Author Archives: preparatebi

იცით დეკარისს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დეკარისის გვერდითი მოვლენებია: თავის ტკივილი, უძილობა, თავბრუსხვევა, გულისცემის შეგრძნება, კრუნჩხვები, დისპეფსიური მოვლენები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცელში, დიარეა. აღწერილია ცნს მხრივ განვითარებული მოვლენები (ენცეფალოპათია) 2-5 კვირის შემდეგ, აგრეთვე ალერგიული რეაქციები, (კანის გამონაყარი), კრუნჩხვები. პაციენტების უმრავლესობაში ეს მოვლენა იყო შექცევადი, გლუკოკორტიკოიდების ადრეული გამოყენება კი აუმჯობესებდა პროგნოზს.  ამ სიმპტომების დეკარისის მიღებასთან კავშირი საბოლოოდ სარწმუნო არ არის. დიდი დოზების გამოყენებისას ან ხანგრძლივი თერაპიისას შეიძლება აღინიშნოს ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ტრემორი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კლინდამიცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლინდამიცინის გვერდითი მოვლენებია: გულისრევა, ღებინება, ტკივილები მუცელში, ფაღარათი. შიგნით მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია ეზოფაგიტის მოვლენები; იშვიათად – შექცევადი ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია; თირკმლის ფუნქციის მოშლა, სისხლში ღვიძლის ტრანსამინაზებისა და ბილირუბინის დროებითი მატება. მაღალი დოზებით ხანგრძლივი მიღების შედეგად ფსევდომემბრანოზული კოლიტის განვითარებაა მოსალოდნელი. უიშვიათესად – ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ექსფოლიატიური დერმატიტი, კვინკეს შეშუპება, ცხელება; აღწერილია ანაფილაქსიური შოკის ერთეული შემთხვევებიც). ვენაში მაღალ დოზებში შეყვანის შედეგად მოსალოდნელია ფლებიტის განვითარება. ვენაში სწრაფმა შეყვანამ შეიძლება არტერიული წნევის დაქვეითება, თავბრუ და ზოგადი სისუსტე გამოიწვიოს, ხოლო კუნთებში შეყვანამ – ინფილტრატი, აბსცესები. ადგილობრივი ხმარების შედეგად მოსალოდნელია ცერვიციტი, ვაგინიტი ან ვულვოვაგინალური გაღიზიანება. გარეგანმა ხმარებამ შეიძლება ადგილობრივი გაღიზიანება და კონტაქტური დერმატიტი გამოიწვიოს. შეზღუდული სისტემური აბსორბციის გამო შესაძლებელია სისტემური გვერდითი მოვლენები: ც განვითარდეს, მათ შორის ფსევდომემბრანოზული კოლიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვაზონიტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვაზონიტის გვერდითი მოვლენებია:  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუჭის გადავსების შეგრძნება და ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში; ცნს-ის მხრივ: იშვიათად თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პრეპარატის დიდი დოზებით გამოყენებისას შესაძლებელია არტერიული წნევის დაქვეითება, ტაქიკარდია, სტენოკარდია, გულის რითმის დარღვევა, სახის ჰიპერემია; ალერგიული რეაქციები: ქავილი, კანზე გამონაყარი, ურტიკარია, კვინკეს შეშუპება, იშვიათად ანაფილაქსიური შოკი; სისხლის სურათის მხრივ:  იშვიათად სისხლდენა, თრომბოციტოპენია, აპლასტიური ანემია. ამიტომ პრეპარატით მკურნალობის პროცესში აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის პერიოდული კონტროლი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კლიმაქტოპლანი K-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლიმაქტოპლანი K-ის გვერდითი მოვლენებია: ძალიან იშვიათად შესაძლოა, პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ აუტანლობის რეაქციები გამოვლინდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კრალონინ ტროპფენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კრალონინ ტროპფენის გვერდითი მოვლენებია: არ გააჩნია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კეტოსპრეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კეტოსპრეის გვერდითი მოვლენებია:  დღემდე სპრეი კეტოსპრეის გამოყენებისას რაიმე გვერდითი ეფექტი არ აღნიშნულა. გვერდითი ეფექტის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კეტონალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კეტონალის გვერდითი მოვლენებია:  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, მეტეორიზმი, ტკივილი მუცელში, დიარეა, ღებინება; იშვიათად – სისხლდენა კნტ-დან. ცნს-ის მხრივ: იშვიათად – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ხმაური ყურებში. ალერგიული რეაქციები: იშვიათად – ქავილი, ურტიკარია. ადგილობრივი რეაქციები: სუპოზიტორიების გამოყენებისას – წვის შეგრძნება, ტენეზმები. სხვა: ტრანზიტორული დიზურია, ასთენია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ომესამი კიდსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ომესამი კიდსის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პანტაპს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პანტაპის  გვერდითი მოვლენებია: /არასასურველი რეაქციები: კლინიკური ცდებისას პანტროპრაზოლი საერთოდ კარგად გადაიტანება. იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს დროებითი დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი, გულისრევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მხედველობის დაბინდვა, გამონაყარი კანზე, ქავილი, მაღალი ტემპერატურა და შეშუპება. ქვემოთ, ორგანოთა სისტემის მიხედვით დამატებით ჩამოთვლილია ის არასასურველი რეაქციები, რომლებიც გამოვლინდა   პაციენტთა <1%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ პანტოპრაზოლით. უმრავლეს შემთხვევაში, ამ რეაცქიების კავშირი პანტოპრაზოლთან გაურკვეველი იყო. ალერგიული რეაქციები, გაციება, სახის შეშუპება, დარღვევები ელექტროკარდიოგრამაზე, ტკივილი გულ-მკერდის არეში, ანორექსია, აფთოზური სტომატიტი, კარდიოსპაზმი, კოლიტი, პირის სიმშრალე, გლუკოზურია, ბილიარული ტკივილი, ჰიპერბილირუბინემია, ტუტე-ფოსფატაზას და გამა-გლუტამილ-ტრანსპეპტიდაზა მომატებული დონეები, რკინის დეფიციტით გამოწვეული ანემია, ჰიპოქრომული ანემია, ართრიტი, ზურგის ტკივილი, სახსრების ტკივილი, მიალგია, აგზნება, ნევროზი, ძილის დარღვევა, ემოციური ლაბილურობა, ძილიანობა, დისფორია, ბრონქიტი, ლარინგიტი, ასთმა, ეპისტაქსი, სლოკინი, მხედველობის დაზიანება, ამბლიოპია, დიპლოპია, ყურის ტკივილი, გემოს დაკარგვა, ტინიტი, მკერდის ტკივილი, დისმენორეა, დიზურია, თირკმლის ტკივილი, საშარდე გზის დაზიანება. არასასურველი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ოდესტონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოდესტონის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია დიარეა, რომელიც დაკავშირებულია ნაღვლის სეკრეციის მომატებასთან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები