Author Archives: preparatebi

იცით ნეოცეფს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნეოცეფის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები როგორც ყველა მედიკამენტი, ცეფიქსიმ ნეოსეფსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ესენი არ ვლინდება ყველა ადამიანში. ცეფიქსიმი ჩვეულებრიც ძალიან კარგად აიტანება, როგორც მოზრდილებში ისე ბავშვებში. გვერდითი მოვლენების უდიდესი ნაწილი საშუალო სიძლიერის და გარდამავალია. ჰიპერმგრძნობელობა: 0,1%-ზე ნაკლებ პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს შოკი და შესაძლო ანაფილაქსიური რეაქციები (ქოშინი, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება და ა.შ.). იშვიათად, შესაძლოა გამოვლინდეს გამონაყარი, ერითემა, ქავილი, სიცხე და შეშუპება. დერმატოლოგიური: 0,1%-ზე ნაკლებ პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს დერმატოლოგიური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი). ჰემატოლოგიური: 0,1%-ზე ნაკლებ პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს ჰემატოლოგიური რეაქციები, როგორიცაა აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია. შესაძლოა გამოვლინდე ეოზინოფილია და გრანულოციტოპენია. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, შეიძლება მოხდეს პანციტოპენია, სხვა ცეფალოსპორინებთან ერთად. თირკმლის: 0,1%-ზე ნაკლებ პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა. შეიძლება აღინიშნოს აზოტოვნი ნაერთების გაზრდა. კუჭ-ნაწლავის: 0,1%-ზე ნაკლებ პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს ფსევდომემბრანული კოლიტი. შეიძლება აღინიშნოს დიარეა, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ანორექსია, მუცლის შებერილობის შეგრძნება და შეკრულობა. ღვიძლის: შესაძლოა სიყვითლე გამოვლინდეს. შესაძლოა აღინიშნოს ალტ და ასტ-ს ზრდა. სასუნთქი: 0,1%-ზე ნაკლებ პაციენტებში აღწერილ იქნა ინტერსტიციული პნევმონიის შემთხვევები. საშარდე და სასქესო სისტემის მხრივ: კანდიდოზი, სასქესო ორგანოს ქავილი, ვაგინიტი. ფსიქო-ნევროლოგიური: თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. სხვა არასასურველი გვერდითი მოვლენები: იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ართრალგია. ასევე იშვიათად, შესაძლოა K ვიტამინის დეფიციტის (ჰიპოპროთრომბინემია) და ვიტამინი B-ს დეფიციტის (გლოსიტი, სტომატიტი, ანორექსია, ნევრიტი და ა.შ.) ნიშნები გამოვლინდეს. თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გამწვავდა ან გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა რომელიც მითითებული არ არის ამ ბროშურაში, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ვიტრუმი პლუსი / VITRUM Plus ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ვიტრუმი პლუსი –  პრეპარატის მიღების წინ რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ნოზიფოლ-დს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნოზიფოლ-დ გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები არ არის გამოვლენილი

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კანამიცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კანამიცინის გვერდითი მოვლენებია: ხანგრძლივი გამოყენებისას აღინიშნება სმენის ნერვის ნევრიტი, მიკროჰემატურია, ალბუმინურია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კარბოპლანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარბოპლანის გვერდითი მოვლენებია: არასასურველი ეფექტები ქვემოთ მოცემულ სექციაში გვერდითი მოვლენების სიხშირე დაფუძნებულია 1893 პაციენტის მონაცემზე სიმსივნის სხვადასხვა ტიპით, რომლებიც კარბოპლატინს იღებდნენ მონოთერაპიის სახით. ჰემატოლოგიური ტოქსიურობა: ძვლის ტვინის სუპრესია დოზადამოკიდებულია. თრომბოციტოპენია თრომბოციტების რიცხვის დაქვეითებით 50000/მმ3-ზე ნაკლებად აღინიშნება 25%-ში (35%-ში ადრე ნამკურნალები საკვერცხის კიბოს შემთხვევაში) ; ნეიტროპენია გრანულოციტების რაოდენობით 1000/მმ3-ზე ნაკლებად აღინიშნება 16%-ში (21%-ში ადრე ნამკურნალები საკვერცხის კიბოს შემთხვევაში) ; ლეიკოპენია სისხლის თეთრი უკრედების დაქვეითებით 2000/მმ-ზე ნაკლებად აღინიშნება 15%-ში (26%-ში ადრე ნამკურნალები საკვერცხის კიბოს შემთხვევაში) ; დაქვეითება ჩვეულებრივ აღინიშნება 21-ე დღეს პაციენტებში, რომლებიც იტარებენ მონოთერაპიას ერთი პრეპარატით.  28-ე დღისთვის პაციენტთა 90%-ში თრომბოციტების რიცხვი ნაკლებია 100000/მმ3-ზე, 74%-ში ნეიტროფილების რიცხვი ნაკლებია 2000/მმ3-ზე, 67%-ში ლეიკოციტების რიცხვი ნაკლებია 4000/მმ3-ზე. ძვლის ტვინის სუპრესია ჩვეულებრივ უფრო მწვავეა თირკმლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში. პაციენტებში დაბალი ქმედუნარიანობით აგრეთვე უფრო ხშირია მწვაევ ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია. ჰემატოლოგიური ეფექტები, თუმცა ჩვეულებრივ შექცევადი, იწვევს ინფექციებს ან ჰემორაგიულ გართულებებს კარბოპლატინით ნამკურნალები პაციენტების 5%-ში, წამალთან დაკავშირბული სიკვდილიანობის სიხშირე 1%-ზე ნაკლებია. ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში აგრეთვე აღწერილია ცხელება. ანემია ჰემოგლობინის დანაკარგით 11გ/დლ-ზე მეტდ აღინიშნა 71%-ში იმ პაციენტებისა, რომლებმაც თერაპია დაიწყეს ამ მაჩვენებელზე მაღალი მოცულობით. ანემიის სიხშირე იზრდება კარბოპლატინისადმი ექსპოზიციასთან ერთად. ტრანსფუზია გამოიყენეს კარბოპლატინით ნამკუნალები პაციენტების 26%-ში. ძვლის ტვინის დათრგუნვა შეიძლება უფრო მწვავე იყოს კარბოპლატინის კომბინირებისას ძვლის ტვინის დამთრგუნველ სხვა საშუალებებთან ან სხივურ თერაპიასთან. გასტროინტესტინური ტოქსიურობა: ღებინება აღინიშნება პაციენტების 65%-ში და დაახლოებით 1/3-ში მწვავეა. კარბოპლატინი ერთი პრეპარატის სახით ან კომბინაციაში, მნიშვნელოვნად უფრო ემეტოგენურია ვიდრე ცისპლატინი. თუმცა პაციენტები, რომლებიც ადრე მკურნალბდნენ ემეტოგენური პრეპარატებით, განსაკუთრებით ცისპლატინით, უფრო მიდრეკილნი არიან ღებინებისადმი. მხოლოდ გულისრევა აღინიშნება დამატბით 10-15%-ში. გულსირევა და ღებინება ჩვეულებრივ წყდება მკურნალობიდან 24 საათში და ხშირად მგრძნობიარეა ღებინებისსაწინააღმდეგო საშუალებებისადმი. თუმცა არ არსებობს ეფექტურობის დასკვნითი მონაცემები შემდეგი სქემებისთვის, ერთჯერადი ინტრავენური მიღების 24 საათამდე გახანგრძლივებისას ან მთელი დოზის გაყოფისას 5 დღიურ დოზად აღინიშნა ღებინების სიმწვავის შემცირება. ღებინება გაიზარდა კარბოპლატინის გამოყენებისას სხვა ემეტოგენურ შენაერთებთან კომბინაციაში. სხვა გასტროინტესტინური ეფექტები იყო ტკივილი, 17%-ში. დიარეა 6%-ში, შეკრულობა 6%-ში. ნევროლოგიური ტოქსიურობა: პერიფერიული ენიროპათია აღინიშნა პაციენტების 4%-ში, მსუბუქი პარესთეზიები უფრო ხშირად ვითარდებოდა. კარბოპლატინით მკურნალობა იწვევს უფრო ნაკლებ ნევროლოგიურ გვერდით ეფექტს ვიდრე ცისპლატინი. თუმცა 65 წელზე უფროს და/ან ადრე ცისპლატინით ნამკურნალებ პაციენტებში გაზრდილია (10%-ით) პერიფერიული ნეიროპათიების რისკი. ცისპლატინით გამოწვეული ნეიროპათიის მქონე პაციენტების 70%-ში კარბოპლატინის გამოყეენებისას არ არინიშნა სიმპტომების გაუარესება. კლინიკური ოტოტოქსიურობა და გრძნობათა ორგანოების სხვა ანომალიები როგორიცაა მხედველობის დარღვევა და გემოვნების ცვლილება აღინიშნა მხოლოდ პაციენტთა 1%-ში. ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომები აღინიშნა 5%-ში და უფრო ხშირად დაკავშირებულ იყო ღებინებისსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან.  თუმცა პერიფერიული ნევროლოგიური გვერდით ეფექტები საერთო სიხშირე დაბალია, ხანგრძლივი მკურნალობა, განსაკუთრებით ცისპლატინით ნამკურნალებ პაციენტებში, იწვევს კუმულაციურ ნეიროტოქსიურობას. ნეფროტოქსიურობა: თირკმლის ანომალური ფუნქციური ტესტები იშვიათია, იმის მიუხედავად რომ კარბოპლატინი ცისპლატინისგან განსხვავებით, ვეულებრივ გამოიყენება ჰიდრატაციის და/ან ფორსირებული დიურეზის გარეშე. თირკმლის ანომალური ფუნქციური ტესტების სიხშირე 6%-ია შრატის კრეატინინისთვის და 14% სისხლში შარდის აზოტისთვის (10% და 22% საკვერცხის კიბოს ადრე ნამკურნალებ პაციენტებში). ამ აღწერილი ანომალიების უმრავლესობა მსუბუქია და მათი ნახევარი შექცევადი ხასიათისაა. კრეატინინის კლირენსი თირკმლის ფუნქციის ყველაზე სენსიტიური მაჩვენებელია იმ პაციენტებში, რომლებიც კარბოპლატინს იღებენ და ყველაზე სასარგებლო ტესტია პრეპარატის კლირენსის და ძვლის ტვინის სუპრესიის კორელაციისთვის. პაცეინტების 27%-ში, რომლებშიც კლირენსი იყო 60მლ/წთ ან მეტი გამოჩნა ამ მაჩვენებლის შემცირება კარბოპლატინით მკურნალობის დროს. ელექტროლიტების ცვლილებები: შრატსი ელექტროლიტების ანომალური დაქვეითების სიხშირე შემდეგია: ნატრიუმი 29%, კალიუმი 20%, კალციუმი 22%, მაგნიუმი 29%; (47%, 28%, 31% და 43% საკვერცხის კიბოს ადრე ნამკურნალებ პაციენტებში). ელექტროლიტების დანამატები რუტინულად არ გამოიყენებოდა კარბოპლატინთან ერთად, ელექტროლიტური ანომალიები იშვიათად იყო სიმპტომებთან დაკავშირებული.  ჰეპატოტოქსიურობა: ღვიძლის ფუნქციის ანომალური ტესტების სიხშირე ადრე ნორმალური მაჩვენებლების მქონე პაციენტებში შემდეგია: საერთო ბილირუბინი 5%, ასპარტატამინოტრანსფერაზა 15%, ტუტე ფოსფატაზა 24% (5%, 19% და 37% საკვერცხის კიბოს ადრე ნამკურნალებ პაციენტებში). ეს ანომალიები ჩვულებრივ მსუბუქი და შემთხვევათა ნახევარში შექცევადია, თუმცა ღვიძლში მეტასტაზურმა სიმსივნემ შეიძლება გაართულოს შეფასება მრავალ პაციენტში. პაციენტთა შეზღუდულ რაოდენობაში, რომლებიც კარბოპლატინის ძალიან დიდ დოზებს იღებდნენ და რომლებშიც გაკეთდა ვლის ტვინის აუტოგენური ტრანსპლანტაცია, აღინიშნა ღვიძლის ფუნქციური სინჯების მწვავე ანომალიები.  ალერგიულ რეაქციები: კარბოპლატინისადმი მომატებული მგრძნობელობა აღინიშნა პაციენტების 2%-ში. ეს ალერგიული რეაქციები მსგავსია ბუნებით დ სიმწვავით პლატინის შემცველი სხვა პრეპარატების დროს განვითარებული მოვლენებისა, მაგ. ქავილი, უტიკარია, ერითემა, სიწითლე და იშვიათად ბრონქოპსაზმი და ჰიპოტენზია. ამ რეაქციების მკურნალობა წარმატებულია ეპინეფრინით, კორტიკოსტეროიდებით, ანტიჰისტამინური საშუალებებით.  სხვა მოვლენები: ტკივილი და ასთენია აღინიშნა ყველაზე ხშირად სხვადასხვა გვერდითი ეფექტებიდან. კავშირი ანემიასთან და სიმსივნესთან სავარაუდოა. ალოპეცია აღინიშნა 3%-ში. კარდიოვასკულური, რესპირატორული, შარდ-სასქესო, ლორწოვანის გვერდითი ეფექტები აღინიშნა 6%-ში ან ნაკლებში. კარდიოვასკულური მოვლენები (გულის უკმარისობა, ემბოლია, ცერებროვასკულირი მოვლენები) ფატალური იყო 1%-ზე ნაკლებში და დაკავშირებული არ იყი ქიმიოთერაპიასთან. კიბოსთან ასოცირებული ურეიული სინდრომი აღინიშნა იშვიათად.  საერთო სისუსტე, ანორექსია და ჰიპერტენზია ისევე როგორც ინექციის ადგილის რეაქციები სიწითლის, შეშუპების და ტკივილის ჩათვლით, აღინიშნა პოსტმარკეტინგული კვლევებისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

თიამაზოლი – THIAMAZOLE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

თიამაზოლი – უკუჩვენებები * ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; * გამოხატული ლეიკოპენია და გრანულოციტოპენია; * ჩიყვის კვანძოვანი ფორმა (გამონაკლისი -მძიმე, პროგრესირებადი მიმდინარეობა, რაც განაპირობებს ოპერაციის დროებით გადადებას).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ოქსიტენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოქსიტენის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება(მათ შორის ულცეროგენული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია კუჭის ლორწოვანში პროსტაგლანდინების სინთეზის დარღვევასთან), ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გასტრიტის, ეზოფაგიტი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, სისხლდენა ეროზიული დაზიანებიდან, წყლულიდან, ასევე სწორი ნაწლავიდან და ჰემოროიდული კვანძებიდან. ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტრემორ, აგზნება, უძილობა ან ძილიანობა. მხედველობის ორგანოს მხრივ: შესაძლებელია თვალის შეშუპება და გაღიზიანება. ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ქავილი, ლაიელის სინდრომი, სტივენ-ჯონსის სინდრომი. დერმატოლოდიური რეაქციები: ალოპეცია, ფოტოსენსიბილიზაცია, ფრჩხილის დაზიანება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნეოპლატს (კაფსულები) რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნეოპლატი (კაფსულები) გვერდითი მოვლენებია: პირის სიმშრალე, ტაქიკარდია, მიდრიაზი (აკომოდაციის დარღვევა).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იბანდრონის მჟავა – IBANDRONIC ACID ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

იბანდრონის მჟავა –  ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება ნებადართული არ არის, ვინაიდან არ არსებობს ადექვატური და მკაცრად კონტროლირებადი კვლევები მისი ზემოქმედების შესახებ რეპროდუქციულ სისტემაზე. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება ნებადართული არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

როფლოქსანი / ROFLOXAN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

როფლოქსანი –  პრეპარატი უკუნაჩვენებია ოსრულობის დროს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი