Author Archives: preparatebi

პანანგინი / PANANGIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პანანგინი – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი ამ დროისთვის არ არის აღწერილი პრეპარატის ამ კატეგორიის პაციენტებში გამოყენებისას რაიმე საშიშროების განვითარების შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ათეროქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ათეროქსის გვერდითი მოვლენებია: ძირითადი გვერდითი მოვლენები, რომელიც ათეროქსით მკურნალობისას აღინიშნა იყო დისპეპსია, ტკივილი მუცლის არეში, თავის ტკივილი, გულისრევა, მიალგიები, ასთენია, დიარეა და უძილობა. ქვემოთ ჩამოთვლილია სხვა არასასურველი გამოვლინებები, რომლებიც აღინიშნა ათეროქსის კლინიკური გამოკვლევების შედეგად: ანგიონევროზული შეშუპება, კუნთების კრუნჩხვები, მიოზიტი, მიოპათია, პარესთეზიები, პერიფერიული ნევროპათიები, პანკრეატიტი, ჰეპატიტი, ანორექსია, ღებინება, შეშუპება, გამონაყარი, იმპოტენცია, ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია. ჩამოთვლილი გამოვლინებებიდან ყველას არ უკავშირებდნენ ათეროქსს. ათორვასტატინის ფართოდ გამოყენების პროცესში აღწერილი იყო იშვიათი არასასურველი გამოვლინებები(გარდა ზემოთჩამოთვლილისა), რომლებიც შეიძლება არც კი იყვნენ დაკავშირებული მკურნალობასთან: ალერგიული რეაქციები(ანაფილაქსიური რეაქციის და ჭინჭრის ციების ჩათვლით), ართრალგიები, ბულოზური გამონაყარი(მულტიფორმული ერითემა, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ლაილას სინდრომი/ ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი), რაბდომიოლოზი, თრომბოციტოპენია. ათეროქსი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, იყო მსუბუქი და გარდამავალი. გვერდითი ეფექტების გამო, რომელსაც უკავშირებდნენ ათორვასტატინს, კლინიკური კვლევიდან გამოირიცხა დაავადებულთა 2%-ზე ნაკლები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ფლოგენზიმი – PHLOGENZYM ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფლოგენზიმი –  არ წარმოადგენს უკუჩვენებას პრეპარატის მიღებისათვის, მაგრამ ორსულმა ქალებმა ფლოგენზიმი უნდა მიიღონ მკაცრი კონტროლის ქვეშ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რაველი SR / RAWEL SR ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რაველი SR – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი ორსულ ქალებში ორსულობის პერიოდში ფიზიოლოგიური შეშუპებებისას არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დიურეზული პრეპარატების მიღება. დიურეტიკებმა შეიძლება გამოიწვიონ ფეტოპლაცენტარული იშემია, რომელიც საშიშია ნაყოფის ზრდისთვის.  ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული, რადგან ინდაპამიდი აღწევს ქალის რძეში. 

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

დექსტი / DEXT ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დექსტი –  ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება (განსაკუთრებით I ტრიმესტრში)   დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს. ორსულობის პერიოდში პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია ნაყოფის ზრდის პროცესის დარღვევა, ხოლო ორსულობის ბოლო ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენებისას – ნაყოფის თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის ატროფია, რაც ახალშობილებში ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარებას მოითხოვს.     ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა შეწყდეს ძუძუთი კვება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ანდრაქსანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანდრაქსანის გვერდითი მოვლენებია: შეიძლება აღინიშნოს გინეკომასტია, ტკივილი სარძევე ჯირკვლების მიდამოში, გალაქტორეა, ლიბიდოს დაქვეითება, სპერმატოგენეზის დათრგუნვა (ხანგრძლივი მიღებისას), უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, მხედველობის დარღვევა, დეპრესია, ანემია, ერითემა, კანქვეშა სისხლჩაქცევები, ქავილი, ფოტოსენსიბილიზაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლოზაპს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლოზაპის გვერდითი მოვლენებია:  აღინიშნა გვერდითი ეფექტები, რომელთა განვითარების სიხშირე პლაცებოსთან შეფარდებადია. დამტკიცებული არ არის ლოზარტანის გამოყენებასთან გვერდითი ეფექტების კავშირი, რომლებიც აღინიშნება 1% ნაკლები შემთხვევების სიხშირით. უმეტეს შემთხვევაში ლოზაპი კარგად აიტანება, გვერდითი ეფექტები გავლითი ხასიათისაა და არ საჭიროებს პრეპარატის მიღების შეწყვეტას. ნერვული სისტემის და გრძნობის ორგანოების მხრივ: 1% და მეტი – თავბრუსხვევა, ასთენია, დაღლილობა, თავის ტკივილი, უძილობა; 1%-ზე ნაკლები – შფოთვა, ძილის დარღვევა, ძილიანობა, მეხსიერების დაქვეითება, პერიფერიული ნეიროპათია, პარესთეზიები, ჰიპოსთეზია, შაკიკი, ტრემორი, ატაქსია, დეპრესია, სინკოპე, ყურებში შუილი, გემოს შეგრძნების დარღვევა, მხედველობის დაქვეითება, კონიუნქტივიტი. სასუნთქი სისტემის მხრივ: 1% და მეტი – ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, ხველა, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (სხეულის მომატებული ტემპერატურა, ყელის ტკივილი, სინუსოპათია, სინუსიტი, ფარინგიტი); 1%-ზე ნაკლები – დისპნოე, ბრონქიტი, რინიტი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების მხრივ: 1% და მეტი – ღებინება, დიარეა, დისპეფსიური მოვლენები, მუცლის ტკივილი; 1%-ზე ნაკლები – ანორექსია, სიმშრალე პირში, კბილის ტკივილი, გულისრევა, მეტეორიზმი, გასტრიტი, ყაბზობა. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: 1% და მეტი – კრუნჩხვები, მიალგია, ზურგის, მკერდის, ფეხების ტკივილი; 1%-ზე ნაკლები – ართრალგია, ბეჭის, მუხლის ტკივილი, ართრიტი, ფიბრომიალგია. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტაზური ჰიპოტენზია (დოზადამოკიდებული), ტაქი – ან ბრადიკარდია, არითმიები, სტენოკარდია, ანემია. შარდსასქესო სისტემის მხრივ: 1%-ზე ნაკლები – შარდვის იმპერატული მოთხოვნილება, შარდსადენი გზების ინფექციები, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია. კანის მხრივ: 1%-ზე ნაკლები – კანის სიმშრალე, ერითემა, ფოტოსენსიბილიზაცია, ჭარბი ოფლდენა, ალოპეცია. ალერგიული რეაქციები: 1%-ზე ნაკლები – ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, მ.შ. სახის, ტუჩების, ყელის და/ან ენის. სხვა: ჰიპერკალიემია (შრატის კალიუმი 5.5 მოლი/ლ-ზე მეტი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მებენდაზოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მებენდაზოლის გვერდითი მოვლენებია: ჭიების მასიური ინვაზიების დროს აღინიშნება: მუცლის არეში ტკივილი, დიარეა. იშვიათად – ალერგიული რეაქციები (ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება), იშვიათად – კრუნჩხვები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კაპიდინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კაპიდინის გვერდითი მოვლენებია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – პერიფერიული შეშუპება, სისხლის ნაკადის მომატების შეგრძნება სახის არეში, ტაქიკარდია, ტკივილი მკერდის არეში, არტერიული წნევის დაქვეითება, სტენოკარდია, ასთენია, დაღლის შეგრძნება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დიარეა, ღვიძლის ფერემენტების აქტივობის შექცევადი მომატება, ღრძილების ჰიპერპლაზია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლივ-ანგინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლივ-ანგინის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები