Author Archives: preparatebi

ტუტუკონი / Tutukon ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ტუტუკონი –  ტუტუკონი ორსულებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება ექიმის დანიშნულებით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ლეკროლინი / Lecrolyn ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ლეკროლინი –  პრეპარატი უნდა გამოიყენებოდეს სიფრთხილით ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ციაზილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციაზილის გვერდითი მოვლენებია: მიელოტოქსიურიბა/ჰემატოლოგიური ტოქსიურობა: დოზა დამოკიდებული, შექცევადი ლეიკოპენია და/ან გრანულოციტოპენია(ნეითროპენია) წარმოადგენს ეპირუბიცინის მიელოტოქსიურობის/ჰემატოტოქსიურობის ძირითად გამოვლენას და წარმოადგენს პრეპარატის დოზის შემზღუდავ, მწვავე ტოქსიურობას. ლეიკოპენია ჩვეულებრივ უფრო მძიმეა მაღალი დოზების გამოყენებისას. ამ პირობების გათვალისწინებით შეიძლება საჭირო გახდეს ძვლის ტვინის მკურნალობა (მაგ. პერიფერიული სისხლის ღეროვანი უჯრედების ან ზრდის ფაქტორების გამოყენებით). აგრეთვე შეიძლება განვითარდეს თრომბოციტოპენია და ანემია.  ეპირუბიცინის მიელოტოქსიურობის/ჰეპატოტოქსიურობის კლინიკური გამოვლენა შეიძლება მოიცავდეს ცხელებას, ინფექციებს, სეფსისს/სეპტიცემიას, სეპტიურ შოკს, ჰემორაგიას, ქსოვილების ჰიპოქსიას ან სიკვდილს. ფებრილური ნეითროპენიისას უნდა გამოიყენონ ინტრავენური ანტიბიოტიკები. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა მეორადი მწვავე მიელოიდური ლეიკემია პრო-ლეიკემიური ფაზით ან მის გარეშე, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ეპირუბიცინით მკურნალობას დნმ-დამაზიანებელ ანტინეოპლაზიურ აგენტებთან კომბინაციაში ან პაციენტებში, რომლებმაც ჩაიტარეს ინტენსიური მკურნალობა ამ პრეპარატებით. ეს ლეიკემია შეიძლება იყოს ხანმოკლე (1-3 წელი) პერიოდის. კარდიოტოქსიურობა: ანტრაციკლინით გამოწვეული კარდიოტოქსიურობა შეიძლება გამოვლინდეს ადრეული (მწვავე) ან გვიანი მოვლენებით. ეპირუბიცინის ადრეული კარდიოტოქსიურობა მოიცავს ძირითადად ვენტრიკულურ ტაქიკარდიას და/ან ეკგ ანომალიებს, მაგალითად არასპეციფიური შთ-თ ტალღის ცვლილებები, თუმცა აღწერილია ტაქიარითმიებიც, როგორიცაა პარკუჭების ადრეული შეკუმშვა, ვენტრიკულური ტაქიკარდია, ბრადიკარდია, აგრეთვე ატრიოვენტრიკულური ბლოკადა და ჰისის კონის ბლოკადა. ავთვისებიანი გულის რითმის დარღვევების გარდა ეს მოვლენები ჩვეულებრივ მიუთითებს გვიან კარდიოტოქსიურობაზე, იშვიათადაა კლინიკური მნიშვნელობის და ძირითადად არ წარმოადგენს ეპირუბიცინით მკურნალობის შეწყვეტის მიზეზს. გვიანი კარდიოტოქსიურობა წარმოდგენილია დამახასიათებელი კარდიომიოპათიით, რომელიც კლინიკურად ვლინდება სიმპტომებით/ნიშნებით ვენტრიკულური დისფუნქციით/ გულის შეგუბებითი უკმარისობით (როგორიცაა დისპნოე, ფილტვის შეშუპება, ტერფის შეშუპება, ჰეპატომეგალია, ასციტი, პლევრის ეფუზია და გალოპის რიტმი). ეს ტოქსიურობა დამოკიდებულია ეპირუბიცინის კუმულაციურ დოზაზე და წარმოადგენს პრეპარატის დოზის შემზღუდველ ტოქსიურობას. ზოგიერთ კვლევაში, შეფასდა გულის შეგუბებითი უკმარისობის რისკი, სხვა რისკ ფაქტორების არარსებობისას უეცრად იზრდებოდა, როდესაც ეპირუბიცინის დოზა აღწევდა 900-1000მგ/მ2-ს. თუმცა, როდესაც არსებობს კარდიოტოქსიურობის განვითარების დამატებითი რისკი (მაგ. აქტიური ან ლატენტური კარდიოვასკულური დაავადება, ადრეული რადიოთერაპია, სხვა კარდიოტოქსიური აგენტების ადრეული/თანმხლები გამოყენება), კარდიოტოქსიურობა შეიძლება განვითარდეს უფრო დაბალი კუმულაციური დოზების გამოყენებისას. გვიანი კარდიოტოქსიურობა ძირითადად ვითარდება ეპირუბიცინით მკურნალობის პერიოდში და 2-3 თვის შემდეგ, თუმცა აგრეთვე ვითარდება გვიანი ეფექტებიც (მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ). გულის სერიოზული დაზიანების პრევენცია შეიძლება რეგულარული მონიტორინგის გზით მკურნალობის პერიოდში. აგრეთვე აღწერილია პერიკარდიული ინფუზია. გასტროინტესტინური ტოქსიურობა: მუკოზიტი (ძირითადად სტომატიტი, უფრო ნაკლებად ეზოფაგიტი) შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებმაც ჩაიტარეს ეპირუბიცინით მკურნალობა. მუკოზიტის კლინიკური გამოვლინებები მოიცავს ტკივილს და წვის შეგრძნებას, ერითემას, ეროზიას-დაწყლულებას, სისხლდენას და ინფექციებს.სტომატიტი ჩვეულებრივ ჩნდება პრეპარატის მიღებიდან მაშინვე და მწვავე შემთხვევაში შეიძლება პროგრესირდეს რამდენიმე დღის განმავლობაში ლორწოვანის წყლულებამდე. თუმცა პაციენტების უმრავლესობა ამ მდგომარეობიდან გამოდის მკურნაობის მესამე კვირისთვის. გულისრევა, ღებინება, პერიოდული დიარეა და მუცლის ტკივილი შეიძლება განვითარდეს. მწვავე ღებინებამ და დიარეამ შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია. გულისრევის და ღებინების პრევენცია შეიძლება შესაბამისი ანტიემეტური მკურნალობით. შეიძლება აგრეთვე განვითარდეს პირის ღრუს ლორწოვანის ჰიპერპიგმენტაცია. კანის და მომატებული მგრძნობელობის რეაქციები: ხშირად ვითარდება ალოპეცია, წვერის ზრდის შეჩერების ჩათვლით. ეს გვერდითი მოვლენა ჩველებრივ შექცევადია, თმა ხელახლა იზრდება 2-3 თვის განმავლობაში მკურნალობის დასრულების შემდეგ. კანის სიწითლე, კანის და ფრჩხილების ჰიპერპიგმენტაცია, ფოტოსენსიტიურობა და ჰიპერსენსიტიურობა გაღიზიანებული კანის არეში (რადიაცია უკურეაქცია) აგრეთვე აღინიშნა. ურტიკარია და ანაფილაქსიები აღინიშნა პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ეპირუბიცინით მკურნალობა. ამ რეაქციების ნიშნები/სიმპტომები შეიძლება ვარირებდეს კანის სიწითლიდან და ქავილიდან ცხელებამდე, წვამდე და შოკამდე. ინექციის ადგილის რეაქციები: კანის ერითემული ზოლები ინფუზირებული ვენის ირგვლივ არ წარმოადგენს იშვიათ ფენომენს და შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი ფლებიტი ან თრომბოფლებიტი. შეიძლება განვითარდეს ფლებოსკლეროზი, განსაკუთრებით როდესაც ეპირუბიცინის ინფუზია ხდება განმეორებით მცირე ვენაში. პრეპარატის პერივენური ექსტრავაზაციის შემთხვევაში აღინიშნება ლოკალური ტკივილი, მწვავე ცელულიტი და ქსოვილების ნეკროზი. სხვა გვერდითი მოვლენები: სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს თვითრგძნობის გაუარესებას/დაღლილობას და ჰიპერურიკემიას,ს რომელიც შეიძლება განვითარდეს ექსტენსიური პურინული კატაბოლზიმის შედეგად, რომელიც ახლავს პრეპარატით გამოწვეულ სწრაფ უჯრედულ ნეკროზს მაღალი ქიმიოსენსიტიურობის მქონე სიმსივნეების დროს (სიმსივნის ლიზისის სინდრომი). ჰიდრაცია, შარდის გატუტიანება და ალოპურინოლის მიღება სასარგებლოა ჰიპერურიკემიის გვერდითი მოვლენების პრევენციისთვის. ეპირუბიცინით მკურნალობის დროს შეიძლება აგრეთვე განვითარდეს ამენორეა და აზოსპერმია. ეპირუბიცინის ინტრავეზიკალური გზით მიღებამ შეიძლება გამოწივიოს ქიმიური ცისტიტი და შარდის ბუშტის კონსტრიქცია. აღწერილია, რომ ეპირუბიცინის პირდაპირი მიღება (ან ეპირუბიცინის შემცველი მკურნალობისა) და ლიპიდოლისა ღვიძლის ვენაში (ტრანსკათეტერული არტერიული ემბოლიზაცია) ჰეპატოცელულარული პირველადი კარცინომის ან ღვიძლის მეტასტაზების მკურნალობისთვის იწვევს გასტრო-დუოდენურ წყლულებს, შესაძლებელია მედიკამენტების რეფლუქსის გამო კუჭის არტერიაში და ნაღვლის სადინრის სტენოზის გამო პრეპარატით გამოწვეული მასკლეროზებელი ქოლანგიტით. დოზის გამოტოვება: მონაცემები არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

კორდაფენი – CORDAFEN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კორდაფენი –  ორსულობა C კატეგორია. ორსულ ქალებში ნიფედიპინის გამოყენების კვლევები არ არსებობს. კორდაფენის ორსულებში გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც დედისათვის პოტენციური სარგებელი აჭარბებს ნაყოფის შესაძლებელ რისკს. * ლაქტაცია: ნიფედიპინი აღწევს დედის რძეში, ამიტომ პრეპარატის გამოყენების პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

კენალოგი – KENALOG ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კენალოგი – უკუჩვენებები: * ორსულობა და ლაქტაცია;

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რეპრეტინი / REPRETIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რეპრეტინი – ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის მიყენებულ ზიანს. თირკმლის ქრონიკული უკმარისობის ფონზე განვითარებული ანემიის მქონე, რეპროდუქციული ასაკის ქალებში პრეპარატის გამოყენებისას შე­საძ­ლე­ბე­ლია მენ­სტრუ­ა­ცი­ის განახლება. საჭიროა პაციენტის   გაფრთხილება და­ორ­სუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა და თე­რა­პი­ის დაწ­ყე­ბამ­დე  კონ­ტრა­ცეპ­ცი­ის სა­ი­მე­დო საშუალებების გა­მო­ყე­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ.  ვირ­თაგ­ვებსა და ბოც­ვრებ­ზე ჩა­ტა­რე­ბულ ექ­სპე­რი­მენ­ტულ კვლე­ვებში 500 ერთ/კგ-ზე სად­ღე­ღა­მი­სო დო­ზის ვენაში შეყ­ვა­ნი­სას ტერატოგენული მოქმედება არ  გამოვლენილა; უფ­რო მა­ღა­ლი დო­ზის გამოყენებისას აღი­ნიშ­ნა ფერ­ტი­ლო­ბის  სუს­ტი, სტა­ტის­ტი­კუ­რად უმ­ნიშ­ვნე­ლო შემცირება. ეპო­ე­ტინი ალ­ფას ქრო­ნი­კუ­ლი ტოქ­სიკუ­რო­ბის კვლე­ვი­სას (ვირ­თაგ­ვე­ბსა და ძაღ­ლე­ბზე) გა­მოვ­ლენილია ძვლის  ტვი­ნის ქსო­ვი­ლე­ბის სუბ­კლი­ნი­კუ­რი ფიბროზის გან­ვი­თა­რე­ბა. ძაღ­ლებ­ში  ჩა­ტა­რე­ბუ­ლი 13-კვი­რი­ა­ნი კვლე­ვის მსვლელობისას, კანქვეშ ან ვენაში პრეპარატის 80, 240 ან 520 ერთ/კგ/დღ დოზით შეყვანის შემდეგ, გან­ვი­თარ­და ძვლის ტვი­ნის  ჰი­პოპ­ლა­ზი­ის ნიშ­ნე­ბით ან მათ გარეშე მიმდინარე ანემია. ვინაიდან, ეპო­ე­ტინი ალ­ფა ადა­მი­ა­ნის გლიკოპროტეინია, მიჩნეულია, რომ ეს ცვლი­ლე­ბები შე­იძ­ლე­ბა გა­მოწ­ვია მის მიმართ გამომუშავებულ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბს. ანალოგიური მოვლენები ვლინდებოდა ვეტერინარულ პრაქტიკაში პრეპარატის გამოყენების ცალკეულ შემთხვევებშიც, რაც ახსნილი იყო ეპოეტინი ალფას მიმართ ანტისხეულების წარ­მოქ­მნით.  კან­ცე­რო­გე­ნუ­ლო­ბის კვლე­ვა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ არის. ეპო­ე­ტინი ალ­ფა არ იწ­ვევს ბაქტერიებში გე­ნე­ბის მუ­ტა­ცი­ას (ეიმ­სის ტეს­ტი), ძუძუმწოვართა უჯ­რე­დებ­ში ქრომოსომულ აბე­რა­ცი­ებს, თაგ­ვებში მიკ­რო­ნუკ­ლიებს,  ასევე, HGRT ლო­კუს­ში  გე­ნე­ბის მუ­ტაიას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

დიკფლამ კ – DICFLAM K ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დიკფლამ კ –  ნაყოფზე   ზემოქმედების   მიხედვით   განეკუთვნება  C კატეგორიას (FDA). ფეხმძიმობის I და II ტრიმესტრში ენიშნებათ სასიცხლო აუცილებლობისას მინიმალური თერაპიული დოზით. პროსტაგლანდინების სხვა ინჰიბიტორების მსგავსად არ ინიშნება III ტრიმესტრში, რომელიც უკავშირდება ნაყოფის არტერიული სადინარის დროზე ადრე დახურვას და საშვილოსნოს შეკუმშვის უნარის დაქვეითებას. ყოველ 8 საათში მიღება იწვევს დიკლოფენაკის დედის რძეში უმნიშვნელო რაოდენობით შეღწევას. რისკი იმისა რომ ჩვილებში გამოიწვევს არასასურველ ეფექტებს, ნაკლებად სავარაუდოა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ნიქსარს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნიქსარის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოქმედება როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, პრეპარატ ნიქსარსაც® აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა ის არ ვითარდება ყველა პაციენტში. შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოქმედება : გვერდითი მოქმედებები, რომლებიც ვლინდება ხშირად (გვხვდება 100 პაციენტიდან 1-10-ში) • თავის ტკივილი • ძილიანობა გვერდითი მოქმედებები, რომლებიც ვლინდება ზოგჯერ (გვხვდება 1000 პაციენტიდან 1-10-ში) • ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე • ღვიძლის ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლების დარღვევა • თავბრუსხვევა • ტკივილი მუცლის არეში • დაღლილობა • მადის გაძლიერება • გულის მუშაობის შეფერხება • სხეულის წონის მომატება • გულისრევა • მოუსვენრობა • სიმშრალე ან არასასიამოვნო შეგრძნებები ცხვირში • დიარეა • გასტრიტი (კუჭის კედლის ანთება) • თავბრუსხვევა (შეუძლოდ ყოფნის ან ტრიალის შეგრძნება) • სისუსტის შეგრძნება • წყურვილი • ქოშინი (სუნთქვის გაძნელება) • პირის სიმშრალე • საკვების მოუნელებლობა • ქავილი • ჰერპესი სახეზე ან პირის ღრუში • ცხელება • ხმაური ყურებში • ძილის დარღვევა • თირკმელების ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლების დარღვევა • სისხლში ცხიმების შემცველობის მომატება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოქმედება სერიოზულ სახეს მიიღებს, ან შენიშნავთ ისეთ გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღნიშნული მოცემულ ჩანართში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით როზუვასტატინი-APO-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როზუვასტატინი-APO-ს გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები:როზუვასტატინის მიღების დროს გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ უმნიშვნელოდაა გამოხატული და დამოუკიდებლად მიმდინარეობს. არასასურველი ეფექტების სიხშირე შემდეგნაირადაა წარმოდგენილი: ხშირი (>1/100, <1/10); საშუალო სიხშირის (>1/1000, <1/100); იშვიათი (>1/10000, <1/1000); ძალზე იშვიათი (<1/10000). იმუნური სისტემა: იშვიათად: მომატებული მგრძნობელობის რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად: ყაზბობა, გულისრევა, მუცლი ტკივილი. კანი საფარველის მხრივ: ზოგჯერ: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება (ურტიკარია). საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ხშირად: მიალგია. იშვიათად: მიოპათია, რაბდომიოლიზი. სხვა: ხშირად: ასთენიური სინდრომი. ისევე, როგორც ჰმგKoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების გამოყენებისას, გვერდითი ეფექტების სიხშირე დამოკიდებულია დოზაზე. საშარდე სისტემის მხრივ: პაციენტებს, რომლებიც როზუვასტატინს იღებენ, შეიძლება გამოუვლინდეთ პროტეინურია. შარდში ცილის შემცველობის ცვლილება (არარსებობიდან ან კვალური რაოდენობებიდან ++ ან მეტამდე) აღენიშნება პაციენტების 1%-ს, რომლებიც 10-20 მგ-ს იღებენ და პაციენტების დაახლოებით 3%-ს, რომლებიც 40 მგ დოზას იღებენ. აღნიშნულია შარდში ცილის შემცველობის მცირე ცვლილებები 20 მგ დოზის მიღებისას. უმეტეს შემთხვევებში პროტეინურია მცირდება ან საერთოდ ქრება თერაპიის პროცესში და არ ნიშნავს თირკმელების მწვავე დაავადების განვითარების ან არსებული დაავადების პროგრესირებას. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: როზუვასტატინის მიღებისას (ყველა დოზირებით) და განსაკუთრებით 20 მგ-ზე დიდი დოზების მიღების შემთხვევაში აღნიშნულია შემდეგი ზემოქმედებები საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე: მიალგია, მიოპათია, იშვიათად – რაბდომიოლიზი. კრეატინფოსფოკინაზის დონის დოზა-დამოკიდებული მომატება აღენიშნება იმ პაციენტების უმნიშვნელო რაოდენობას, რომლებიც როზუვასტატინს იღებენ. მომატება უმეტესად იყო უმნიშვნელო, სიმპტომების გარეშე და დროებითი. კრეატინფოსფოკინაზის დონის მომატების შემთხვევაში (ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტი) თერაპია უნდა შეჩერდეს (იხ. პუნქტი "განსაკუთრებული მითითებები"). ღვიძლის მხრივ: როზუვასტატინის გამოყენებისას, პაციენტების უმნიშვნელო რაოდენობას აღენიშნება "ღვიძლის" ტრანსამინაზების აქტივობის დოზა-დამოკიდებული ზრდა. უმეტესად ეს უმნიშვნელოა, დროებითი და სიმპტომების გარეშე. პოსტმარკეტინგული გამოყენება: პრეპარატ როზუვასტატინის პოსტმარკეტინგული გამოყენებისას აღნიშნულია შემდეგი გვერდითი ფექტები: ღვიძლის მხრივ: ძალიან იშვიათად: სიყვითლე, ჰეპატიტი. იშვიათად: "ღვიძლის" ტრანსამინაზების დონის ზრდა. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: იშვიათად: ართრალგია. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად: პოლინეიროპათია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ზიფორი (ნატუროპათი) / Zifor ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ზიფორი (ნატუროპათი) –  ორსულობა უკუნაჩვენებია.  ლაქტაცია  დოზირება 1-2 ტაბლეტი დღეში ერთხელ ან ორჯერ ჭამის დროს; მაქსიმუმ 4 ტაბლეტი დღეში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი