Author Archives: preparatebi

იცით ამოქსიკლავს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამოქსიკლავის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება გამოიყენებოდა შემდეგი კატეგორიები არასასურველი ეფექტების განვითარების სიხშირის კლასიფიკაციისთვის: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100 – < 1/10), არახშირი (≥ 1/1000 – < 1/100), იშვიათი (≥ 1/10 000 – < 1/1000), ძალიან იშვიათი (< 1/10 000), უცნობი სიხშირის (შეფასება ხელმისაწვდომი მონაცემებით არ არის შესაძლებელი).  პრეპარატის მიღებაზე ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციებია: დიარეა, გულისრევა და ღებინება. ინფექციური და პარაზიტარული დაავადებები  ხშირი: კანისა და ლორწოვანი გარსების კანდიდოზი. უცნობი სიხშირის: არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ჭარბი გამრავლება. დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ  იშვიათი: შექცევადი ლეიკოპენია (ნეიტროპენიის ჩათვლით), თრომბოციტოპენია. უცნობი სიხშირის: შექცევადი აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, სისხლდენისა და პროთრომბინის დროის გახანგრძლივება. დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ უცნობი სიხშირის: ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსია, შრატის მაგვარი სინდრომი, ჰიპერმგრძნობელობის ვასკულიტი. დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ არახშირი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი. უცნობი სიხშირის: კრუნჩხვები. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ხშირი: დიარეა. არახშირი: გულისრევა, ღებინება, მოუნელებლობა. უცნობი სიხშირის: ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი (ფსევდომემბრანოზული კოლიტისა და ჰემორაგიული კოლიტის ჩათვლით, იხ. "განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები"). დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ არახშირი: ასტ და/ან ალტ დონეების მომატება (ზომიერი მომატება აღნიშნულია პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მკურნალობას ბეტა-ლაქტამების კლასის ანტიბიოტიკებით, თუმცა ამ დაკვირვებების მნიშვნელობა უცნობია). უცნობი სიხშირის: ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე (ეს არასასურველი მოვლენები აღინიშნებოდა სხვა პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების გამოყენების ფონზე, იხ. "განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები"). დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ  კანის ნებისმიერი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარების შემთხვევაში მკურნალობას წყვეტენ (იხ. "განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები"). არახშირი: კანის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება. იშვიათი: მულტიფორმული ერითემა. უცნობი სიხშირის: სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ბულოზური ექსფოლიატური დერმატიტი, მწვავე გენერალიზებული ეგზანტემატოზური პუსტულოზი (მგეპ) (იხ. "განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები"). დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ უცნობი სიხშირის: ინტერსტიციული ნეფრიტი, კრისტალურია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფემოდენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფემოდენის გვერდითი მოვლენებია: იშვიათად – ეპიგასტრალური არის გარდამავალი ტკივილი, ფემოლის შემდაგენელი კომპონენტებისადმი ალერგიული რეაქცია. ძალიან იშვიათად – დაჭიმულობის შეგრძნება სარძევე ჯირკვლებში, წონის მატება, მენსტრუაციის მსგავსი გამონადენი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გორდოქსი / GORDOX ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გორდოქსი –  არ ჩატარებულა ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები ორსულებში. გამოყენება ორსულობის დროს: ცხოველებში ჩატარებული კველევები არ ადასტურებენ აპროტინინის ტერატოგენულ ან ემბრიოტოქსიურ ეფექტს. დაუშვებელია აპროტინინის გამოყენება ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პოტენციური სარგებელი აჭარბებს მოსალოდნელ რისკს. სერიოზული გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში (როგორებიცაა ანაფილაქსიური რეაქციები, გულის გაჩერება და ა.შ.) და მათი მკურნალობის დროს რისკის და სარგებლის შეფასებისას, საჭიროა მოხდეს ნაყოფზე სერიოზული ზიანის პოტენციური საფრთხის გათვალისწინება (იხ. ნაწილი 4.4). არ შესწავლილა აპროტინინის დედის რძეში გადასვლი უნარი. ლაქტაციის დროს გორდოქსის ინექციის გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. იმის გათვალისწინებით, რომ აპროტინინი არ შეიწოვება შიგნით მიღებისას, დედის რძეში მისი არანაირი რაოდენობა არ იმოქმედებს ჩვილზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რისეტი / RISSET ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რისეტი –  რისპერიდონის უსაფრთხოება ორსულებში არ შესწავლილა. ორსულობის დროს გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადებითი ეფექტი ამართლებს შესაძლო რისკს. ვინაიდან რისეპრიდონი და 9-ჰიდროქსი-რისპერიდონი აღწევს დედის რძეში, პრეპარატის გამოყენებისას, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით აგრეგალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აგრეგალის გვერდითი მოვლენებია: სისხლის შემდედებელი სისტემის მხრივ: კუჭნაწლავური სისხლდენა, ზოგჯერ – ჰემატომა, ჰემატურია, კონიუნქტივაში სისხლის ჩაქცევა; სისხლმბადი სისტემის მხრივ: გამოხატული ნეიტროპენია, მძიმე თრომბოციტოპენია; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: აბდომინალური ტკივილები, დისპეფსია (შეკრულობა, დიარეა, გულისრევა), გასტრიტი, იშვიათად – ცვლილებები ღვიძლის სინჯების მხრივ; ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუხვევა, პარესთეზიები; დერმატოლოგიური რეაქცია: კანზე გამონაყარი, ქავილი; ალერგიული რეაქცია: იშვიათად – ბრონქოსპაზმი, შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქცია; სხვა: თრომბოციტოპენიური პურპურა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით როზმარინის თმის მატონიზირებელ ხსნარს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როზმარინის თმის მატონიზირებელი ხსნარის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები:ალერგიული პასუხი შეიძლება გამოვლინდეს,  მაშინ როცა რეკომენდირებულ დოზაზე მეტი  რაოდენობით ხდება პროდუქტის გამოყენება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

რულიდი / RULID ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რულიდი – ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება ნებადართული არ არის. რულიდი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვება შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

 

ზეტორი / Zetor ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ზეტორი – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ზეტორის გამოყენება უკუნაჩვენებია. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის ადეკვატური მეთოდები. თერაპიის პროცესში დაორსულების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. როზუვასტატინის ქალის რძეში გამოყოფის შესახებ მონაცემები არ არსებობს. ამდენად ძუძუთი კვების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

დეტრალექსი – DETRALEX ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დეტრალექსი –  დეტრალექსით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვება, რადგან აქტიური ნივთიერების გამოყოფა ქალის რძით არ არის შესწავლილი. ექსპერიმენტულ კვლევებში არ არის დადგენილი მისი ტერატოგენული ეფექტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რუბიტალ ფორტე – RUBITAL FORTE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რუბიტალ ფორტე –  პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი