Author Archives: preparatebi

იცით ალფლუტოპს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალფლუტოპის გვერდითი მოვლენებია: იშვიათად აღინიშნება ქავილით მიმდინარე დერმატიტი, კანის სიწითლე და წვის შეგრძნება ინექციის ადგილზე. ცალკეულ შემტხვევებში სახსარშიდა ინექციის დროს შესაძლებელია ტკივილის სინდრომი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით აბუსალათინის ზეთს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აბუსალათინის ზეთის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის მიღებისას შეიძლება აღინიშნებოდეს გულისრევა, ღებინება, ფაღარათი. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ნაწლავის ატონია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ფლებოდია 600 მგ – PHLEBODIA 600mg ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფლებოდია 600 მგ –  დღემდე პრაქტიკაში არ არის აღნიშნული პრეპარატის არც ერთი უარყოფითი გავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე და ნაყოფის განვითარებაზე, ვინაიდან იგი არ ხასიათდება ტოქსიკურობით და არ აღწევს პლაცენტურ ბარიერში. ორსულობის პერიოდში პრეპარატი უნდა დაინიშნოს ექიმს მეთვალყურეობის ქვეშ. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობისას, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს, რადგან არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, გადადის თუ არა დიოსმინი დედის რძეში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

დექსა-გენტამიცინი / Dexa-Gentamicin ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დექსა-გენტამიცინი –  ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე ბავშვებში დექსა-გენტამიცინის გამოყენების შესახებ კლინიკური გამოკვლევების მონაცემები არ არსებობს. მაგრამ პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებლობა აღემატება ნაყოფისთვის შესაძლო რისკს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ასპირინი კარდიოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ასპირინი კარდიოს გვერდითი მოვლენებია: ხშირია: ტკივილი, მიკროჰემორაგიები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ზოგჯერ: გულისრევა, ღებინება. იშვიათად: სისხლდენა და კუჭის წყლულის განვითარება. შავი ფერის განავალის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია; ალერგიული რეაქციები. ერთეულ შემთხვევებში: თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ჰიპოგლიკემია, კანის მხრივ მძიმე ალერგიული რეაქცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

თიმოლანი – TIMOLANI ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

თიმოლანი –  რეპროდუქციული ასაკის ქალები: საჭიროა კონტრაცეპციური ზომების მიღება *თიმოლანის  თვალის წვეთების მიღება არ შეიძლება იმ ქალებისთვის, რომლებიც შეიძლება დაორსულდნენ, სანამ ადეკვატური კონტრაცეპციური ზომები არ იქნება მიღებული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ლიდოკაინი® აეროზოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლიდოკაინის აეროზოლის გვერდითი მოვლენებია: ადგილობრივი მოვლენები: მსუბუქი ჩხვლეტის შეგრძნება პრეპარატის შესხურების დროს. ეს შეგრძნება გაივლის მოვლენის განვითარების შემდეგ (1 წუთის შემდეგ) გარდამავალი ერითემა, შეშუპება და მგრძნობელობის დარღვევა შეიძლება აღინიშნებოდეს პრეპარატის შესხურების ადგილას. ალერგიული რეაქციები: ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში – შოკი. პრეპარატის გამოყენება საჭიროა დაუყოვნებლივ შეჩერდეს ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი რეაქციის აღმოჩენისთანავე. სისტემური მოქმედება: სისტემური მოვლენების სიხშირე ლიდოკაინის აეროზოლის მიღების შემდეგ ძალიან მცირეა, რადგან გამოიყენება აქტიური პრეპარატის ძალიან მცირე რაოდენობა, რომელიც შეიძლება მოხვდეს სისხლში. დიდი დოზის შესხურების შემთხვევაში, ასევე, სწრაფი შეწოვის, ჰიპერმგრძნობელობის, იდიოსკნრაზიის, პრეპარატის ცუდი ატანის დროს, შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები: ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს აგზნების ან ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) დათრგუნვის სიმპტომები: ნერვული აგზნება, სისტემური თავბრუსხვევა, ძილიანობა, სპაზმები, გონების დაკარგვა და სუნთქვის დამბლა. გულ-სისხლძარღვოვანი გვერდითი მოვლენები: ჰიპოტენზია, მიოკარდიუმის ფუნქციის დათრგუნვა, ბრადიკარდია, გულის გაჩერება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ციტოლესს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციტოლესის გვერდითი მოვლენებია: არასასურველი გვერდითი ეფექტები ციტოლესის გამოყენების დროს მსუბუქია და დროებით ხასიათს ატარებს. ისინი გვხვდება მკურნალობის დაწყებიდან პირველი 1-2 კვირის განმავლობაში და ჩვეულებრივ მცირდება დეპრესიული მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე.  სეროტონონის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების ჯგუფის ანტიდეპრესანტებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ პრეპარატის მიღების უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოვლინდეს აბსტინენციის რეაქციები. თუმცა მოხსნის სინდრომი არ მიუთითებს ფიზიკური დამოკიდებულების განვითარებაზე.  ესციტალოპრამთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნა ორმაგ-ბრმა-პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში.  მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები: ხშირი – მადის დაქვეითება. ფსიქიატრიული დარღვევები: ხშირი – ლიბიდოს შემცირება ქალებში. ანორგაემია. ნერვული სისიტემის დარღვევები: ხშირი – ინსომნია, სომნოლენცია და ვერტიგო; იშვიათი – გემოს შეცვლა და ძილის დარღვევა. რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები: ხშირი – სინუსიტები, მთქნარება. გასტროინტესტინური დარღვევები: ძალიან ხშირი – გულისრევა; ხშირი – დიარეა, ყაბზობა. კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები: ხშირი – მომატებული ოფლიანობა. რეპროდუქციული სისიტემის და მკერდის დაავადებები: ხშირი – ეაკულაციის დარღვევა და იმპოტენცია. ზოგადი ხასიათის დარღვევები და შეყვანისთან დაკავშირებული  მდგომარეობა: ხშირი – გადაღლა, ცხელება.  ხშირი: (>1/100, <1/10); ძალიან ხშირი: (>1/10); იშვიათი: (>1/100, <1/100). სპეციფიურად SSRI თერაპიული კლასისათვის, ესციტალოპრამის გვერდითი ეფექტები კარდიოვასკულარულ სისტემაზე ვლინდება პოსტურალური ჰიპოტენზიით.  რაიმე მოულოდნელი ეფექტის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

კვამატელი / QUAMATEL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კვამატელი –  ფერტილობა: ვირთაგვებში და ბოცვრებში ჩატარებულ კვლევებში, შესაბამისად 2000 და 500მგ სხეულის წონის თითოეულ კგ-ზე დღეში, ფამოტიდინის ფერტილობაზე ზემოქმედების ნიშნები არ გამოვლენილა. თუმცა ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები ორსულებში არ განხორციელებულა.  ორსულობა: კატეგორია B.  ფამოტიდინი აღწევს პლაცენტაში. ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები ორსულებში არ განხორციელებულა. ქვამატელის დანიშვნა ორსულობის დროს უკუნაჩვენებია.  ლაქტაცია: ფამოტიდინი გადადის დედის რძეში, ამიტომ ქვამატელის დანიშვნისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.  პრეპარტის ზეგავლენა ავტომობილის ან ტრავმატიზმის მომატებულ რისკთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულებაზე მოანაცემები, რომლებიც მიუთითებენ ფამოტიდინის ზეგავლენაზე ავტომობილის მართვაზე და იმ საქმიანობაზე, რომელიც საჭიროებს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს, არ არსებობს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

კორდიქსი / CORDIX ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კორდიქსი –  პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.  ორსულობა:  კორდიქსის მიღებისას დაორსულების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს რჩევისათვის, ვინაიდან ორსულობის დროს კლოპიდოგრელის მიღება რეკომენდირებული არ არის.  ლაქტაცია:  კორდიქსის მიღებისას მიმართეთ ექიმს რჩევისათვის ძუძუთი კვების შესაძლებლობის შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი