Author Archives: preparatebi

იცით ეროლინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ეროლინის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატს როგორც წესი კარგად იტანენ. მკურნალობის დროს აღინიშნება: თავის ტკივილი, ძილიანობა, დაღლილობა, პირის სიმშრალე, ღებინება, მომატებული მადა, უსიამოვნო შეგრძნება კუჭის არეში, ნაწლავების ფუნქციის დარღვევა. ბავშვებში ლორატადინი იწვევს მოუსვენრობას, ასთმური ტიპის სუნთქვას, დაღლილობას, ჰიპერკინეზს, მუცლის ტკივილს, კონიუნქტივიტს, დისფონიას და ადინამიას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ტროპინდოლი – TROPINDOL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ტროპინდოლი – უკუჩვენებები::ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ნალოქსონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნალოქსონის გვერდითი მოვლენებია: ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს: ღებინება, გულისრევა, ჭარბი ოფლიანობა, ტაქიკარდია, სისხლის არტერიული წნევის მომატება, ფსიქომოტორული აგზნებულობა, კუნთების კანკალი, კრუნჩხვები და გულის გაჩერებაც კი. ეს ეფექტები ყველაზე ხშირად მწვავე აბსტინენციის სინდომის სიმპტომებია, ასევე წარმოადგენენ მორფინის წარმოებულების ზემოქმედების ძალიან სწრაფი ანტაგონიზირების შედეგს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ანასპანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანასპანის გვერდითი მოვლენებია: პირის სიმშრალე, კანის სიმშრალე, ტაქიკარდია, ძილიანობა, აკომოდაციის დარღვევა; შესაძლებელია – შარდის შეკავება. ძალიან იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს გამონაყარი კანზე ან სუნთქვის გაძნელება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ომეპრაზოლი – OMEPRAZOL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ომეპრაზოლი –  * ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

გლუკოფაგი – GLUCOPHAGE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გლუკოფაგი –  ორსულობის დროს მკურნალობა უნდა ჩატარდეს ინსულინით. იმ შემთხვევაში, თუ მეტფორმინით მკურნალობის დროს დადგინდა ორსულობა, მკურნალობა უნდა შეიცვალოს. ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს დაორსულების შესაბამისი სურვილის შესახებ. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ვიტამინ B კომპლექსი / VITAMIN B COMPLEX ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ვიტამინ B კომპლექსი –  მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე.  პრეპარატის მიღება შიძლება რეკომენდირებული დოზებით ორსულობის დროს. არ არის რეკომენდირებული ვიტამინ B კომპლექსის მიღება ძუძუთი კვებისას. მისი მიღების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით არიმიდექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

არიმიდექსის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი რეაქციების სიხშირის განსაზღვრა: ძალიან ხშირად (>10%); ხშირად (1–10%); იშვიათად (0.1–1%); გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად – ალები; რეპროდუქციული სისტემის მხრივ: ხშირად – საშოს სიმშრალე; იშვიათად – საშოსმიერი სისხლდენა (განსაკუთრებით პირველ კვირეებში, წინამორბედი ჰორმონალური თერაპიის არმიდექსით ჩანაცვლებით ან შეცვლით). საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად – გულისრევა, დიარეა; იშვიათად – ანორექსია, ღებინება, გამა გლუტამინ ტრანსფერაზას და ტუტე ფოსფატაზას მომატება. ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავის ტკივილი, ტკივილი ხელებში („ტუნელის სინდრომი“), განსაკუთრებით ამ დაავადების რისკის ჯგუფის პაციენტებში; იშვიათად – ძილიანობა. ნივთიერებათა ცვლის მხრივ: იშვიათად–ჰიპერქოლესტერინემია. პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ძვლოვანი ქსოვილის მინერალური სიმკვრივის შემცირება მოცირკულირე ესტრადიოლის შემცირების გამო, რის გამოც ოსტეოპოროზისა და ძვლის მოტეხილობის რისკი იზრდება. დერმატოლოგიური რეაქციები: ხშირად – თმის გათხელება, კანზე გამონაყარი, ძალიან იშვიათად – მულტიფორმული ერითემა(სტივენ–ჯონსონის სინდრომი). ალერგიული რეაქციები: ძალიან იშვიათად – ალერგიული რეაქციები (მათ შორის ანგიონევროტული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური შოკი). სხვა: ართრალგია, ასთენია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნოლაქსენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნოლაქსენის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება წყალ-ელექტროლიტური ცვლის მხრივ: ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპონატრიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპო – ან ჰიპერკალიემია; იშვიათად – ჰიპერკალციემია, ჰიპერურიკემია. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, ძილიანობა, მოთენთილობა, თავის ტკივილი, ატაქსია. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შექცევადი და ჩვეულებრივ, თავისთავად გარდამავალი გემოვნების დარღვევა, პირის სიმშრალე, იშვიათად – გულისრევა, ღებინება, დიარეა, სპაზმები, ნაწლავური კოლიკა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები. შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: გინეკომასტია (ჩვეულებრივ შექცევადი, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება შენარჩუნდეს პრეპარატის მოხსნის შემდეგ), სარძევე ჯირკვლების ტკივილი, ერექციის დარღვევები მამაკაცებში, პოტენციის დაქვეითება მამაკაცებში, მენსტრუალური ციკლის დარღვევა ან ამენორეა, მეტრორაგია კლიმაქტერულ პერიოდში, ჰირსუტიზმი, ხმის შეცვლა ქალებში. კანის მხრივ: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

დიკლობენე – DICLOBENE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დიკლობენე –  ნატრიუმის დიკლოფენაკი არ გამოიყენება ორსულობის ბოლო ტრიმესტრში. ორსულებში დიკლოფენაკის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ამის გამო ნატრიუმის დიკლოფენაკი გამოიყენება ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. მისი მოქმედების გამო ნატრიუმის დიკლოფენაკი თრგუნავს სამშობიარო მოქმედებას, ასევე შეიძლება გამოიწვიოს ბოტალის სადინარის ნაადრევი დახურვა, ზრდის დედის და ბავშვის მიდრეკილებას სისხლდენებისკენ და დედის შეშუპების რისკს. აქტიური ინგრედიენტი – დიკლოფენაკი და მისი მეტაბოლიტები უმნიშვნელო რაოდენობით გადადიან დედის რძეში. რადგან დიკლოფენაკის ხანმოკლე გამოყენებისას ბავშვებში არ გამოვლენილა გვერდითი ეფექტები, ამიტომ არ არის აუცილებელი ძუძუთი კვების შეწყვეტა. პრეპარატის ხანგრძლივად და დიდი დოზით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა განხილულ იქნას ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი