Author Archives: preparatebi

ფრაქსიპარინი / FRAXIPARINE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფრაქსიპარინი –  აღნიშნული პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით კარდოლაქსს რა უკუჩვენებები აქვს?

კარდოლაქსის უკუჩვენებებია: II და III ხარისხის AV-ბლოკადა, სინოატრიალური ბლოკადა, გამოხატული ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირე წუთში 50 დარტყმაზე ნაკლები), არტერიული ჰიპოტენზია, გულის უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, კარდიოგენური შოკი, მეტაბოლური აციდოზი, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გამოხატული დარღვევები, დადასტურებული მომატებული მგრძნობელობა მეტოპროლოლის ან სხვა ბეტა-ადრენობლოკატორების მიმართ (ჯვარედინი მგრძნობელობა კლასის ფარგლებში).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

ვენლაგამა რეტარდი / Venlagamma® retard ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ვენლაგამა რეტარდი –  ორსულობა. აცნობეთ ექიმს დაუყონებლივ თუ დაორსულდით ან გეგმავთ დაორსულებას ვენლაგამა რეტარდული 75 მგ-ით მკურნალობის პერიოდში. ორსულობის დროს ვენლაგამა რეტარდული 75 მგ-ით მკურნალობის შესახებ არ არსებობს მონაცემები. არ შეიძლება ვენლაგამა რეტარდული 75 მგ-ის მიღება ორსულობის დროს, თუ ამას ექიმი არ ჩათვლის აუცილებლად საჭიროდ. თუ მიიღებთ ვენლაგამა რეტარდული 75 მგ-ს მშობიარობის პერიოდისათვის, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, რადგან შესაძლოა ახალშობილს აღენიშნებოდეს ანთებითი პროცესები. ლაქტაციის პერიოდი. ვენლაფაქსინი და მისი დაშლის პროდუქტი გადადის დედის რძეში. არსებობს საშიშროება, რომ იგი გავლენას იქონიებს ახალშობილზე. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას გააგრძელოთ თუ არა მკურნალობა ვენლაგამათი ლაქტაციის პერიოდში. მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით კარდოგრელი®-ს რა უკუჩვენებები აქვს?

კარდოგრელის უკუჩვენებებია: * ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) კლოპიდოგრელის ან კარდოგრელის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ; * ისეთი დაავადებების არსებობა, რომელთაც თან ახლავს სისხლდენები, მაგალითად კუჭის წყლული ან სისხლჩაქცევები ტვინში; * ღვიძლის მძიმე დაავადებები; თუ თვლით, რომ ზემოთ აღნიშნულიდან რომელიმე გეხებათ თქვენ ან რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, პრეპარატის გამოყენების წინ მიმართეთ ექიმს რჩევისათვის. თუ ქვემოთ მოყვანილი ნებისმიერი მდგომარეობიდან გეხებათ თქვენ, კარდოგრელის ტაბლეტების მიღებამდე ანდა აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს: * სისხლდენის განვითარების საშიშროების არსებობა, მაგალითად: • დაავადებები შინაგანი სისხლდენების რისკით (მაგალითად კუჭის წყლული); • დარღვევები სისხლის მხრივ შინაგანი სისხლდენებისადმი მიდრეკილებით (სისხლჩაქვევები ორგანიზმის ნებისმიერ ქსოვილში, ორგანოსა თუ სახსარში); • ახლად გადატანილი მძიმე ტრავმა; • ახლად გადატანილი ქირურგიული ჩარევა (მათ შორის სტომატოლოგიური); • შვიდი დღის განმავლობაში დაგეგმილი ქირუგიული ჩარევა (მათ შორის სტომატოლოგიური); – თუ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში აღინიშნებოდა აღინიშნებოდა შედედება თავის ტვინის არტერიებში (იშემიური ინსულტი); – თუ ღებულობთ სხვა მკურნალობას (იხ. “სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება”); – თირკმლების ან ღვიძლის დაავადებები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით აგაპურინ რეტარდს რა უკუჩვენებები აქვს?

აგაპურინ რეტარდის უკუჩვენებებია: აგაპურინ რეტარდში შემავალი ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; პორფირია; მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი; მასიური ჰემორაგია; სისხლჩაქცევები თვალის ბადურაში; მწვავე ჰემორაგიული ინსულტი; კორონარული ან ცერებრალური ათეროსკლეროზი; ძლიერი არითმია; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება გამოკვლევებით არ არის დადგენილი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით კარბოპლატინი ებევე-ს რა უკუჩვენებები აქვს?

კარბოპლატინი ებევეს უკუჩვენებებია: • მომატებული მგრძნობელობა კარბოპლატინის და სხვა პლატინის  შემცველი ნაერთების მიმართ; • თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები (15 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსი); • გამოხატული მიელოსუპრესია; • ჭარბი სისხლდენები; • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; • ბავშვის ასაკი (უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილია არასაკმარისად).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

ტარკა – TARKA ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ტარკა –  ტარკას გამოყენება ორსულობის პერიოდში უკუნაჩვენებია. ორსულობის პერიოდში ტარკას უსაფრთხო გამოყენება არ დასტურდება. ამას გარდა, იყო შემთხვევები ფილტვების ნეონატალური ჰიპოპლაზიის, მუცლად ყოფნის დროს ნაყოფის განვითარების შეჩერების, ღია არტერიული სადინარისა და ქალას ჰიპოპლაზიის შესახებ, როგორც ნაყოფზე აგფ ინჰიბიტორების მოქმედების შედეგი. ეპიდემილოგიური მონაცემები ტერატოგენურობის რისკის განვითარების შესახებ, გამოწვეული აგფ ინჰიბიტორების ზემოქმედებით ორსულობის I ტრიმესტრის დროს, არ იყო დამაჯერებლი; ამას გარდა, რისკის უმნიშვნელო გაზრდა არ შეიძლება გამორიცხული იყოს. პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, აუცილებელია შეცვალონ აღნიშნული პრეპარატი სხვა ანტიჰიპერტენზიული სამკურნალო საშუალებით, ორსულობისას უსაფრთხო გამოყენების პროფილი, რომელიც დადგენილია, იმ შემთხვევების გამოკლებით, როცა აგფ ინჰიბიტორების თერაპიის გაგრძელება აუცილებელია. ორსულობის დადგენისას აუცილებელია აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა დაუყოვნებლივ შეწყდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დაინიშნოს ალტერნატიული მკურნალობა. ცნობილია, რომ აგფ ინჰიბიტორების გამოყენება ორსულობის II და III ტრიმესტრის დროს, შეიძლება გამოიწვიოს ადამიანში ფეტოტოქსიურობა (თირკმელების ფუნქციის გაუარესება, ოლიგოჰიდრამნიონი, ქალას ოსიფიკაციის შეჩერება) და ნეონატალური ტოქსიკურობა (თირკმელის უკმარისობა, არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია). ტრანდორაპრილის გამოყენებისას ორსულობის II ტრიმესტრში აუცილებელია ჩატარდეს თირკმელების ფუნქციისა და ქალის ძვლების ულტრაბგერითი გამოკვლევა. ჩვილები, რომელთა მშობლები იყენებდნენ აგფ ინჰიბიტორებს, უნდა იყვნენ გასინჯულნი არტერიული ჰიპოტენზიის გამოვლენის შემთხვევაზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ვაგინორმ – C® – VAGINORM – C® ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ვაგინორმ C® –  ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენები არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ბრილინტა / BRILINTA ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ბრილინტა – უკუჩვენებები: ორსულობა ნებისმიერ დროს და ძუძუთი კვებაზე, რადგან განვითარებული ნაყოფის პრეპარატის გვერდითი ეფექტების რისკი არსებობს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ლიზინოპრილს რა უკუჩვენებები აქვს?

ლიზინოპრილის უკუჩვენებებია: * მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ; * თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები; * თირკმელების არტერიების ორმხრივი სტენოზი ან ერთ-ერთი თირკმლის არტერიის სტენოზი * პროგრესირებადი აზოტემიით; * მდგომარეობა თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ; * აზოტემია; * ჰიპერკალიემია; * პირველადი ალდოსტერონიზმი; * აორტის შესართავის სტენოზი და სისხლის მიმოქცევის ანალოგიური დაბრკოლება; * თანდაყოლილი კვინკეს შეშუპება; * ფეხმძიმობა და ლაქტაცია; * ბავშვები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები