Author Archives: preparatebi

იცით კეტონალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კეტონალის გვერდითი მოვლენებია:    საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, მეტეორიზმი, ტკივილი მუცელში, დიარეა, ღებინება; იშვიათად – სისხლდენა კნტ-დან. ცნს-ის მხრივ: იშვიათად – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ხმაური ყურებში. ალერგიული რეაქციები: იშვიათად – ქავილი, ურტიკარია. ადგილობრივი რეაქციები: სუპოზიტორიების გამოყენებისას – წვის შეგრძნება, ტენეზმები. სხვა: ტრანზიტორული დიზურია, ასთენია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ხოლოსასს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ხოლოსასის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

პროსპანი / Prospan ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პროსპანი –  იმის გამო, რომ არ არსებობს არანაირი მონაცემი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ, მისი მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. 

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ამიბაკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამიბაკის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, სისხლში ღვიძლის ტრანსამინაზების კონცენტრაციის მომატება, ჰიპერბილირუბინემია. ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ცხელება, იშვიათად _ კვინკეს შეშუპება. ცენტრალური და პერიფერული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, ნერვ-კუნთოვანი გამტარობის დარღვევა, სმენის დაქვეითება შეუქცევადი სიყრუის განვითარებამდეც კი, ვესტიბულარული დარღვევები. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ოლიგურია, პროტეინურია, მიკროჰემატურია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ფლუპამიდი – სანოველი / FLUPAMID – sanovel ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფლუპამიდი სანოველი –  ინდაპამიდის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, მათ შორის “ორსულთა ფიზიოლოგიური” შეშუპების სამკურნალოდ არ არის რეკომენდებული. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ დიურეზულმა საშუალებებმა შესაძლებელია გამოიწვიონ ფეტოპლაცენტარული იშემია, რაც თავის მხრივ ნაყოფის განვითარების პროცესს შეუშლის ხელს. იმის გამო, რომ ინდაპამიდი გამოიყოფა დედის რძეში, მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით მარლეოქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მარლეოქსის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა, მადის დაკარგვა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ფსევდომემბრანული კოლიტი, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, ჰიპერბილირუბინემია, ჰეპატიტი, დისბაქტერიოზი; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება, სისხლძარღვოვანი კოლაფსი, ტაქიკარდია, ძალიან იშვიათად – მოციმციმე არითმია; ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპოგლიკემია (მადის მომატება, ოფლიანობა, კანკალი); ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ზოგადი სისუსტე, ძილიანობა, ძილის დარღვევა, ტრემორი, მოუსვენრობა, პარესთეზიები, შიშის შეგრძნება, ჰალუცინაციები, ცნობიერების დაბინდვა, დეპრესია, მოძრაობის დარღვევა, ეპილეფსიური ტიპის კრუნჩხვითი შეტევები; მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: მხედველობის, სმენის, გემოსა და ყნოსვის დარღვევა, ტაქტილური მგრძნობელობის დაქვეითება; საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ართრალგია, მიალგია, კუნთების სისუსტე; შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: სისხლის შრატში კრეატინინის დონის მატება, ინტერსტიციური ნეფრიტი, თირკმლის მწვავე უკმარისობა; სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ეოზინოფილია, ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, ჰემორაგიები; ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: კანის ჰიპერემია და ქავილი, კანისა და ლორწოვანი გარსების შეშუპება, ჭინჭრის ციება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ბრონქოსპაზმი, სუნთქვის გაძნელება, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი, ალერგიული პნევმონიტი, ვასკულიტი;

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

მონო მაკი – MONO-MACK ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

მონო მაკი –  ორსულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ცხოველებზე დაკვირვებით პრეპარატის ემბრიოტოქსიკურობა არ იქნა დადგენილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ლაციპილი / LACIPIL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ლაციპილი –   ორსულებში ლაციპილის უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს.  ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა ტერატოგენული ეფექტები ან ზრდის დარღვევა (იხილეთ პრე-კლინიკური უსაფრთხოების მონაცემები).  ლაციპილის გამოყენება ორსულებში შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც დედისთვის მიყენებული სარგებელი აჭარბებს ნაყოფისთვის მიყენებულ პოტენციურ ზიანს.  გათვალისწინებული უნდა იყოს იმის შესაძლებლობა, რომ ლაციპილი შეიძლება იწვევდეს საშვილოსნოს კუნთების რელაქსაციას ორსულობის ბოლოს. (იხილე პრე-კლინიკური უსაფრთხოების მონაცემები).  რძის გამოყოფასთან დაკავშირებით, ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ შესაძლოა, ლაციდიპინი (ან მისი მეტაბოლიტები) გამოიყონ დედის რძეში. ლაციპილის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ მაშინ როდესაც დიდი პოტენციური სარგებელი აჭარბებს ნაყოფზე ან ახალშობილზე მიყენებულ პოტენციურ ზიანს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ავეზოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ავეზოლის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული და იმუნოპათოლოგიური რეაქციები: ჰიპერთერმია, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, კანის ქავილი, ბრონქოსპაზმი, ეოზინოფილია, ანგიონევროზული შეშუპება, ართრალგია, ანაფილაქსიური შოკი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი, იშვიათად – ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი; შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის მაღალი დოზით მკურნალობისას (6 გ) – ნეფროტოქსიკური მოვლენები (ამ შემთხვევაში დოზა მცირდება, მკურნალობის პროცესი მიმდინარეობს სისხლში შარდოვანას აზოტისა და კრეატინინის კონცენტრაციის დინამიკის კონტროლის ქვეშ); ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, თრომბოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, პროთრომბინის დროის გახანგრძლივება, კუმბსის დადებითი რეაქცია, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება, ჰიპერკრეატინინემია;  ადგილობრივი რეაქციები: შესაძლებელია – მტკივნეულობა კუნთში პრეპარატის შეყვანის ადგილას, ინტრავენური შეყვანისას – ფლებიტის განვითარება;  სხვა: კრუნჩხვები, პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას – დისბაქტერიოზი, ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტული შტამებით გამოწვეული სუპერინფექცია, კანდიდამიკოზი (კანდიდოზური სტომატიტის ჩათვლით).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით იმუნოკინდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იმუნოკინდის გვერდითი მოვლენებია:  არ არის ცნობილი პრეპარატის გვერდითი ეფექტების შესახებ. პრეპარატის მიღებისას თუ შეამჩნიეთ რომელიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს.  შენიშვნა: ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალების მიღებისას შესაძლებელია დაავადების არსებული სიმპტომების გარდამავალი გაძლიერება (პირველადი გაუარესება); ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები