Author Archives: preparatebi

იცით ომეპარი (ომეპრაზოლი) – ს რა უკუჩვენებები აქვს?

ომეპარის უკუჩვენებებია: პრეპარატი  უკუნაჩვენებია  ორსულობისა და  ლააქტაციის  დროს,  პრეპარატის  მიმართ მომატებული  მგრძნობელობის  შემთხვევაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

არიფამი / ARIFAM ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

არიფამი – ორსულობა და ძუძუთი კვება თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, აგრეთვე გაქვთ ორსულობაზე ეჭვი ან გეგმავთ ორსულობას ამ პრეპარტის მიღებამდე გაიარეთ თქვენი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.   მოცემული პრეპარტი ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის. თუ იგეგმება ორსულობა ან დგინდება ორსულობის ფაქტი, რაც შეიძლება ადრე უნდა განხორციელდეს ალტერნატულ თერაპიაზე გადასვლა.  თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ არიფამი არ უნდა მიიღოთ. თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ამას, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს აცნობეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ბრიტომარს რა უკუჩვენებები აქვს?

ბრიტომარის უკუჩვენებებია: – მომატებული მგრძნობელობა ტორასემიდის, სულფონილშარდოვანას ჯგუფის პრეპარატების ან ნებისიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ – ანურია – გალაქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობა, Lაპპ-ლაქტაზას ფერმენტის დეფიციტი (დაავადება, რომელიც აღინიშნება ლაპლანდიის მოსახლეობას შორის), გლუკოზას ან გალაქტოზას შეწოვის დარღვევები – ღვიძლის კომა პრეკომატოზური მდგომარეობა – ღვიძლის უკმარისობა მზარდი აზოტემიით – არითმიები – თირკმელების უკმარისობა სამკურნალო საშუალებების მიღების შემდეგ, რომლებიც იწვევენ თირკმელების დაზიანებას – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი – ბავშვთა და 18 წლამდე მოზარდობის ასაკი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ნებივორლდს რა უკუჩვენებები აქვს?

ნებივორლდის უკუჩვენებებია: – მომატებული მგრძნობელობა ნებივოლოლის ან პრეპარატის ერთ-ერთი კომპონენტის მიმართ; – გულის უკმარისობა (დეკომპენსაციის სტადიაში); – გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური აწ ნაკლები 90 მმ. ვწყ. სვ.); – სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, სინოაურიკულური ბლოკადის ჩათვლით; – ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები; – ბრადიკარდია (გშს <60 დარტყმა/წუთში); – ატრიოვენტრიკულური ბლოკადა II და III ხარისხის (რითმის ხელოვნური წამყვანის გარეშე); – ფეოქრომოციტომა; – მეტაბოლური აციდოზი; – კარდიოგენური შოკი; – ბრონქოსპაზმი და ბრონქული ასთმა ანამნეზში; – პერიფერიული სისხლძარღვვების მძიმე მაობლიტირებელი დაავადებები (ხანგამოშვებითი კოჭლობა, რეინოს სინდრომი); – მიასთენია; – დეპრესია. პრეპარატი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ თირკმლის უკმარისობის, შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის, ანამნეზში ალერგიული დაავადებების, ფსორიაზის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის, ასევე 75 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით კარდირატს რა უკუჩვენებები აქვს?

კარდირატის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ; გულის დეკომპენსირებული უკმარისობა (IV კლასი NYHA მიხედვით), რომელიც საჭიროებს ინოტროპული პრეპარატების ინტრავენურ შეყვანას; ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ბრონქოსპასტიური კომპონენტით; ბრონქული ასთმა; II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა; ბრადიკარდია (< 50 დარტყმა/წთ-ში); გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა < 85 მმ ვწყ. სვ.); კარდიოგენული შოკი; ღვიძლის დაზიანების კლინიკური მანიფესტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

ვაგიზოლი / Vagizol ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ვაგიზოლი –  პრეპარატის დანიშვნა უკუნაჩვენებია ორსულობის I ტრიმესტრში. პრეპარატის გამოყენება II და III ტრიმესტრებში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება ნაყოფისთვის რისკს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობისას სძუძუთი კვება უნდა შეწყდეს, ვინაიდან მეტრონიდაზოლი გადადის დედის რძეში. ძუძუთი კვების განახლება შეიძლება მკურნალობის დასრულებიდან 24-48 საათის შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ბრონქიკუმს რა უკუჩვენებები აქვს?

ბრონქიკუმის უკუჩვენებებია:: პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ინფორმაცია შაქრიანი დიაბეტით შეპყრობილი პაციენტებისათვის: 1 სუფრის კოვზი (15 მლ) შეესაბამება 1 პურის ერთეულს (პე), 1 ჩაის კოვზი (5 მლ) შეესაბამება 0.33პე-ს. 5 მლ (1 ჩაის კოვზი) ბრონხიკუმის ელიქსირი შეესაბამება 0.34 პე-ს. გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. ძალიან იშვიათად აღინიშნება კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება (მუცლის ზედა ნაწილში ტკივილი, გულისრევა, კუჭის ავსების შეგრძნება).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით კანამიცინს რა უკუჩვენებები აქვს?

კანამიცინის უკუჩვენებებია: * მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ; * თირკმელების ფუნქციის დარღვევა; * სმენის ნერვის ნევრიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

ტერბიზილი / TERBISIL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ტერბიზილი –  პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.  ორსულობა პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის.  ლაქტაცია  პრეპარატის მოქმედი ნივთიერება აღწევს ლაქტატში, ამიტომ პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის ძუძუთი კვების პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ცეფოტაქსიმ სანდოზი / CEFOTAXIM SANDOZ ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ცეფოტაქსიმ სანდოზი –  ორსულობა ორსულებში ცეფოტაქსიმის გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი. ექსპერიმენტები ცხოველებზე არ მიანიშნებს უშუალო ან ირიბი არასასურველი ეფექტების არსებობაზე რეპროდუქციულ ტოქსიკურობასთან მიმართებაში. თუმცა ორსულ ქალებთან მიმართებაში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები  არ არსებობს. ცეფოტაქსიმი აღწევს პლაცენტური ბარიერის გავლით. ამიტომ მისი მიღება არ შეიძლება ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოსალოდნელი რისკი აჭარბებს შესაძლო რისკს. ლაქტაცია ცეფოტაქსიმი აღწევს დედის რძეში. ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენებამ შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ჩვილის ნაწლავის ფლორაზე, რაც იწვევს დიარეის განვითარებას, საფუარისმაგვარი სოკოებით კოლონიზაციას და, ასევე სენსიბილიზაციას.  საჭიროა მეძუძური დედისთვის მკურნალობის მნიშვნელოვნების აწონ-დაწონა და ორიდან ერთ-ერთის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი