Author Archives: preparatebi

იცით ასერტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ასერტინის გვერდითი მოვლენებია: წამლის უეცარმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგ. თავბრუ, გაშეშება, ძილის დარღვევა, აღგზნება ან შიშები, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და კუნთების ტრემორი. იმ შემთხვევაში, თუ ასერტინ 50, ასერტინ 100-ის მოხსნისას გამოვლინდა ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი რეაქცია ან ნებისმიერი სხვა გვერდითი მოვლენა, აუცილებლად უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.  წამლის მიღებასთან დაკავშირებული ეჭვების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარაცევტს. გვერდითი მოვლენები ყველა წამლის მსგავსად ასერტინ 50, ასერტინ 100-მა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყოველთვის. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გაძლიერდა ან გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, აუცილებლად უნდა დაცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს ამის შესახებ. ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა არის გულისრევა. გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია მიღებულ დოზაზე და ხშირად ქრებიან შემდგომი მკურნალობისას. აუცილებელია სასწრაფოდ ექიმის ინფორმირება: თუ წამლის – ასერტინ 50, ასერტინ 100-ის მიღების პროცესში გამოვლინდა რომელიმე ქვემოთ მოცემულ სიმპტომთაგანი (ეს სიმპტომები შეიძლება მძიმე იყოს): • ძლიერი გამონაყარი კანზე, რომელიც იწვევე ბუშტუკების წარმოქმნას (მრავალფორმული ერითემა); ბუშტუკები შეიძლება გაჩნდეს პირის ღრუში და ენაზე. ეს შეიძლება იყოს მდგომარეობის სიმპტომები, რომელიც ცნობილია, როგორც სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TNN). ასეთ შემთხვევაში ექიმი მკურნალობის შეწყვეტას ურჩევს.  • ალერგიული რეაქციები ან ალერგიები, რომლებიც იწვევენ ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა: კანზე გამონაყარი ქავილით, სუნთქვის გაძნელება, მსტვინავი სუნთქვა, ქუთუთოების, სახისა და ტუჩების შეშუპება. • აღგზნება, ცნობიერები დაბინდვა, ფაღარათი, მაღალი ტემპერატურა და მომატებული არტერიული წნევა, ჭარბი ოფლიანობა, ტაქიკარდია. ყველაფერის ეს – სეროტონინული სინდრომის ნიშნებია. იშვიათ შემთხვევებში ეს სინდრომი შეიძლება გამოვლინდეს პაციენტებში, რომლებიც გარკვეულ პრეპარატებს ღებულობენ ერთდროულად სერტრალინთან ერთად. ასეთ შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია გაუწიოს მკურნალობის შეწყვეტას.  • კანის საფარისა და თვალების გაყვითლება, რაც შეიძლება ღვიძლის დაზიანებას ნიშნავდეს. • დეპრესიის ნიშნები თანმხლები ფიქრებით თვითმკვლელობაზე. • მოძრაობითი შფოთვა და ერთ ადგილზე გაჩერების შეუძლებლობა ასერტინ 50, ასერტინ 100-ის მიების შემდეგ. აუცილებელია მკურნალი ექიმის ინფორმირება მოძრაობითი მოუსვენრობის პირველი ნიშნების შესახებ.  უფროსი პაციენტების კლინიკურ კვლევებში აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომლებიც ქვემოთ აღწერილი სიხშირით ვლინდებოდა: ჩასსამელია ცხრილი  ძალიან ხშირად: უძილობა, თავბრუ, ძილიანობა, თავის ტკივილი, ფაღარათი, გულისრევა, პირის სიმშრალე, ეაკულაციის დარღვევა, დაღლილობა.  ხშირად: ტკივილი ყელში, ანორექსია, მომატებული მადა, დეპრესია, უცნაური თვითშეგრძნება, ღამის კოშმარები, შიში, აღგზნება, ნერვიულობა, დაქვეითებული ლიბიდო, კბილების კრაჭუნი, გახევება და ჟრუანტელი, კუნთების ტრემორი, კუნთების მომატებული დაძაბულობა, გემოს დარღვევა, კონცენტრაციის დაქვეითება, მხედველობის დარღვევა, ხმაური ყურებში, გულისმების აჩქარება, ცხელი ალები. მთქნარება, ტკივილი მუცელში, შეკრულობა, დარღვევები კუჭის მხრიდან, მეტეორიზმი, გამონაყარი, ჭარბი ოფლიანობა, ტკივილი კუნთებში, სექსუალური ფუნქციების დარღვევა, ერექტილური დისფუნქცია, ტკივილი გულმკერდში.  არც ისე ხშირად გაციება, კატარი, ჰალუცინაციები, ეიფორიის შეგრძნება, გულგრილობა, აზროვნების დარღვევა, კრუნჩხვები, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, კოორდინაციის დარღვევა, მომატებული მოძრაობები, მეხსიერების დარღვევა, ჰიპოესთეზიები, მეტყველების დარღვევა, თავბრუ ადგომისას, ყურების ტკივილი, ტაქიკარდია, ჰიპერტონია, ცხელი ალები, სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა, ზედაპირული სუნთქვა, ცხვირიდან სისხლდენა, საყლაპავთან დაკავშირებული პრობლემები, ყლაპვის გაძნელება, ბუასილი, მომატებული ნერწყვდენა, ენის დაზიანება, ბოყინი, თვალების შეშუპება, კანზე იისფერი ლაქები, თმების ცვენა, ცივი ოფლი, კანის სიმშრალე, ჭინჭრის ციება, მადეფორმირებელი ოსტეოართროზი, ჰიპოდინამია, წელის ტკივილი, კუნთების ტიკები, შარდვა ღამით, შარდვის გართულება, გაძლიერებული შარდვა, ხშირი შარდვა, დარღვეული შარდვა, სისხლდენა საშოდან, ქალებში სექსუალური ფუნქციის დარღვევა, ცუდი თვითშეგრძნება, შემცივნება, ტემერატურის მომატება, სისუსტე, მომატებული წყურვილი, სხეულის მასის შემცირება, სხეულის მასის მომატება…… იშვიათად: ნაწლავის მხრიდან დარღვევა, ყურის ინფექცია, სიმსივნური წარმონაქმნი, ჯირკვლების შესიება, ქოლესტერინი მომატებული კონცენტრაცია, სისხლში გლუკოზის დაბალი კონცენტრაცია, სტრესი ან ემოციებით გამოწვეული ფიზიკური სიმპტომები, წამალზე დამოკიდებულება, ფსიქოზური დარღვევები, აგრესია, პარანოა, თვითმკვლელობაზე ფიქრები, ლუნატიზმი, ნაადრევი ეაკულაცია, კომა, ანომალური მოძრაობები, გადაადგილები გაძნელება, სენსორული მგრძნობელობის მომატება, მგრძნობელობის დარღვევა, გლაუცომა, ცრემლდენის დარღვევა, ბალიშები თვალის ქვეშ, გაორება თვალებში, თვალებზე მავნე ზეგავლენის შეგრძნება, სისხლჩაქცევა თვალის მიდამოში, გუგის გაფართოება, მიოკარდიუმი ინფარქტი, ბრადიკარდია, დარღვევები გულის მხრიდან, ქვედა და ზედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, სასუნთქი გზების შევიწროება, გახშირებული სუნთქვა, შენელებული სუნთქვა, მეტყველების დარღვევა, სლოკინი, სისხლიანი განავალი, ტკივილი პირის ღრუში, ენის დაწყლულება, დარღვებები კბილების მხრივ, ენასთან დაკავშირებული პრობლემები, დაწყლულება პირის ღრუში, ღვიძლის მხრივ დარღვევები, კანის დაზიანება, მათ შორის ბუშტუკების წარმოქმნით, კანის თმიან ნაწილზე გამონაყარი, თმის ანომალური სტრუქტურა, კანის ანომალური სუნი, ძვლების დაავადებები, გამოყოფილი შარდის რაოდენობის შემცირება, შარდის შეუკავლობა, შარდვის შეკავება, საშოდა ჭარბი სისხლდენა, საშოს სიმშრალე, მტკივნეული წითელი სასქესო ორგანო, ხანგრძლივი ერექცია, გამონადენი დვრილიდან, თიაქარი, ნაწიბურების წარმოქმნა ინიექციის ადგილას, წამლის ტოლერანტობის დაქვეითება, სიაურლის პრობლემები, ლაბორატორიული კვლევების შედეგების გადახრები, სპერმის ანომალია, ტრავმები, სისხლძარღვების ატონია.  სერტრალინის ბაზარზე ჩაშვების შემდეგ აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები: სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების კონცენტრაციის შემცირება, ენდოკრინული დარღვევები, სისხლში მარილის კონცენტრაციის შემცირება, ღამის კოშმარები, სუიციდუალური ქცევა, ანომალური მოძრაობები (მაგ. მომატებული მოძრაობითი აქტივობა, კუნთების მომატებული ტონუსი და სიარულის გაძნელება), გონების დაკარგვა, მხედველობის დარღვევა, ჰემორაგიული დარღვევები (ცხვირიდან სისხლდენა, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ან ჰემატურია), კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები, სიყვითლე, კანის შეშუპება, კანის რეაქცია მზეზე, ქავილი, სახსრების ტკივილი, კუნთების სპაზმები, მკერდის გადიდება, არარეგულარული მენსტრუაციები, ქვედა კიდურების შეშუპება, სისხლის შედედების პრობლემები და მძიმე ალერგიული რეაქციები.  პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ამ ჯგუფის პრეპარატებს (სეროტონინის მეორადი უკუ-მიტაცების ინჰიბიტორები ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტები), აღინიშნებოდა ძვლების მოტეხილობების მომატებული რისკი.  გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში კლინიკურ კვლევებში ბავშვებისა და მოზარდების მონაწილეობით გვერდითი მოვლენები პრინციპში ისეთი იყო, რაც უფროსებში (იხ. ზემოთ). ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები ბავშევბსა და მოზარდებში იყო: თავის ტკივილი, უძილობა, ფაღარათი და გულისრევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ინდაფონი რეტარდი – INDAFON RETARD ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ინდაფონი რეტარდი –  *ინდაფონ რეტარდის დანიშვნა ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული, მათ შორის ფიზიოლოგიური შეშუპების მოსახსნელადაც. ინდაპამიდი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამდენად მისი მიღება ლაქტაციის პერიოდში არ არის მიზანშეწონილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

გლაუსანი / GLAUSAN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გლაუსანი –  ორსულობა ტრავოპროსტს აქვს მავნე ფარმაკოლოგიური ზემოქმედება ორსულობაზე და/ან ნაყოფზე/ახალშობილზე, ამიტომ გლაუსანის გამოყენება ორსულობის დროს დაუშვებელია. რეპროდუქციული პოტენციალის და ფერტილური ასაკის ქალებში გლაუსანი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი იყენებენ კონტრაცეფციულ საშუალებებს.  ლაქტაცია არ არის ცნობილი, გადადის თუ არა ტრავოპროსტი დედის რძეში. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტრავოპროსტი გამოიყოფა ლაქტატში. პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.  პრეპარატის ზეგავლენა

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ანტილიპიდი-USAს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანტილიპიდი-USA-ს გვერდითი მოვლენებია: მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. ერთეულ შემთხვევებში შესაძლოა აღინიშნოს დისპეფსიური სიმპტომები (მეტეორიზმი, გულისრევა, ყაბზობა, დიარეა)

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ფლებილი / FLEBILL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფლებილი – ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი. ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება: მონაცემები არ არსებობს. ჭარბი დოზირება: მონაცემები დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ არ არსებობს.  პრეპარატი არ მიიღება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

პრესტარიუმი / PRESTARIUM ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პრესტარიუმი –  თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ თქვენს თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.   ორსულობა თქვენ უნდა გააფრთხილოთ თქვენი ექიმი თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან თუ გეგმავთ ორსულობას). როგორც წესი ექიმი გირჩევთ პრესტარიუმის® მიღების შეწყვეტას, ჯერ კიდევ ორსულობამდე ან ორსულობის ფაქტის დადასტურებისთანავე და მის ნაცვლად დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს. პრესტარიუმის® მიღება ორსულობის ადრეულ ვადებზე რეკომენდებული არ არის. პრეპარატის მიღება არ შეიძლება 3 თვეზე მეტი ვადის ორსულობისას, რადგანაც ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას.    ლაქტაცია  თუ თქვენ კვებავთ ბავშვს ძუძუთი ან გეგმავთ ბავშვის ძუძუთი კვებას, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. პრესრატიუმი® რეკომენდებული არ არის მეძუძური დედებისთვის. თუ გსურთ ძუძუთი კვების გაგრძელება, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა მკურნალობა, განსაკუთრებით, თუ ბავშვი ახალშობილია ან დღენაკლული.  

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით კარდიოლოპინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარდიოლოპინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოწვეულია მიღებული დოზით: შეშუპება, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია. გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოწვეული არ არის მიღებული დოზით: თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, ძილიანობა. სხვა გვერდითი მოვლენები: კანზე გამონაყარი, ღრძილების ჰიპერპლაზია, დისპეფსია, ასთენია, ართრალგია, მიალგია, კუნთების სპაზმი, სექსუალური ფუნქციის (ლიბიდოს) დაქვეითება (როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში), დისპნოე, ქავილი, პოლაკიურია. ძალიან იშვიათად მოსალოდნელია ღვიძლის ფუნქციის დაზიანება, სიყვითლე, მულტიფორმული ერითემა, გინეკომასტია. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ კორონარული დაავადების მძიმე ოკლუზიური ფორმა, უვითარდებათ ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ შეიძლება გამოყოფილ იქნას ძირითადი დაავადების მიმდინარეობისგან: პროგრესირებადი სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, არითმია (წინაგულების ფიბრილაცია და ასევე პარკუჭოვანი ტაქიკარდიაც).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

დეცეფინი / DECEFIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დეცეფინი –  ცეფტრიქსონის გამოყენება ორსულობის I ტრიმესტრში უკუნაჩვენებია. პრეპარატის გამოყენება ორსულობის II და III ტრიმესტრებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს. პრეპარატი გადადის დედის რძეში, რის გამოც ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით კალცემინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კალცემინის გვერდითი მოვლენებია: ვლინდება ძალიან იშვიათად დოზის გადაჭარბების ან ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის დროს პრეპარატის შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ. ამ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნოს: ზომიერი გულისრევის შეგრძნება. მუცლის ტკივილი, ნაწლავების შებერილობა, ალერგიული რეაქციები, ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

რიმანტადინ-გრინდექსი / RIMANTADINE-GRINDEKS ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რიმანტადინ-გრინდექსი –  არ შეიძლება პრეპარატის მიღება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი