Author Archives: preparatebi

იცით რუბერკელ D5 ამპულები (ნატუროპათი)-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რუბერკელ D5 ამპულები (ნატუროპათი)-ის გვერდითი მოვლენებია: ვინაიდან Ruberkehl-ი შეიცავს სპეციფიურ ორგანულ კომპონენტებს, თეორიულად შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა. ასეთ შემთხვევაში მიღება უნდა შეწყდეს და მკურნალობა გაგრძელდეს სიმპტომურად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რიგევიდონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რიგევიდონის გვერდითი მოვლენებია: არასასურველი გვერდითი ეფექტები მეტნაკლებად ხშირ არასასურველ გვერდით რეაქციებს მიეკუთვნება არარეგულარული სისხლდენები სასქესო გზებიდან, ღებინება, სხეულის მასის მატება, სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა და თავის ტკივილები. როგორც წესი ისინი ვლინდებოდნენ მკურნალობის დასაწყისში და ჰქონდათ გარდამავალი ხასიათი.   ჩასასმელია ცხრილი  ქალებში რომლებიც იყენებნ კოკ-ებს, აღინიშნა შემდეგი სერიოზული გვერდითი მოვლენები: • ვენური თრომბოემბოლია, ანუ ქვედა კიდურების ღრმა ვენების  და მცირე მენჯის ვენების თრომბოზი, ასევე ფილტვის არტერიის ემბოლია • არტერიული თრომბოემბოლია • საშვილოსნოს ყელის კიბო • ღვიძლის სიმსივნეები • დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ქლოაზმა, კვანძოვანი ერითემა • კოკ-ების მომხმარებლებს შორის უმნიშვნელოდ იმატებს ძუძუს კიბოს ალბათობა. იმასთან დაკავშირებით, რომ ქალებში 40 წლამდე ძუძუს კიბო იშვიათად გვხვდება, ასეთი შემთხვევბის დამატებითი შემთხვევები მცირეა ძუძუს კიბოთი დაავადების საერთო რისკთან მიმართებაში. კოკ-ების გამოყენებსათნ მიზეზობრივი კავშირი არ არის ცნობილი. (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 4.3-4.4 თავები)

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დიპროსპანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიპროსპანის გვერდითი მოვლენებია: ნატრიუმის შეკავება, კალიუმის დაკარგვა, ჰიპოკალიემიური ალკალოზი, სითხის დაგროვება ქსოვილებში, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ჰიპერტონია, კუნთების სისუსტე, კორტიკოსტე¬როი¬დული მიოპათია, კუნთოვანი მასის დაკლება, მიასთენიური სიმპტომების გაუარესება მძიმე ფსევდოპარალიზური მიასთენიის დროს, ოსტეოპოროზი, არასტაბილური სახსარი, პეპტიური წყლულების წარმოქმნა შესაძლო პერფორაციით და სისხლდენით, პანკრეატიტი, მუცლის შებერვა, ჭრილობის შეხორცების დარღვევა, კანის ატროფია, კანის გათხელება, პეტექია, ექკიმოზი, სახის ერითემა,მომატებული ოფლიანობა, კანის რეაქციები (დერმატიტი, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება), კონვულსიები, ქალასშიდა წნევის მომატება მხედველობის ნერვის დისკის შეშუპებით (ტვინის ფსევდოსიმსივნე) ჩვეულებრივ აღინიშნება მკურნალობის ბოლოს, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მენსტრუალური ციკლის მოშლა, კუშინგოიდური სინდრომის განვითარება, ბავშვის ზრდის შეფერხება, მეორადი ადრენოკორტიკოიდული და პიტუიტური უკმარისობა, განსაკუთრებით სტრესის შემთხვევაში, მაგალითად ტრავმის, ქირურგიული ჩარევის და დაავადების დროს, ნახშირწყლებისადმი ტოლერანტობის შემცირება, ინსულინის დოზის კორექციის საჭიროება უკანა სუბკაფსულური კატარაქტა, მომატებული ქალასშიდა წნევა, გლაუკომა, ეგზოფტალმი, აზოტის უარყოფითი ბალანსი ცილოვანი კატაბოლიზმის შედეგად, ლიპომატოზი, მათ შორის მედიასტინური და ეპიდურალური ლიპომატოზი, სხეულის მასის გაზრდა, ეიფორია, ხასიათის ცვალებადობა, ძლიერი დეპრესია გამოხატული ფსიქიური გამოვლინებით, ხასიათის შეცვლა, უძილობა, გაღიზიანება, ანაფილაქსიური და ზემგრძნობელობითი რეაქცია პრეპარატზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვინკრისტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვინკრისტინის გვერდითი მოვლენებია: ქალა-ტვინის ნერვების დაზიანება, ჰიპერურიკემია, ნეფროპათია, ალოპეცია, იშვიათად – ცნს-ის მხრივ ტოქსიკური დარღვევები, ჰიპონატრიემია, ანტიდიურეზული ჰორმონის გამოყოფის დარღვევა, ყაბზობა, სხეულის წონის დაკლება, გულისრევა, ღებინება, კანზე გამონაყარი, იშვიათად – ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, სტომატიტი. მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია აზოსპერმიის და ამენორეის განვითარება. აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ენალაპრილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ენალაპრილის გვერდითი მოვლენებია: ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში: მოსალოდნელია თავბრუ, თავის ტკივილი, დაღლილობა. იშვიათად დიდი დოზით მიღების შემთხვევაში – ძილის დარღვევა, ნერვიულობა, დეპრესია, წონასწორობის დარღვევა (შექანება), პარესთეზიები ყურებში შუილი. სისხლის მიმოქცევის სისტემაში: მოსალოდნელია ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, გულის წასვლა (სინკოპე), გულის ფრიალი, ტკივილი გულის არეში; უიშვიათესად, დიდი დოზით მიღების შემთხვევაში – ალები. მომნელებელ სისტემაში: გულისრევა; იშვიათად – პირის სიმშრალე, მუცლის ტკივილი, ღებინება, ფაღარათი, ყაბზობა, ღვიძლის ფუნქციური მოშლილობა, ღვიძლის ტრანსამინაზების გააქტივება და ბილირუბინის მომატებული კონცენტრაცია სისხლში, ჰეპატიტი, პანკრეატიტი; უიშვიათესად, დიდი დოზით მიღების შემთხვევაში – გლოსიტი. ნივთიერებათა ცვლაში: ჰიპერკალიემია. სისხლის წარმომქნელ სისტემაში: იშვიათად  – ნეიტროპენია, აუტოიმუნური დაავადებების დროს – აგრანულოციტოზი. შარდის გამომყოფ სისტემაში: თირკმლის ფუნქციური მოშლილობა, პროტეინურია. სუნთქვის ორგანოთა სისტემაში: მოსალოდნელია მშრალი ხველება. რეპროდუქციულ სისტემაში: უიშვიათესად, მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში – იმპოტენცია. დერმატოლოგიური რეაქციები: უიშვიათესად, მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში – გამელოტება. ალერგიული რეაქციები: იშვიათად – კანზე გამონაყარი, კვინკეს შეშუპება. სხვა: იშვიათად – სპაზმი კუნთებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კო-მირატს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კო-მირატის გვერდითი მოვლენებია:  გვერდით მოვლენები სუსტადაა გამოხატული და გააჩნია გარდამავალი ხასიათი.  1% და მეტი სიხშირით აღინიშნებოდა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, სინუსიტი, ფარინგიტი, ზემო სასუნთქი გზების ინფექციები, ხველა, ტკივილი ზურგის და მკერდის არეში, დიარეა, გულისრევა, რინიტი, დისპეფსია, შარდგამომყოფი გზების ინფექციები, ტკივილი მუცლის არეში, კიდურების ტკივილი, ბრონქიტი, ქოშინი, მხედველობის დარღვევა, ართრიტი, ქვედა კიდურების კუნთების კრუნჩხვები, იმპოტენცია, უძილობა. 1%-ზე ნაკლები სიხშირით აღინიშნებოდა შეშუპება, ასთენია და ძლიერი თავბრუსხვევა. ამ მოვლენების კო-მირატის გამოყენებასთან მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის. ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნებოდა ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი, ქავილი და სხვა ალერგიული რეაქციები, შრატისმიერი დაავადების და ვასკულიტის ჩათვლით. ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნებოდა თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ლაბორატორიული მონაცემების მხრივ: ჰიპოკალემია, სისხლში კრეატინინის და შარდოვანას აზოტის დონის მატება, ნეიტროპენია. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.  უკუჩვენება: –    მომატებული მგრძნობელობა კო-მირატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ; –    ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი; –    ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, ბილიარული ციროზი და ქოლესტაზი; –    ანურია, თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ); –    ადეკვატური თერაპიის მიმართ რეფრაქტერული, კლინიკური გამოვლინებების მქონე ჰიპოკალემია, ჰიპონატრემია, ჰიპერკალცემია, ჰიპერურიკემია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დინდგელის 30%-იან სპირტიან ექსტრაქტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დინდგელის 30%-იანი სპირტიანი ექსტრაქტის გვერდითი მოვლენებია: დინდგელის სპირტიანი ექსტრაქტის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ქავილი, კანის შეწითლება, გამონაყარი. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დიპ ჰიტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიპ ჰიტის გვერდითი მოვლენებია:  კანის მხრივ გამოხატული ალერგიული რეაქციები: ქავილი, სიწითლე, ჭინჭრის ციება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რინგერის ხსნარს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რინგერის ხსნარის გვერდითი მოვლენებია: ჰიპერჰიდრატაცია, ჰიპოკალიემია, ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

რაციოცეფი – RATIOCEF ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რაციოცეფი რაციოცეფი-ავერსი უკუნაჩვენებია ორსულობის I ტრიმესტრში. ორსულობის II და III ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს. რაციოცეფი-ავერსი მცირე კონცენტრაციით გადადის დედის რძეში, ამიტომ იგი სიფრთხილით გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი