Author Archives: preparatebi

იცით ოქსიმეტაზოლინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოქსიმეტაზოლინის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის ხშირი და ხანგრძლივი გამოყენების დროს (3 დღეზე მეტი) შეიძლება აღინიშნებოდეს ტაქიფილაქსია – სისხლძარღვების შემავიწროვებელი ეფექტის თანდათანობითი შესუსტება, ხანდახან ვაზოდილატაციის მოვლენებით, სურდოს გაახლებით ან გაძლიერებით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

დერმოვეიტი / DERMOVATE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დერმოვეიტი –  ფერტილობა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების ადამიანების ფერტილობაზე ეფექტის შესახებ მონაცემები არ არის. ვირთაგვებში კანქვეშ მიღებულ კლობეტაზოლს დამაკებაზე ეფექტი არ ქონდა, თუმცა ფერტილობა დაქვეითებული იყო მაღალი დოზებისას (იხ. პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები). ორსულობა არსებობს ორსულ ქალებში დერმოვეიტის გამოყენების შეზღუდული მონაცემები. მაკე ცხოველებში კორტიკოსტეროიდების ადგილობრიად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების ანომალიები (იხ. პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები). ამ კვლევების მნიშვნელობა დადგენილი არ არის. დერმოვეიტის გამოყენება ორსულობის დროს უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის, აჭარბებს ნაყოფის პოტენციურ რისკს. გამოიყენება მინიმალიური რაოდენობა მინიმალური ხანგრძლივობით. ლაქტაცია ადგილობრივი კორიტკოსტერიოდების გამოყენების უსაფრთხოება ლაქტაციის დროს დადგენილი არ არის. უცნობია, ადგილობრივმა კორტიკოსტეროიდები შეიძლება თუ არა შეიწოვოს ისეთი რაოდენობით, რომ გამოიყოს ლაქტატში. დერმოვეიტის გამოყენება ლაქტაციის დროს უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აჭარბებს ახალშობილის პოტენციურ რისკს. ლაქტაციის დროს გამოყენებისას დერმოვეიტი არ უნდა გამოიყენონ მკერდზე რათა ის არ მოხვდეს ბავშვის ორგანიზმში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ციკლოდინონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციკლოდინონის გვერდითი მოვლენებია: ისე, როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, ციკლოდინონის® ორალურ წვეთებსაც შესაძლებელია ჰქონდეს გვერდითი მოვლენები. მწვავე ალერგიული რეაქციები სახის შეშუპებით, ქოშინით და ყლაპვის გაძნელებით. აღწერილია კანზე გამოხატული ალერგიული რეაქციები (გამონაყარი და ჭინჭრის ციება), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გასტროენტერალური აშლილობები (გულისრევა, მუცლის ტკივილი), აკნე, მენსტრუალური ციკლის დარღვევა. სიხშირე არ არის ცნობილი.  მომატებული მგრძნობელობის/ალერგიული რეაქციის პირველი ნიშნების გამოვლინებისთანავე, შეწყვიტეთ ციკლოდინონი® ორალურ წვეთების  მიღება. თუ გამოვლინდა გვერდითი რეაქციები, რომელიც ზემოთ არ არის აღნიშნული, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

პულმოდინი / Pulmodin ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პულმოდინი –  არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ორსულობის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ავონექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ავონექსის გვერდითი მოვლენებია: გრიპისმაგვარი სიმპტომები – თავის ტკივილი, შემცივნება, ტემპერატურის მომატება, კუნთების ტკივილი, სისუსტისა და დაღლილობის შეგრძნება. ამ სიმპტომების თავიდან ასაცილებლად ექიმის რჩევით შესაძლებელია არანარკოტიკული ანალგეზიური საშუალებების მიღება ავონექსის ინექციამდე და მის შემდეგ ყოველ 6 საათში ერთხელ 24 საათის განმავლობაში. მკურნალობის გაგრძელება აუცილებელია, სიმპტომები თანდათან გაქრება. იშვიათად თავს იჩენს სიწითლე და მტკივნეულობა ინექციის ადგილას, მადის დაქვეითება, წამოხურვება, სახსრების ტკივილი, გულისრევა, პირღებინება, თავბრუხვევა, უძილობა, დიარეა, თმის ცვენა, გამონაყარი კანზე, ნევროზული მდგომარეობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჰეპატიტი, გულმკერდის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ტაქიკარდია. კიდევ უფრო იშვიათად აღინიშნება მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც ექიმის დაუყოვნებლივ ჩარევას მოითხოვს. გამორიცხული არ არის, განვითარდეს კუნთების სისუსტე და/ან სპასტიკურობა. მას ხშირად მიაკუთვნებენ გრიპისმაგვარ სინდრომს და უმეტესად მკურნალობის საწყის პერიოდში აღინიშნება, მერე კი თანდათან იკლებს. მკურნალობის დასაწყისში ასევე მოსალოდნელია გულის წასვლის ერთეული ეპიზოდი ინტერფერონ ბეტა-1ა-ს ინექციის შემდეგ. ინტერფერონებით მკურნალობა ზოგჯერ იწვევს გვერდით მოვლენებს ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების მხრივ. მოსალოდნელია თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება და სხვა ცვლილებები სისხლში. ძალზე იშვიათად აღინიშნება გულის უკმარისობა – კარდიომიოპათია, ართრიტი, ჩიყვი (ჰიპო – და ჰიპერთირეოზი), ემოციური არასტაბილურობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გლიცეროლო ზეტა / GLICEROLO ZETA ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გლიცეროლო ზეტა –  თუ თქვენ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, მიმართეთ ექიმს პრეპარატის გამოყენებამდე. მიიღეთ ეს წამალი მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ლინკოცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლინკოცინის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ღვიძლის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ეპიგასტრალურ მიდამოში ტკივილი, დიარეა, სიყვითლე და ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილება (კერძოდ, სისხლში ტრანსამინაზების აქტივობის მომატება); პერორალურად მიღებისას – ეზოფაგიტი. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ნეიტროპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი და თრომბოციტოპენიური პურპურა. იშვიათად აპლასტური ანემია და პანციტოპენია. ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია, ექსფოლიატური და ვეზიკულური დერმატიტი; იშვიათად ანგიონევროზული შეშუპება, შრატისმიერი დაავადება, ანაფილაქსიური შოკი; აღწერილია მულტიფორმული ერითემის განვითარების შემთხვევები. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია პარენტერალურად შეყვანისას (ძალიან სწრაფი შეყვანის შემთხვევაში). ადგილობრივი რეაქციები: კუნთებში პრეპარატის შეყვანის ადგილას აღინიშნება გაღიზიანება, ტკივილი, ინდურაცია, ასეპტიური აბსცესები, ხოლო ვენაში ინფუზიის დროს – თრომბოფლებიტი. სხვადასხვა: შესაძლოა სუპერინფექციის, მათ შორის სოკოვანი ინფექციების განვითარება. * ლინკომიცინის საინექციო ფორმა შეიცავს ბენზილის სპირტს (9 მგ/მლ). არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ დღენაკლულ ბავშვებში ბენზილის სპირტი იწვევს „ხუთვის“ სინდრომს, რაც თავის მხრივ იწვევს ლეტალურ გამოსავალს. ლინკომიცინის გამოყენებისას 50-ზე მეტ ახალშობილში გვერდითი მოვლენები არ იქნა დაფიქსირებული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იმუნინი – IMMUNINE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

იმუნინი –  *კლინიკური გამოკვლევებით არ დასტურდება იმუნინის უსაფრთხოება ორსულობის დროს. იმუნინი ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენების დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ნეოქონდრს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნეოქონდრის გვერდითი მოვლენებია: არ არის გამოვლენილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლოპერამიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლოპერამიდის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია თავის ტკივილი, გასტრალგია, პირის სიმშრალე, ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი), ძილიანობა ან უძილობა, თავბრუსხვევა, ნაწლავური კოლიკა, გულისრევა, ღებინება. ძალზე იშვიათად – ნაწლავური გაუვალობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები