Author Archives: preparatebi

იცით ესპას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ესპას გვერდითი მოვლენებია:  არასასურველი გვერდითი ეფექტები ესპას გამოყენების დროს მსუბუქია და დროებით ხასიათს ატარებს. ისინი გვხვდება მკურნალობის დაწყებიდან პირველი 1-2 კვირის განმავლობაში და ჩვეულებრივ მცირდება დეპრესიული მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე.  განსაკუთრებული  მითითებები: ესციტალოპრამი შეიძლება დაინიშნოს მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ 14 დღეში და A-ტიპის მაოს – ინჰიბიტორის მოკლობემიდის თერაპიის შეწყვეტის შემდეგ მინიმუმ 1 დღეში. უნდა გავიდეს მინიმუმ 7 დღე ესციტალოპრამით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ და მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი არასელექტიური მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყება.  ორსულობა და ლაქტაცია: ესციტალოპრამის უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უცნობია. პრეპარატი დედის რძეში ძალიან დაბალი კონცენტრაციით აღწევს. ამ მიზეზით პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული, თუ კლინიკური სარგებლიანობა არ აღემატება პოტენციურ რისკს.  გულყრები: პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს ყველა პაციენტში, რომელსაც განუვითარდა კრუნჩხვა. SSRI – ები არ გამოიყენება არასტაბილური ეპილეფსიის მქონე პაციენტებში, ხოლო კონტროლირებულ ეპილეფსიურ პაციენტებში მხოლოდ საგულდაგულო მონიტორინგის ფონზე შეიძლება SSRI – ის მიღება.  დიაბეტი: სეროტონონის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორებით მკურნალობამ შეიძლება შეცვალოს გლიკემიური კონტროლი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში და საჭირო გახდეს ინსულინის ან/და ორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატის დოზის კორექცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რაზალექტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რაზალექტის გვერდითი მოვლენებია: რა არის რაზალექტის შესაძლო გვერდითი ეფექტები პლაცებო-კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:   ძალიან ხშირი (გამოვლინდა 10-დან ერთზე მეტ პაციენტში): • პათოლოგიური მოძრაობები (დისკინეზია) • თავის ტკივილი  ხშირი (გამოვლინდა 10-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში): • მუცლის ტკივილი • უნებლიე დაცემა • ალერგიული რეაქციები • ცხელება • გაციება • ზოგადი სისუსტე • კისრის ტკივილი • გულმკერდის ტკივილი (სტენოკარდია) • ორთოსტატიული ჰიპოტენზია • მადის დაკარგვა • ყაბზობა • პირის სიმშრალე • გულისრევა და ღებინება • მეტეორიზმი • ლეიკოპენია • ართრალგია • ჩონჩხკუნთოვანი ტკივილები • ართრიტები • ხელებში დაბუჟების შეგრძნება და კუნთების სისუსტე  • წონაში კლება • პათოლოგიური სიზმრები • ბალანსის დარღვევა • დეპრესია • თავბრუხვევა • დისტონია • რინიტი • დერმატიტი • გამონაყარი • კონიუნქტივიტი • შარდის შეუკავებლობა   არახშირი (გამოვლინდა 100-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში): • გამონაყარი კანზე (ვეზიკულო-ბულოზური გამონაყარი)  კლინიკური და ობსერვაციული კვლევების მასალებიდან ირკვევა, რომ პარკინსონის დაავადება, (და არა მისი სამკურნალო რომელიმე საშუალება) ასოცირებულია კანის კიბოს (არა მხოლოდ მელანომის) განვითარების რისკთან. შესაბამისად, თუ შენიშნეთ საეჭვო ცვლილებებს კანზე, რომელიც მანამდე არ აგეღნიშნებოდათ, მიმართეთ თქვენს ექიმს.  ზოგადად, პარკინსონის დაავადება ასოცირებულია ჰალუცინაციებთან და ცნობიერების აშლილობის სიმპტომებთან. პოსტმარკეტინგულ კვლევებში ეს სიმპტომები დაფიქსირდა რაზალექტით ნამკურნალევ პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში.  თუ გამოგივლინდათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც ამ ინსტრუქციაში არ არის მითითებული, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პარაცეტამოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პარაცეტამოლის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები:• პარაცეტამოლი იშვიათად იწვევს გვერდით ეფექტს, რომელიც როგორც წესი, მსუბუქი ხასიათისაა. • კანზე გამონაყარი და სხვა ჰიპერმგრძნობიარე რეაქციები იშვიათად ვლინდება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კესტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კესტინის გვერდითი მოვლენებია: არასასურველი გვერდითი რეაქციების კლასიფიკაცია განვითარების სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100, <1/10); არახშირი (>1/1000, <1/100); იშვიათი (>1/10 000, <1/1 000); ძალიან იშვიათი (1/10 000, ერთეული მონაცემების ჩათვლით); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია). იშვიათი – ძილიანობა – პირის სიმშრალე ძალიან იშვიათი – ნევროტულობა, უძილობა, თავბრუსხვევა, ჰიპოესთეზია, თავის ტკივილი. – გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია – დისპეპსია, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი – ღვიძლის ფერმენტების დონის დარღვევა – მენსტრუალური ციკლის დარღვევა – შეშუპება, ასთენიური სინდრომი – ჭინჭრის ციება, გამონაყარი, დერმატიტი

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნუროფენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნუროფენის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, ანორექსია, დისკომფორტის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, დიარეა; შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება იშვიათად სისხლდენით; ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრსუხვევა, უძილობა, აგზნება; ალერგიული რეაქციები: კანის ალერგიული რეაქციები, კვინკეს შეშუპება; სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპასტიური სინდრომი; მხედველობის მხრივ: მხედველობის დარღვევა (ფერადი მხედველობის დარღვევა, სკოტომა, ამბლიოპია). გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კლონიდინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლონიდინის გვერდითი მოვლენებია: პირის ღრუს სიმშრალე, ცხვირის სუნთქვის გაძნელება, დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა, ფსიქიური და მოტორული რეაქციების სიჩქარის შენელება. იშვიათად – ნევროზული მდგომარეობა, მოუსვენრობა, ყაბზობა, კუჭის წვენის სეკრეციის დაქვეითება, დეპრესია, ბრადიკარდია, ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია. პრეპარატის ვენაში შეყვანისას შესაძლებელია ორთოსტატული ჰიპოტენზია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ენდოქსანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ენდოქსანის გვერდითი მოვლენებია:  გამოვლინებები სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია ან ანემია.  კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ანორექსია, აბდომინურ მიდამოში ტკივილი ან იშვიათად დისკომფორტი, დიარეა, ჰემორაგიული კოლიტი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულის განვითარება, სიყვითლე.  კანის მხრივ: ხშირად ალოპეცია, კანზე გამონაყარი, პიგმენტაცია და ფრჩხილების ცვლილება. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ჰემორაგიული ურეთრიტი/ცისტიტი და თირკმლის მილაკების ნეკროზი, რომლებიც ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, შარდის ბუშტის ფიბროზი, შარდის ბუშტის ატიპიური ეპითელური უჯრედების აღმოჩენა. იმუნოსუპრესიის დროს შესაძლებელია მძიმე ინფექციების განვითარება. ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი, პროტოზოული ან ჰელმინთური დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატის დანიშვნა რ არის რეკომენდებული.  კარდიოტოკსიკურობის ნიშნები: გულის შეგუბებითი უკმარისობა ლეტალური გამოსავალით, მძიმე მიოკარდიტი, ძლიერდება დოქსორუბიცინის კარდიოტოქსიური მოქმედება. სასუნთქი გზების მხრივ: ფილტვების ინტერსტიციული ფიბროზი.  რეპროდუქციული სისტემების მხრივ: ოოგენეზისა და სპერმატოგენეზის დარღვევა,

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დისგრენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დისგრენის გვერდითი მოვლენებია: ყველა პრეპარატის მსგავსად, დისგრენიც იწვევს გვერდით მოვლენებს. ყველაზე ხშირად ვლინდება კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნება. ასევე შეიძლება აღინიშნოს თავის ტკივილი, გულისრევა (გულისრევის შეგრძნება), ყაბზობა, პირღებინება, მუცლის შებერილობა ან დიარეა, ტკივილი მუცლის არეში. აღნიშნული სიმპტომები ზომიერი ხასიათისაა და ქრება რამდენიმე დღეში, თუ არ შეწყვეტთ მკურნალობას. საკვებთან ერთად დისგრენის მიღებისას მცირდება ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის ალბათობა, რომლებიც გავლენას ახდენენ მონელებაზე. ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს გასტროინტესტინალური სისხლდენა, სისხლი შარდში, ჩალურჯებები, სისხლდენა ცხვირიდან, სისხლდენა ღრძილებიდან და ცერებრალური ჰემორაგიები. გარდა ამისა, მზის სხივების ზემოქმედების შედეგად აღინიშნა კანის ალერგიული რეაქციების ცალკეული შემთხვევები.  თუ რომელიმე ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი დროთა განმავლობაში გაძლიერდა ან ხანგრძლივად აღინიშნა, შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს. ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც აღწერილი არ არის წინამდებარე ინსტრუქციის ფურცელში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დოქსილეკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დოქსილეკის გვერდითი მოვლენებია:  არ აღინიშნება

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ესცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ესცინის გვერდითი მოვლენებია: ♦ ალერგიული რეაქციები – კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება; ♦ ანგიონევროზული შეშუპება; ♦ იშვიათად – ანაფილაქსიური შოკი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები