Author Archives: preparatebi

იცით ფოკუსინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფოკუსინის გვერდითი მოვლენებია: იშვიათად – თავის ტკივილი, თავბრუ, ასტჰენია, ძილის დარღვევა (ძილიანობა ან უძილობა), რეტროგრადული ეაკულაცია, ლიბიდოს დაქვეითება, ტკივილი წელში, რინიტი, გულისრევა, ღებინება, შეკრულობა ან ფაღარათი. ერთეულ შემთხვევებში – ორთოსტატული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, ტკივილი გულმკერდში. ძალიან იშვიათ შემთხვევებში – ჰიპერმგრძნებოლობის რეაქციები (კანზე გამონაყარი, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ნაკომი – NAKOM ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნაკომი – უკუჩვენებები: პრეპარატი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში: * დახურულკუთხოვანი გლაუკომა; *მაო-ს ინჰიბიტორებთან კომბინაციაში; * მონოამინოქსიდაზას (მაო-ს) ინჰიბიტორების გამოყენება უნდა შეწყდეს ნაკომის დანიშვნამდე 2 კვირით ადრე; * ორსულობა და ლაქტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ანგინოვაგს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანგინოვაგის გვერდითი მოვლენებია: არ არის ცნობილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ლეპონექსი – LEPONEX ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ლეპონექსი –  * რეპროდუქტიულობის გამოკვლევისას ცხოველებზე არ შეიმჩნეოდა რაიმე ნიშანი ფერტილურობის დარღვევისა ან ნაყოფზე კლოზაპინის უარყოფითი ზემოქმედება. მაგრამ, მაინც ვერ დადგინდა ლეპონექსის გამოყენების უსაფრთხოება ფეხმძიმე ქალებში, ამიტომ პრეპარატი უნდა დაენიშნოს ფეხმძიმე ქალებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის მოსალოდნელი ეფექტი აშკარად აღემატება შესაძლებელ რისკს. * ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევები საშუალებას გვაძლევენ ვივარაუდოთ, რომ კლოზაპინი აღწევს დედის რძეში, ამიტომ იმ დედებმა, რომლებიც ღებულობენ ლეპონექსს. უნდა შეწყვიტონ ძუძუთი კვება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ლუვიტანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლუვიტანის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება შესაძლებელია  ალერგიული რეაქციები პრეპარატების შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ძილის დარღვევები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით აკრეტანი-სანოველს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აკრეტანი-სანოველის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები ძირითადად უმნიშვნელოა და არ მოითხოვს პრეპარატის მოხსნას.  მონტელუკასტის ეფექტურობა შესწავლილია 2-5 წლის ასაკის ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატის ერთჯერად ან მრავალჯერად დოზას. კლინიკური კვლევებით დადგინდა, რომ მონტელუკასტის 4 მგ ერთჯერადი დოზა ძილის წინ, კარგად გადაიტანება. 2-5 წლის ასაკის ბავშვების 2%-ზე მეტს მონტელუკასტის მიღებისას პლაცებოსთან შედარებით ხშირად გამოვლინდა შემდეგი გვერდითი ეფექტები: სხეულის ტემპერატურის მომატება, ხველა, ტკივილი მუცელში, დიარეა, თავის ტკივილი, სურდო, სინუსიტი, ოტიტი, გრიპი, გამონაყარი, ყურის ტკივილი, გასტროენტერიტი, ეგზემა, ჭინჭრის ციება, წითელი ქარი, პნევმონია, დერმატიტი, კონიუქტივიტი. პოსტმარკეტინგული კვლევები: პოსტმარკეტინგული კვლევებისას შეინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, ჭინჭრის ციება, იშვიათად – ღვიძლის ეოზინოფილური ინფილტრაცია), ანომალური სიზმრები, ძილიანობა, აგზნებადობა, მოუსვენრობა, უძილობა, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, ფაღარათი, ძალიან იშვიათად – პანკრეატიტი, კრუნჩხვები, მიალგია, სისხლდენა, ჰემატომები, შეშუპება.  გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ისმიჟენი / ISMIGEN® ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ისმიჟენი – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ისმიჟენის ტოქსიკური ეფექტები გამოვლენილი არ არის, ორსულობის ან მოსალოდნელი ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში რეკომენდებულია პრეპარატის მიღებისგან თავშეკავება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ალერგოკრომს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალერგოკრომის გვერდითი მოვლენებია: როგორც ყველა პრეპარატს ალერგოკრომსაც შეიძლება გამოუვლინდეს გვერდითი მოვლენები, რაც ყველა შემთხვევაში არ გვხვდება. გვერდითი მოვლენების გამოვლენის სიხშირის დამუშავებისას მივიღეთ შემდეგი კატეგორიები: ძალიან ხშირად: 1-ზე მეტსი ყოველი 10 შემტხვევიდან ხშირად: 1-დან 10-მდე 100-დან ხანდახან: 1-დან 10-მდე 1000-დან იშვიათად: 1-დან 10-მდე 10.000-დან ძალიან იშვიათად: 1-ზე ნაკლებში 10.000-დან  უცნობია: მითითებული ვადის დარღვევის შემთხვევაში გართულებების არსებობა   შესაძლო გვერდითი მოვლენები: შეიძლება შეგვხვდეს თვალების წვა, კონიუქტივის შესიება, უცხო სხეულის შეგრძნება, ასევე კონიუქტივალური ჰიპერემია.ძალიან იშვიათად შეიძლება შეგვხვდეს გენერალი ზირებული ანაფილაქსიური რეაქციები ბრონქოსპაზმით, რაც დაკავშირებულია ნატრიუმის კრომოგლიკატით თერაპიასთან. Aალერგიული ჩივილები ქრება სპონტანურად. ალერგოკრომის მიმართ მომატებულ მგრძნობელობაზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ჩააყენეთ საქმის კურსში თქვენი ექიმი, ან ფარმაცევტი, თუ აღმოცენებული გვერდითი მოვლენების მიმდინარეობა გახანგრძლივდება, ან შეგხვდება ისეთი გვერდითი მოვლენები,რაც არაა ინსტრუქციაში მითითებული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფაქტივს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფაქტივის გვერდითი მოვლენებია: სპეციალური მდგომარეობები  თირკმლის უკმარისობა: თუ კრეატინინის კლირენსი >40 მლ/წთ, ასეთ პაციენტებში პრეპარატის დოზის ცვლილება საჭირო არ არის. თუ კრეატინინის კლირენსი ≤40 მლ/წთ,  რეკომენდებულია დოზის შემცირება.  ფაქტივის რეკომენდებული დოზები თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში: ჩასასმელია ცხრილი  პაციენტებმა, რომლებიც საჭიროებენ რუტინულ ჰემოდიალიზს ან მუდმივ ამბულატორიულ პერიტონეალურ დიალიზს (CAPD), უნდა მიიღონ 160 მგ ყოველ 24 საათში.  ღვიძლის უკმარისობა: ნებისმიერი სიმძიმის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის ცვლილება საჭირო არ არის.  თუ ფიქრობთ, რომ ფაქტივის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.  თუ დაგავიწყდათ ფაქტივის მიღება: არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.  თუ ამთავრებთ ფაქტივის მიღებას: ფაქტივით მკურნალობის დამთავრების ან შეწყვეტის შემდეგ რაიმე ნეგატიური ეფექტი მოსალოდნელი არ არის.  შესაძლო გვერდითი ეფექტები: როგორც ყველა პრეპარატის შემთხვევაში, გვერდითი ეფექტები შეიძლება გაჩნდეს პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარე არიან ფაქტივის ინგრედიენტების მიმართ.  თუ შენიშნავთ რომელიმე ჩამოთვლილს, შეწყვიტეთ ფაქტივის მიღება და მიმართეთ ექიმს ან თქვენი უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი თერაპიის განყოფილებას: – სახის, ენის ან ტუჩების შეშუპება; – სუნთქვის გაძნელება; – გამონაყარი ქავილით, გენერალიზებული ურტიკარიით. ესენი სერიოზული გვერდითი ეფექტებია.  თუ რომელიმე ეს ეფექტი განვითარდა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ალერგიული ხართ ფაქტივის მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.  ყველა ეს სერიოზული გვერდითი ეფექტი არის ძალიან იშვიათი. თუ შენიშნავთ ქვემოთ მოცემულ სიმპტომს, შეწყვიტეთ ფაქტივის მიღება და მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი თერაპიის განყოფილებას: – კუნთების სისუსტის გამწვავება (myasthenia gravis) თუ შენიშნავთ რომელიმე ჩამოთვლილ სიმპტომს, მიმართეთ ექიმს: – თავის ტკივილი; – მუცლის ტკივილი; – გულისრევა; – დიარეა; – ერითემა; – თავბრუსხვევა; – გულისრევა; – გემოვნების ცვლილება; – მგრძნობელობა სინათლეზე. ესენი ფაქტივის მსუბუქი გვერდითი მოვლენებია. თუ დააფიქსირებთ რომელიმე გვერდით ეფექტს, რომელიც ამ ინსტრუქციაში მოცემული არ არის, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლიდოკაინი 1% და 2%ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლიდოკაინი 1% და 2%-ის გვერდითი მოვლენებია: ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, შუილი ყურებში, ენის და პირის ღრუს ლორწოვანის დაბუჟება, იშვიათად – აღგზნებადობა, ეიფორია, დეზორიენტაცია, ტრემორი. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, გამტარებლობის დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები