Author Archives: preparatebi

იცით ნოვაკარდი Q10-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნოვაკარდი Q10-ის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის დროს შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები 0.39%, მადის დაქვეითება 0.23%, გულისრევა 0.16% და დიარეა 0.11%. კანის ჰიპერემია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

დექსაპოსი / Dexapos ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დექსაპოსი –  ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე ბავშვებში დექსა-გენტამიცინის გამოყენების შესახებ კლინიკური გამოკვლევების მონაცემები არ არსებობს. მაგრამ პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებლობა აღემატება ნაყოფისთვის შესაძლო რისკს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ასომექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ასომექსის გვერდითი მოვლენებია: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, კანის საფარველის ჰიპერემია; მაღალი დოზების გამოყენებისას – არტერიული ჰიპოტენზია, არითმია, ქოშინი; დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა; გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, ღრძილების ჰიპერპლაზია, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება; კანზე გამონაყარი, ქავილი, მულტიფორმული ერითემა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ავექსონი-ავერსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ავექსონი-ავერსის გვერდითი მოვლენებია: ჩვეულებრივ aveqsoni-aversi კარგად გადაიტანება. იშვიათად შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გვერდითი მოვლენები: ალერგიული და იმუნოპათოლოგიური რეაქციები: ჭინჭრის ციება, შემცივნება ან ცხელება, გამონაყარი, ქავილი, იშვიათად – ბრონქოსპაზმი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, შრატისმიერი დაავადება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი;  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა ან ყაბზობა, მეტეორიზმი, ტკივილი მუცლის არეში, გემოს შეგრძნების დარღვევა, სტომატიტი, გლოსიტი, ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება (იშვიათად – ტუტე ფოსფატაზას, ბილირუბინის მაჩვენებლის მატება, ქოლესტაზური სიყვითლე), დისბაქტერიოზი. პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ფსევდოქოლელითიაზი; ცვლილებები სისხლის სურათის მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, გრანულოციტოპენია, ლიმფოციტოპენია, თრომბოციტოზი, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, სისხლის შედედების დარღვევა, პროთრომბინის დროის გახანგრძლივება, იშვიათად – ეოზინოფილია, აგრანულოციტოზის ერთეული შემთხვევები;  შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: გლუკოზურია, სისხლის პლაზმაში შარდოვანასა და კრეატინინის დონის მატება, ცილინდრურია, ჰემატურია, ოლიგურია, ანურია; ადგილობრივი რეაქციები: aveqsoni-aversis ვენაში შეყვანის შედეგად შესაძლოა ფლებიტის განვითარება, რომლის თავიდან აცილება ხდება პრეპარატის ნელი შეყვანით (2-4 წთ-ის განმავლობაში); კუნთში ინექცია ლიდოკაინის გამოყენების გარეშე მტკივნეულია, შესაძლებელია ინფილტრატის წარმოქმნა; სხვა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ცხვირიდან სისხლდენა, კანდიდოზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლიუკრინ დეპოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლიუკრინ დეპო გვერდითი მოვლენებია: გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შეშუპება, გულის ცემის გაძლიერება, ბრადიკარდია, ტაქიკარდია, არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა, ცვლილებები ეკგ –ზე, არტერიული წნევის მომატება, მიოკარდის ინფარქტი, ფლებიტი, ფილტვის არტერიის ემბოლია, ინსულტი, თრომბოზი, ტრანზიტორული იშემიური შეტევა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მადის შეცვლა (მომატება, შემცირება ან უმადობა), გემოს შეცვლა, პირის სიმშრალე ან ჰიპერსალივაცია, წყურვილი, დისფაგია, გულისრევა, ღებინება, დიარეა ან ყაბზობა, მეტეორიზმი, წონაში მომატება ან დაკლება, თირკმლის ტრანსამინაზების ან ტუტე ფოსფატაზის აქტიობის მომატება. ენდოკრინული სისტემის მხრივ: სარძევე ჯირკვლების ტკივილი, გინეკომასტოპათია, ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, ვირილიზაცია, აკნე, სებორეა, თმის ზრდის დაჩქარება, ხმის შეცვლა. სისხლწარმომქმნელი სისტემის მხრივ: ტკივილი ძვლებში, ართრალგია, მიალგია, კუნთების ტონუსის მომატება, ძვლის ქსოვილის სიმკვრივის ცვლილება ქალებში ესტროგენების დონის შემცირების გამო (ლეიპროლიდის აცეტატით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივე აღდგება). ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისწასვლა, უძილობა, მომატებული გაღიზიანებადობა, დეპრესია, მომატებული დაღლილობის შეგრძნება, პარესთეზია, მეხსიერების დარღვევა, ჰალუცინაციები, ჰიპერესთეზია, ემოციური ლაბილობა, პიროვნების შეცვლა, ნეიროკუნთოვანი მოშლილიობა, პერიფერიული ნეიროპათია. ძალიან იშვიათად ავადმყოფი ფიქრობს თვითმკვლელობაზე და აქვს სუიციდის მცდელობები. სასუნთქი სისტემის მხრივ: ხველა, ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა, ფარინგიტი, პლევრალური გამონაჟონი, ფილტვში ფიბროზული წარმონაქმნი, ფილტვებში ინფილტრატი, მოხრჩობის გრძნობა. კანი და მისი დანამატები: დერმატიტი, კანის სიმშრალე, გამონაყარი, ექკიმოზები, (კანში სისხლჩაქცევები), ალოპეცია, ჰიპერპიგმენტაცია, ფრჩხილების ცვლილება; ქალებში – აკნე, ჰიპერტრიხოზი. გრძნობათა ორგანოების მხრივ: კონიუნქტივიტი, მხედველობისა და სმენის დარღვევა, ყურებში შუილი. შარდ–სასქესო სისტემის მხრივ: დიზურია, დისმენორეა, ვაგინალური სისხლდენა, საშოს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, ვაგინიტი, წინამდებარე ჯირკვლის ტკივილი, სათესლე ჯირკვლების ატროფია, ტკივილი სათესლე ჯირკვლებში, ლიბიდოს დაქვეითება. ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: სისხლში შარდოვანას აზოტის მომატება, ჰიპერკალციემია და ჰიპერკრეატინინემია, ჰიპერლიპიდემია (საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების მომატება), ჰიპერფოსფატემია, ჰიპოგლიკემია, ჰიპონატრიემია, ჰიპერურიკემია. ადგილობრივი რეაქციები: შეყვანის ადგილზე კანის გასქელება, ჰიპერემია და ტკივილი. სხვა: ალერგიული რეაქციები (მათ შორის ანაფილაქსიური შოკი), პერიფერიული შეშუპება, სხეულის სუნის შეცვლა, გრიპისმაგვარი სინდრომი, სახეზე და გულმკერდის ზედა ნაწილში სისხლის მოწოლა, ოფლიანობის მომატება, ლიმფური კვანძების გადიდება (მკურნალობის პირველ კვირას), შარდის მწვავე შეკავება და /ან ზურგის ტვინზე ზეწოლა (მკურნალობის პირველ ორ კვირას).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ტულიპი ® – TULIP ® ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ტულიპი ® –  ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში ტულიპი არ უნდა იქნას მიღებული. შვილოსნობის ასაკის მქონე ქალისათვის დაშვებულია ტულიპის ტაბლეტების მიღება, მხოლოდ ადექვატური კონტრაცეპტული საშუალებების მიღების ფონზე. ატორვასტატინის მიღების უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდის განმავლობაში არ არის დამტკიცებული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით აკატინოლ მემანტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აკატინოლ მემანტინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება კლინიკური გამოვლინებების (განსაზღვრული ორგანოთა სისტემების დაზიანების შესაბამისად) და გამოვლენის სიხშირის შესაბამისად: ძალიან ხშირი (> 1/10), ხშირი (> 1/100-დან < 1/10-მდე), არც ისე ხშირი (> 1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (>1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე არ არის დადგენილი (გვერდითი მოვლენების სიხშირის შესახებ მონაცემები ამჟამად არ არსებობს).  1 ალცჰეიმერის დაავადების მქონე პაციენტებში ჰალუცინაციები ძირითადად ვლინდება დემენციის მძიმე სტადიაში.  2 კლინიკურ პრაქტიკაში ამ პრეპარატის გამოყენებისას არსებობს აღნიშნული მოვლენის განვითარების მხოლოდ ცალკეული შემთხვევები (მონაცემები მიღებულ იქნა პრეპარატის გაყიდვის შემდგომ).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ფლემოკლავ სოლუტაბი® /FLEMOCLAV SOLUTAB® ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფლემოკლავ სოლუტაბი®  –  ორსულ ქალებში ამოქსიცილინის/კლავულანატის გამოყენებისას არ აღინიშნა მისი მავნე გავლენა ნაყოფზე და ახალშობილებზე. ორსულობის II და III ტრიმესტრში მიღება უსაფრთხოდ ითვლება. I ტრიმესტრში პრეპარატი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით. ამოქსიცილინი გამოიყოფა რძესთან ერთად. რძესთან ერთად კლავულანის მჟავის გამოყოფის მონაცემები არ არსებობს. ძუძუთი კვებისას ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას კომბინაციის მიღების ფონზე ბავშვზე მავნე ზემოქმედება არ აღინიშნა

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რელადორმი / RELADORM ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რელადორმი –  პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია პრეპარატ რელადორმის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ორსულობის დაგეგმვის, დადგენის ან სავარაუდო ორსულობის შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

კინიტო / Kinito ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კინიტო –  პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება ორსულებში და ძუძუთი კვების პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი