Author Archives: preparatebi

იცით კოკარნიტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კოკარნიტის გვერდითი მოვლენებია: შესაძლოა აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობა იმ ავადმყოფებში, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა თიამინის ან ციანოკობალამინის მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვინერს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვინერის გვერდითი მოვლენებია:   ნერვული სისტემის მხრივ: მომატებული გაღიზიანებადობა, აგზნებადობა, ჰიპერკინეზია, ატაქსია, ძილის დარღვევა, შფოთვა, ტრემორი, წონასწორობის დარღვევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, დეპრესია; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსიური მოვლენები; ალერგიული რეაქციები: მომატებული მგრძნობელობა, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება; სხვა: სხეულის მასის მომატება, სისუსტე. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რანფერონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რანფერონის გვერდითი მოვლენებია:  შესაძლებელია პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა მუცლის არეში ტკივილის, პირღებინების, გულისრევის შეგრძნების, ფაღარათის ან ყაბზობის სახით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით როფლოქსანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როფლოქსანის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა, დიარეა, მეტეორიზმი, აბდომინური ტკივილები, ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი. ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მოძრაობების უზუსტობა, ტრემორი, კრუნჩხვა, კიდურების დაბუჟება და პარესთეზია, კოშმარული სიზმრები, ფსიქოზური რეაქციები, შფოთვა, მომატებული აღგზნებულობა, ფობია, დეპრესია, გონების დაბინდვა, ჰალუცინაციები, ქალასშიდა წნევის მომატება. ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ტენდინიტი, მიალგია, ართრალგია, ტენდოსინოვიტი, მყესების გაწყვეტა. მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: ფერების აღქმის დარღვევა, დიპლოპია, გემოვნების, ყნოსვის, სმენის და წონასწორობის დარღვევა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაცემა (აღინიშნება ვენაში შეყვანისას; არტერიული წნევის დაქვეითების სიმპტომის გამოვლენისას პრეპარატის შეყვანა წყდება), ვასკულიტი, კოლაფსი. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ბრონქო – სპაზმი, ფოტოსენსიბილიზაცია, ანაფილაქსიური შოკი.  დერმატოლოგიური რეაქციები: წერტილოვანი სისხლჩაქცევა (პეტექიები), ბულოზური ჰემორაგიული დერმატიტი, პაპულოზური გამონაყარი ქერქით. სისხლის წარმომქმნელი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ანემია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, ჰემოლიზური და აპლასტური ანემია. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: მწვავე ინტერსტიციური ნეფრიტი, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ჰიპერკრეატინინემია, შარდოვანის შემცველობის მომატება. სხვა: დისბაქტერიოზი, სუპერინფექცია, ჰიპოგლიკემია (შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში), ვაგინიტი. ადგილობრივი რეაქციები: ტკივილი და სიწითლე შეყვანის ადგილას, ცალკეულ შემთხვევებში – თრომბოფლებიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დოენზა–სანოველს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დოენზა–სანოველის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება: დონეპეზილის მიღებასთან დაკავშირებული შედარებით გავრცელებული გვერდითი მოვლენები: ა: გულისრევა, დიარეა, უძილობა, ღებინება, კრუნჩხვები, დაღლილობა და მადის დაკარგვა. აღნიშნული გვერდითი მოვლენები: ძირითადად უმნიშვნელოა, ატარებს შექცევად ხასიათს და გაივლის მკურნალობის გაგრძელებისას დოზის კორექციის გარეშე. პლაცებო-კონტროლირებადი გამოკვლევებისას პაციენტების 2%-ზე მეტში, რომლებიც იღებენ დონეპეზილს, აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები: მათთან შედარებით, ვინც იღებდა პლაცებოს. ზოგადი: თავის ტკივილი, სხვადასხვა ლოკალიზაციის ტკივილი, გადაღლა. გულ–სისხლძარღვთა სისტემა: გულისწასვლა. საჭმლის მომნელებელი სისტემა: გულისრევა, ფაღარათი, ღებინება, მადის დაკარგვა. სისხლის სისტემა: ეკქიმოზი. ნივთიერებათა ცვლა: სხეულის მასის შემცირება. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა: კრუნჩხვები, ართრიტი. ნერვული სისტემა: უძილობა, თავბრუსხვევა, დეპრესია, ანომალური სიზმრები, ძილიანობა. შარდ–სასქესო სისტემა: შარდვის გახშირება. გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მეტსილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მეტსილის გვერდითი მოვლენებია:  მეტსილის წვეთების ორალური მიღებისას არ აღინიშნება რაიმე სახის გვერდითი მოვლენები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პროპილთიოურაცილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პროპილთიოურაცილის გვერდითი მოვლენებია:  იშვიათი: აგრანულოციტოზი, ტკივილი კუჭის არეში, ართრალგია, პარესთეზია, ფარისებრი ჯირკვლის ზომაში მომატება, ალერგიული რეაქცია (კანზე გამონაყარი, ურტიკარია); ძალიან იშვიათად (მაღალი დოზებით გამოყენებისას) – ღვიძლის დაზიანება, ტრანზიტორული ქოლესტაზი, თრომბოციტოპენია, ლიმფადენოპათია; ცალკეულ შემთხვევებში – ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევა, პოლიართრიტი, გემოს და ყნოსვის შეგრძნების დარღვევა, ვასკულიტი, წითელი მგლურასმაგვარი სინდრომი, კვანძოვანი პერიარტერიტი, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, ერითროპოეზის დარღვევა, ჰემოლიზი, კუმბსის დადებითი რეაქცია, ინტერსტიციული პნევმონია, პერიფერიული შეშუპება, ალოპეცია. პროპილთიოურაცილით მკურნალობის პროცესში შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის ზომაში მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კლოპიქსოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლოპიქსოლის გვერდითი მოვლენებია:  ნერვული სისტემის მხრივ: შესაძლებელია ექსტრაპირამიდული სიმპტომების განვითარება, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე. უმრავლეს შემთხვევაში ის კორიგირდება დოზირების შემცირებით და/ან ანტიპარკინსონური პრეპარატების დანიშვნით, მაგრამ დასახელებული პრეპარატების რეგულარული პროფილაქტიკური გამოყენება არ არის რეკომენდებული. იშვიათ შემთხვევებში ხანგრძლივი თერაპიისას პაციენტს შეიძლება განუვითარდეს დაგვიანებული დისკინეზია. ანტიპარკინსონული პრეპარატები არ აუქმებენ მის სიმპტომებს. რეკომენდებულია დოზირების შემცირება, ან თუ ეს შესაძლებელია, თერაპიის შეწყვეტა. ფსიქიკური მოქმედების მხრივ: ძილიანობა საწყის სტადიაზე. ვეგეტატიური ნერვული სისტემის, გულისა და სისლხლძარღვების სისტემის მხრივ: სიმშრალე პირის ღრუში, აკომოდაციის დარღვევა, შარდის შეკავება, ყაბზობა, ტაქიკარდია, ორტოსტატიკური ჰიპოტენზია და თავბრუსხვევა. ღვიძლის მხრივ: იშვიათად შეიმჩნევა მცირე ცვლილებები ღვიძლის სინჯებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კეტანოვს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კეტანოვის გვერდითი მოვლენებია:  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: სტომატიტი, ღებინება, შეკრულობა, დისპეფსია, გასტრიტი, კნტ-ის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, სიმშრალე პირის ღრუში. ცნს-ის მხრივ: ძილიანობა, თავბრუსხვევა, ნერვიულობა, პარესტეზია. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: გახშირებული შარდდენა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ნეფროლოგიური სინდრომი, ინტერსტიციალური ნეფრიტი. ნივთიერებათა ცვლის მხრივ: სისხლის პლაზმაში კრეატინინის და/ან შარდოვანას დონის მომატება. წყალ-ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: ჰიპოკალემია, ჰიპონატრიემია. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, არტერიული წნევის ცვლილებები. სისხლის შედედების მხრივ: ტრომბოციტოპენია, პურპურა, ჰემატომის წარმოქმნა, სისხლდენა ცხვირიდან, შედებების დროის გახანგრძლივება. სასუნთქი გზების მხრივ: ქოშინი. ალერგიული რეაქცია: ჭინჭრის ციება. სხვადასხვა: წყურვილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლევოგრას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლევოგრას გვერდითი მოვლენებია: ჩვეულებრივ ლევოფლოქსაცინი კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები: ს უმეტესობა ვლინდება მსუბუქი ან ზომიერად გამოხატული ფორმით. ალერგიული რეაქციები: ხანდახან: ქავილი და კანის გაწითლება. იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობის საერთო რეაქციები(ანაფილაქსიური რეაქცია) ისეთ სიმპტომებთან ერთად როგორიცაა: ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, იშვიათადი – კანისა და ლორწოვანი გარსის შეშუპება. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ღებინება, დიარეა; ზოგჯერ – უმადობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევები;  ნივთიერებათა ცვლის მხრივ: იშვიათად – ჰიპოგლიკემია; ცალკეულ შემთხვევებში – არსებული პორფირიის გამწვავება. ცნს-ისა და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, შებოჭილობა, ძილიანობა; იშვიათად – ხელის მტევნების პარესთეზიები, კანკალი, შფოთვა, შიშის შეგრძნება, კრუნჩხვები და გონების დაბინდვა; მხედველობისა და სმენის, გემოვნებისა და ყნოსვის დარღვევები, ტაქტილური მგრძნობელობის დაქვეითება.  გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება. ძალიან იშვიათად – სისხლძარღვოვანი კოლაფსი. ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: იშვიათად – მყესების დაზიანება, სახსრებისა და კუნთების ტკივილი. შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: იშვიათად – სისხლის შრატში კრეატინინის დონის მატება; ძალიან იშვიათად – თირკმელების ფუნქციის გაუარესება თირკმლის მწვავე უკმარისობამდე. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ზოგჯერ – ეოზინოფილია, ლეიკოპენია; იშვიათად – ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია; ძალიან იშვიათად – გამოხატული აგრანულოციტოზი (ახლავს სხეულის ტემპერატურის მდგრადი ან მორეციდივე ხასიათის მატება, ნუშისებრი ჯირკვლების ანთება და მდგომარეობის მყარი გაუარესება მძიმე ინფექციების შესაძლო განვითარებით).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები