Author Archives: preparatebi

იცით სომაზინას რა უკუჩვენებები აქვს?

სომაზინას უკუჩვენებებია: არ უნდა იქნას გამოყენემული პარასიმპათური ტიპის ჰიპერტონიის დროს; აქტიურ სუბსტანციაზე ცნობილი ალერგიის დროს.    გაფრთხილება; მიმდინარე ინტრაკრანიული სისხლდენისას არ უნდა გადააჭარბოთ 1000მგ დღიურ დოზას და რეკომენდებულია ძალზე ნელი წვეთოვანი ვენური გადასხმა 30 წვეთი წუთში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ურსოსანს რა უკუჩვენებები აქვს?

ურსოსანის უკუჩვენებებია::: * მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ; * ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების მწვავე ანთებითი დაავადებები; * ღვიძლის ციროზი დეკომპენსაციის სტადიაში; * არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, კრონის  დაავადება; * თირკმელების ფუნქციის მკვეთრად გამოხატული დარღვევები; * ორსულობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ცეფალექსინს რა უკუჩვენებები აქვს?

ცეფალექსინის უკუჩვენებებია: ჰიპერმგრძნობელობა (მათ შორის სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკებისადმი), ბავშვთა ასაკი 3 წლამდე (კაფსულებითვის). sifrTxiliT – თირკმლის უკმარიისობა, ფსევდომემბრანული კოლიტი (ანამნეზში), ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ძუძუთა ასაკი (6 თვემდე-სუსპენზიისთვის).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება სტამლო-5?

სტამლო-5 გამოყენების ჩვენებებია: ჰიპერტენზია, ქრონიკული და ვაზოსპასტიური ტიპის სტენოკარდიები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ტერბონილი (ტაბლეტები)-ს რა უკუჩვენებები აქვს?

ტერბონილის უკუჩვენებებია:: ტერბონილის (ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი) ტაბლეტები უკუნაჩვენებია პაციენტებში ჰიპერმგრძნობელობით ტერბინაფინის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ. ის არ გამოიყენება ღვიძლის უკმარისობის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება ფერვექსი?

ფერვექსის გამოყენების ჩვენებებია: მწვავე რესპირატორული ინფექციების, გაცივების სიმპტომური მკურნალობა; ალერგიული რინიტი, რინოფარინგიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით დექსტს რა უკუჩვენებები აქვს?

დექსტის უკუჩვენებებია:  დექსტის ხანმოკლე გამოყენებისას ერთადერთი უკუჩვენებებიაა მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. არ არის რეკომენდებული ხანგრძლივი გამოყენება შემდეგი მდგომარეობის დროს: კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, გამოხატული ოსტეოპოროზი, დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, თრომბოემბოლიისადმი მიდრეკილება, იცენკო-კუშინგის დაავადება და სინდრომი, III_IV ხარისხის სიმსუქნე, თირეოტოქსიკოზი, ჰიპოთირეოზი, ახლად გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა; გულის ქრონიკული უკმარისობა, თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობა, სახსრების და სახსრების ირგვლივ მდებარე ქსოვილების ინფექციური დაზიანებები, ტუბერკულოზი, თვალის ვირუსული (ჰერპესი), სოკოვანი, ჩირქოვანი ინფექციების მწვავე ფორმა (სპეციფიკური თერაპიის არარსებობის დროს), გლაუკომა, მწვავე ფსიქოზი და ფსიქონევროზი, ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი. ვაქცინაციის  წინა და შემდგომი პერიოდი (8 კვირით ადრე  და 2 კვირის განმავლობაში ვაქცინაციის შემდეგ), ლიმფადენიტი ბცჟ აცრის შემდეგ, იმუნოდეფიციტური მდგომარეობები. კუნთში შეყვანა უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურით.  სახსარშიდა შეყვანა: პათოლოგიური სისხლდენა (ენდოგენური ან ანტიკოაგულანტების გამოყენებით გამოწვეული), სახსარშიდა ძვლის მოტეხილობა, ინფექციური ანთებითი პროცესი სახსარში, გამოხატული ოსტეოპოროზი, სახსრის გამოხატული დესტრუქცია და დეფორმაცია, ძვლების ეპიფიზების ასეპტიკური ნეკროზი, წინა  ორი შეყვანის არაეფექტური (ხანმოკლე) მოქმედება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება ფერო-ფოლგამა?

ფერო-ფოლგამას გამოყენების ჩვენებებია: რკინა-, ფოლიუმ – და B12-დეფიციტური ანემიები, გამოწვეული ქრონიკული სისხლდანაკარგებით (კუჭიდან, ნაწლავებიდან სისხლდენა, სისხლდენა შარდის ბუშტიდან, ჰემოროიდალური კვანძებიდან, მენო-მეტრორაგიები), და აგრეთვე ქრონიკული ალკოგოლიზმით, ინფექციებით, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და პერორალური კონტრაცეპტული პრეპარატების მიღებით; ანემიები ორსულობისას და ლაქტაციისას. რკინის და ფოლიუმის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკა ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში, მშობიარობის შემდგომ პერიოდში და ლაქტაციისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება სებივო®?

სებივო® გამოყენების ჩვენებებია: სებივო ნაჩვენებია ქრონიკული B ჰეპატიტის მქონე ავადმყოფთა სამკურნალოდ, ვირუსის დადგენილი რეპლიკაციითა და ღვიძლის აქტიური ანთებით. ეს ჩვენებები: ეფუძნება HbeAg პოზიტიური და HbcAg-ნეგატიური ქრონიკული B ჰეპატიტიით დაავადებული მოზრდილი პაციენტების ვირუსოლოგიურ, სეროლოგიურ და ჰისტოლოგიურ გამოკვლევებს, მკურნალობიდან ერთი წლის შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ფეზამი?

ფეზამის გამოყენების ჩვენებებია: სხვადასხვა გენეზის ფსიქოორგანული სინდრომი (მათ შორის თავის ტვინის სისხლძარღვების მწვავე და ქრონიკული დაავადებები. თავის ტვინის ტრავმების შემდგომი პერიოდი, ნერვული სისტემის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები); თავბრუსხვევით, ყურებში შუილით, ნისტაგმით, გულისრევით და ღებინებით მიმდინარე ლაბირინთოპათია; მენიერის სინდრომი; კინეტოზების პროფილაქტიკა; შაკიკის შეტევების პროფილაქტიკა; ტვინის ინფარქტი ქვემწვავე სტადიაში და ქრონიკულ სტადიაში გადასვლის პროცესში; ენცეფალოპათიით მიმდინარე ქრონიკული ჰიპერტენზია; სისხლძარღვოვანი დემენცია; სისხლძარღვოვანი გენეზის აფაზია; ტრავმით გამოწვეული ენცეფალოპათია; შიზოფრენიის და დეპრესიის დროს დამხმარე საშუალების სახით. ნეიროლეფსიური და ანტიდეპრესიული საშუალების მიმართ რეზისტენტობისას; ფსიქოგენური გენეზის ასთენიური სინდრომი (განგაში, ემოციური დისკომფორტი, აგზნებადობა, მეხსიერების, ყურადღების დარღვევა, ემოციური ლაბილურობა); ინტელექტუალურად ჩამორჩენილი განვითარების მქონე ბავშვებში მეხსიერების და სწავლის გაუმჯობესების მიზნით. დოზირების რეჟიმი მოზრდილებს ენიშნებათ პრეპარატის 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში 1-3 თვის განმავლობაში დაავადების სიმძიმის მიხედვით. ბავშვებს – 1-2 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში. გვერდითი მოვლენები დერმატოლოგიური რეაქციები: იშვიათად კანზე გამონაყარი, ქავილი, ფოტოსენსიბილიზაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი