაქტის ორგანოებიდან უპირატესად ავადმყოფებში ზემგრძნობელობით. ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი პრეპარატის მაღალ დოზებს შეუძლიათ გამოიწვიონ გლუტამინ ოქსალოაცეტინტრანსამინაზის (SGOT) მომატება სისხლში. კანი. აღნიშნულია ერთეული შემთხვევები ქავილისა და გამონაყრისა უპირატესად ავადმყოფებში ზემგრძნობელობით. პრეპარატის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს აკნე. პირიდოქსინ ჰიდროქლორიდმა შეიძლება გააძლიეროს ჭორფლისა და მაგვარი გამონაყრის წარმოქმნა.. არახშირი ალერგიული რეაქციები. ზოგადი სიმპტომები უეცარი იფლიანობა, სისუსტე, თავბრუსხვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ალთეს სიროფს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალთეს სიროფის გვერდითი მოვლენებია: უცნობია. გვერდითი მოვლენების გამომჟგავნებისას უნდა აცნობოთ მათ შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს. ინახება დახურულ შეფუთვაში, 25°C –ზე ნაკლებ ტემპერატურაზე. სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნოვასანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნოვასანის გვერდითი მოვლენებია: ძალიან იშვიათად გვხვდება დისპეფსიური მოვლენები, თავისტკივილი, თავბრუს ხვევა, ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ანტელეფსინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანტელეფსინის გვერდითი მოვლენებია: ძირითადად ადგილი აქვს ცნს-ის მხრივ დოზადამოკიდებული გვერდითი ეფექტების განვითარებას, რაც უმრავლეს შემთხვევაში აღინიშნება პრეპარატი ანტიპეეფსის მაღალი დოზებით დანიშვნისას, მკურნალობის ბოლოს, ან მაღალი დოზების სწრაფად ზრდის შედეგად, აგრეთვე ხანგრძლივი მკურნალობის დროს. გვერდითი მოვლენების მნიშვნელოვანი შემცირება ან საერთოდ მათი თავიდან აცილება შესაძლებელია მკურნალობის დაწყებით პრეპარატი ანტიპეეფსის ძალიან მცირე დოზებით და მათი თანდათანობითი გაზრდით (აუცილებლობის დროს აგრეთვე დოზის შემცირებით). გვერდითი ეფექტების უმრავლესობას ადგილი აქვს მკურნალობის დასაწყისში, რომლებიც პრეპარატი ანტიპეეფსით მკურნალობის გაგრძელების პროცესში თანდათან სუსტდება. ხშირად შესაძლებელია გადაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა, არასასურველი სედატიური ეფექტი, ცნობიერების დაბინდვა, ადინამია, ატაქსია და ზოგჯერ კუნთების სისუსტე. ჩვილ და მცირეწლოვან ბავშვებში პრეპარატი ანტიპეეფსი იწვევს გაძლიერებულ ნერწყვდენას ან ბრონქული სეკრეტის ჭარბ წარმოქმნას (სასუნთქი გზების დახშობის საშიშროება). ზოგჯერ შესაძლებელია ტონურ-კლონური კრუნჩხვების პროვოცირება. იშვიათად დეპრესია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გართულებები (გასტროინტესტინური დარღვევები, მხედველობის დარღვევა, არტიკულაციის მოშლა, არტერიული წნევის დაქვეითება, სასუნთქი გზების ობტურაცია, ცნს-ის ფუნქციის დათრგუნვა, აგრეთვე პრეპარატი ანტიპეეფსის მიმართ მომატებული მგრძნობელობით გამოწვეული სუნთქვის ცენტრის დამბლა (ზედაპირული სუნთქვა მის სრულ გაჩერებამდე). გარდა ამისა გამორიცხული არ არის სხვა ბენზოდიაზეპინების გამოყენების შედეგად გამოწვეული გვერდითი მოვლენების განვითარება: მეხსიერების არასასურველი დროებითი დარღვევა (ანტეროგრადული ამნეზია), ცნობიერების დაბინდვა, რომელიც ძლიერდება ანტელეფსინის კომბინაციით ფენობარბიტალთან და პრიმიდონთან. ანტელეფსინი ეფექტურად მოქმედებს ეპილეფსიით დაავადებულ ავადმყოფებში. იშვიათ შემთხვევაში მკურნალობის დროს შესაძლებელია პარადოქსული რეაქციების განვითარება (მაგ, მწვავე აგზნებადობა, აგრესიული მდგომარეობა). ეპილეფსიური გულყრების განვითარების თავიდან აცილების მიზნით ანტელეფსინით მკურნალობის შეწყვეტა ხდება დოზის თანდათანობითი შემცირებით. ამასთან ერთად, შესაძლებელია სხვა სიმპტომების განვითარება, როგორიცაა: გუნება-განწყობის შეცვლა (მსუბუქი დისფორია), ძილის დარღვევა, კუნთების კრუნჩხვები და მუცლის არეში სპაზმები, ღებინება, გაძლიერებული ოფლდენა და ტრემორი. აღნიშნული გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, რომლის მიერ ტარდება სპეციფიკური მკურნალობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები