Author Archives: preparatebi

იცით აზინფექსინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აზინფექსინის გვერდითი მოვლენებია: კლინიკური კვლევების დროს გამოვლინდა შემდეგი გვერდითი რეაქციები: სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრიდან: იშვიათ შემთხვევებში აღინიშნებოდა ნეიტროფილების რაოდენობის უმნიშვნელო და გარდამავალი კლება, მაგრამ აზითრომიცინის მიღებასთან კავშირი ვერ იქნა დადგენილი.  სმენის ორგანოების მხრიდან: ზოგიერთ პაციენტს, რომლებიც იღებდნენ აზითრომიცინს, აღენიშნათ სმენის შექცევადი დარღვევა (სმენის დაქვეითება, სიყრუე და/ან ხმაური ყურებში) ძირითადად პრეპარატის მაღალი დოზებით, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მიღებისას;  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან: გულისრევა, ღებინება, დიარეა, გათხელებული განავალი, დისკომფორტი მუცლის   არეში(ტკივილები/სპაზმი), მეტეორიზმი;  ღვიძლის მხრიდან: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;  კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრიდან: ალერგიული რეაქციები, მათ შორის გამონაყარი და ანგიონევროზული შეშუპება; დამატებით, პოსტ-მარკეტინგული კვლევების დროს, გამოვლინდა არასასურველი რეაქციები: ინფექციები და ინვაზია: მონილიაზი და ვაგინიტი;  სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია; იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსია (ძალიან იშვიათად ფატალური შედეგით);  ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: ანორექსია; ფსიქიკის მხრივ: აგრესიული რეაქციები, აგზნება, შფოთვა;  ნერვული სისტემის მხრივ: დაღლილობა, კრუნჩხვები (როგორიც სხვა მაკროლიდების მიღებისას) თავის ტკივილი, ჰიპერაქტიურობა, პარესთეზია, ძილიანობა, გონების დაკარგვა, იშვიათ შემთხვევაში გემოვნების დარღვევა;  სმენის ორგანოების და ლაბირინთული ორგანოების დარღვევბის მხრივ: თავბრუსხვევა;  გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არითმია, ისეთები როგორიცაა გულისცემა და პარკუჭოვანი ტაქიკარდია, (როგორც სხვა მაკროლიდების მიღებისას), Qt ინტერვალის გახანგრძლივება და ტორსადეს დე პოინტეს, ჰიპოტენზია;  კუჭ-ნაწლავის ორგანოების ტრაქტის მხრივ: ღებინება/დიარეა, დისპეფსია, ყაბზობა, ფსევდომემბრანული კოლიტი, პანკრეატიტი, იშვიათად ენის ფერის დაკარგვა;  ღვიძლის მხრივ: ღვიძლის ფუნქციის მოშლა, როგორიცაა ჰეპატიტი და ქოლესტაზური სიყვითლე; კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება, იშვიათად ისეთი მძიმე ალერგიული რეაქციები, როგორიცაა მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი; საყრდენ – მამოძრავებელი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ართრალგია; თირკმლისა და საშარდე გზების მხრივ: ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის მწვავე უკმარისობა;  ზოგადი დარღვევები: ასთენია, დაღლილობა, მოთენთილობა;  არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ცსინობროლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ცსინობროლის გვერდითი მოვლენებია: 4. შესაძლო გვერდითი ეფექტები  ყველა პრეპარატის მსგავსად, ცსინობროლმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.  არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ სისტემური ორგანოთა კლასისა და სიხშირის მიხედვით. სიხშირეები განისაზღვრება შემდეგნაირად: – ძალიან ხშირი (³ 1/10)  – ხშირი (³1/100 – <1/10)  – არახშირი (³1/1000 – <1/100)  – იშვიათი (³1/10000 – <1/1000)  – ძალიან იშვიათი (<1/10 000)  – ცნობილი არ არის (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე)   ჩვეულებრივ, ძირითადად მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გვერდითი ეფექტებია პირის სიმშრალე, თავისტკივილი, დაღლილობა და ძილიანობა.  ნაკლებად ხშირად აღინიშნება ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა დაღლილობა და მუცლის ტკივილი.  გამოვლენილი იყო სხვა გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: პულსაცია, გულისცემის სიხშირის მომატება, კონვულსიები, მხედველობის დარღვევები, შეშუპება, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება (კანის შეშუპება, გაწითლება და ქავილი), კანზე გამონაყარი, ქოშინი, წონაში მომატება, კუნთების ტკივილი, აგრესიული ან აჟიტირებული ქცევა, ჰალუცინაციები, დეპრესია, ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, გულისრევა და ღებინება.    ჰიპერმგრძნობელობის  რეაქციის  პირველივე  ნიშნებისას შეწყვიტეთ ცსინობროლის  მიღება და დაუყოვნებლივ  მიმართეთ ექიმს. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის სიმპტომები მოიცავს: პირის, ენის, სახის და/ან ყელის შეშუპება ჭინჭრის გამონაყარით, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, არტერიული წნევის უეცარი ვარდნა, რაც იწვევს შოკს ან კოლაფსს, რაც შეიძლება ფატალური იყოს.    თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდა ან შენიშნეთ ისეთი გვერდითი მოვლენებები, რომელიც მითითებული არ არის წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ვინკრისტინი – VINCRISTINE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ვინკრისტინი –  ორსულობის პერიოდში ვინკრისტინის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს. მკურნალობის პროცესში საჭიროა შეწყდეს ძუძუთი კვება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ლორისტას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლორისტას გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება კალიუმის ლოზარტანით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს არასასურველი ეფექტები, რომლებიც იყოფა შემდეგნაირად განვითარების სიხშირის შესაბამისად: • ძალიან ხშირი (>1/10) • ხშირი (>1/100 – <1/10) • ნაკლებად ხშირი (>1/1000 – <1/100) • იშვიათი (>1/10000 – <1/1000) • ძალიან იშვიათი (<1/10000, ცალკეული ცნობების ჩათვლით.) არასასურველი ეფექტების სიხშირე სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების მხრივ: სისხლისა და ლიმფატური სისტემის მხრივ: ნაკლებად ხშირი: ანემია, შენლაინ-გენოხის პურპურა; იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათი: ანაფილაქსური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება, (ხორხისა და ენის შეშუპების ჩათვლით, რაც იწვევს სასუნთქი გზების ობსტრუქციას და/ან სახის, ტუჩების, ყელის შეშუპებას); რიგ პაციენტებში ანგიონევროზული შეშუპება ვითარდებოდა უფრო ადრე სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას, მათ შორის აგფ ინჰიბიტორების. სისხლძარღვების მხრივ: იშვიათი: ვასკულიტი. ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა;  ნაკლებად ხშირი: მიგრენი. გულის მხრივ: ხშირი: გულისცემა, ტაქიკარდია. სუნთქვის ორგანოების, გულ-მკერდის ღრუსა და შუასაყარის მხრივ: ხშირი: ხველა, სასუნთქი გზების ზედა ნაწილების ინფექციები, ფარინგიტები, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირი: დიარეა, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი; იშვიათი – ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები. კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ნაკლებად ხშირი: ჭინჭრის გამონაყარი, პრურიტი. ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: ხშირი: მიალგია, ზურგის ტკივილი; ნაკლებად ხშირი: ართრალგიები. სხვა: ხშირი: ასთენია, სისუსტე, შეშუპებები, ტკივილი გულ-მკერდის არეში. ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილებები: ხშირი: ჰიპერკალიემია; ნაკლებად ხშირი: შრატში შარდოვანას და კრეატინინის დონეების მომატება; ძალიან იშვიათი: ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ანგინორმი-წითელი A ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანგინორმი-წითელი A – ს გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

დილუტიქსი / DILUTIX ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დილუტიქსი –  ორსულობა (კატეგორია B): ორსულობისას კლოპიდოგრელის კლინიკური გამოყენების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო, მისი გამოყენება ამ პერიოდში რეკომენდებული არ არის. ლაქტაცია: ფარმაკოკინეტიკურ/ტოქსიკოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ კლოპიდოგრელი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. ამიტომ საჭიროების შემთხვევაში კლოპიდოგრელით თერაპიისას უნდა იქნას შეწყვეტილი ძუძუთი კვება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით მაგნეროტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მაგნეროტის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის სისტემა: კუჭ-ნაწლავის აშლილობა და დიარეა (მაღალი დოზების მიღებისას), რაც ჩვეულებრივ გაივლის თავისით პრეპარატის დოზის შემცირებით; ალერგიული რეაქციები. პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, შარდკენჭოვანი დაავადება, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ასციტით მიმდინარე ღვიძლის ციროზი, 18 წლამდე ასაკი (არ არის დადგენილი ეფექტურობა და უსაფრთხოება). ორსულობა და ლაქტაცია

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნოოფენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნოოფენის გვერდითი მოვლენებია: ნოოფენს, ჩვეულებრივ, კარგი ამტანობა ახასიათებს. ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა (მკურნალობის დასაწყისში), თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა (მკურნალობის დასაწყისში); მაღალი დოზების მიღებისას – ჰეპატოტოქსიკურობა; კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათად – ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, ქავილი). იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლინექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლინექსის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რექციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ფლუიმუცილი / FLUIMUCIL® ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფლუიმუცილი –  პრეპარატი ორსულობის დროს ინიშნება იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სასარგებლო შედეგი სჭარბობს ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება წყდება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი