Author Archives: preparatebi

იცით ფენისტილი®-ს რა უკუჩვენებები აქვს?

ფენისტილის უკუჩვენებებია::: * მაღალი მგრძნობელობა დიმეთინდენისა და პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ; * დახურულკუთხოვანი გლაუკომა; * შარდის გამოყოფის დარღვევები (მაგ. წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია); * წვეთები არ ენიშნებათ 1 თვემდე ასაკის ბავშვებს, განსაკუთრებით ნაადრევად დაბადებულებს; * ორსულობის I ტრიმესტრი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება უნოცეფი?

უნოცეფის გამოყენების ჩვენებებია: ჩვენებები:: არის სტერილური, ნახევრად სინთეზური ფართო სპექტრის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკი. საინიექციო ცეფტრიაქსონ ნატრიუმი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს: საავადმყოფოში გამოყენება: მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული მძიმე ინფექციების, განსაკუთრებით მენინგიტების მკურნალობა, გარდა Listeris monºCytogenes – ით გამოწვეულის გარდა; – დისემინირებული ლაიმის დაავადების დროს (სპიროხეტოზი); – პროსტატის ტრანსურეთრალური რეზექციის შემთხვევაში პრე-ოპერაციული პროფილაქტიკისათვის; – საავადმყოფოში დაწყებული მკურნალობის გაგრძელება; – ქვედა სასუნთქი გზების მძიმე  ინფექციები, ძირითადად ხანდაზმულებში, ალკოჰოლიკებში, იმუნოდეპრესიულ პირებში, ნიკოტინ-დამოკიდებულ პაციენტებში ან პაციენტებში სუნთქვის უკმარისობით, უფრო ზუსტად კი: – ბაქტერიული პნევმოპათიები (სავარაუდოდ გრამ-უარყოფითი პნევმოკოკებით გამოწვეული); – ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, ძირითადად წინა მკურნალობის უშედეგობის გამო. – რეზისტენტული შტამებით გამოწვეული საშარდე გზების მძიმე  ინფექციები. – დიაგნოზი აბსოლუტურად სარწმუნო უნდა იყოს და ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა გამოირიცხოს. – ჰოსპიტალიზაციამდე გადაუდებელი ანტიბიოთერაპია, თუ purpura fulminans არის საეჭვო, ანუ პურპურასთან ასოცირებული ცხელების შემთხვევაში, სულ მცირე ერთი ნეკროზული ან ექკიმოზური ელემენტით, პაციენტის ნებისმიერი ჰემოდინამიკური მდგომარეობის დროს. მხედველობაში მისაღებია ოფიციალური რეკომენდაციები ანტიბაქტერიული პროდუქტების გამოყენების შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ფუნგოტერბინს რა უკუჩვენებები აქვს?

ფუნგოტერბინის უკუჩვენებებია:: ჰიპერმგრძნობელობა ტერბინაფინის ან სხვა კომპონენტების მიმართ. გამოიყენება სიფრთხილით; თირკმლის ან ღვიძლის გამოხატული უკმარისობა,ქრონიკული ალკოჰოლიზმი,ძვლის ტვინის სისხლის წარმოქმნის დათრგუნვა, სიმსივნე,ნივთიერებათა ცვლის დარღვევა კიდურების სისხლძარღვების ოკლუზიური დაავადება,ორსულობა ლაქტაციის პერიოდი, ბავშვის ასაკი 2 წლამდე.(საკმარისი გამოცდილების არ არსებობის გამო)

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება სინუფორტე ?

სინუფორტე  გამოყენების ჩვენებებია: ა) პარანაზალური სინუსების მწვავე ან რეციდივული ანთება – კატარალური ან ჩირქოვანი ჰაიმორიტები, ფრონტიტები, ეთმოიდიტები, სფენოიდიტები ან კომბინირებული სინუსიტები; მწვავე ჩირქოვანი სინუსიტები გენერალიზებული ინფექციის ან ორბიტალურ გართულებათა გამოვლინებებით (უკანასკნელ შემთხვევაში სინუფორტეს® იყენებენ ანტიბიოტიკოთერა-პიასთან კომბინაციაში); ბ) შუაყურის მწვავე ექსუდატიური ანთება (ოტიტი) და ქრონიკული ექსუდატიური ოტიტები (უკანასკნელ შემთხვევაში სინუფორტეთი® მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს მირინგოტომიის შემდეგაც); გ) მწვავე ან გამწვავებული რინიტები და ალერგიული რინიტები, მათ შორის პოლინოზები. ალერგიული რინიტების შემთხვევაში, სისტემური ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღება დასაშვებია სინუფორტეს® ინტრანაზალური შეყვანიდან, არანაკლებ ორი საათის შემდეგ. ამავე დროს, სინუფორტეს® შეყვანამდე 8 – 10 საათით ადრე, ავადმყოფმა არ უნდა მიიღოს ანტიალერგიული საშუალებები; დ) პოსტოპერაციული რეაბილიტაცია ენდოსკოპური ქირურგიული ჩარევების შემდეგ, როგორიცაა ეთმოიდოტომია, ჰაიმოროეთმოიდოტომია, ფრონტოეთმოიდოჰაიმოროტომია. აღნიშნულ შემთხვევებში, სინუფორტეს® ინტრანაზალურ შეყვანას იწყებენ ოპერაციიდან მეორე დღეს, საჰაერო გზების დრენაჟისა და ლორწოვანი გარსების შეშუპების შესამცირებლად. სინუფორტეს® გამოყენების შემთხვევაში, საჭირო აღარ არის ტრადიციული პოსტოპერაციული რეაბილიტაციის ზომები, როგორიცაა: ანემიზაცია, წიაღების გამორეცხვა და ცხვირის ღრუს ტუალეტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ტრი-რეგოლი?

ტრი-რეგოლის გამოყენების ჩვენებებია: პერორალური კონტრაცეფცია

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით სკაბისანს რა უკუჩვენებები აქვს?

სკაბისანის უკუჩვენებებია::- მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო საშუალებების მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება ფლატონი?

ფლატონის გამოყენების ჩვენებებია: საჭმლის მონელების ფუნქციის დაქვეითება ქრონიკული პანკრეატიტის, ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების დროს; საჭმლის მონელების ფუნქციის დაქვეითება და მეტეორიზმი გასტროინტესტინალური დაავადებისა და პოსტოპერაციული მეტეორიზმის დროს; ღეჭვის პრობლემებიდან გამომდინარე საჭმლის მონელების ფუნქციის დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია ასაკთან და პროტეზთან; საჭმლის მონელების ფუნქციის დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია აირების შეკავებასთან; რადიოლოგიური გამოკვლევების წინ გასტროინტესტინალურ ტრაქტში აირების შესამცირებლად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ფრაქსიპარინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფრაქსიპარინის გვერდითი მოვლენებია: სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, რომელიც აღინიშნება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. სისხლის შედედების სისტემის მხრივ: სისხლდენებისადმი მიდრეკილების გაზრდა. ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია როგორც ადგილობრივი, ისე ზოგადი რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით. ადგილობრივი რეაქციები: იშვიათად მცირე ჰემატომები შეყვანის ადგილას. ცალკეულ შემთხვევაში აღინიშნება მკვრივი კვანძები, რაც არ მიუთითებს ჰეპარინის ინკაფსულირებაზე. კვანძები რამდენიმე დღის შემდეგ ქრება. ძალიან იშვიათად კანის ნეკროზი შეყვანის ადგილას, რომელსაც წინ უსწრებს სიწითლე, ინფილტრაციული ან მტკივნეული ერითემატოზული ლაქები საერთო სიმპტომებთან ერთად ან მათ გარეშე. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა წყდება. სხვა გვერდითი მოვლენები: იშვიათად ტრანსამინაზების ტრანზიტორული მომატება; ერთეულ შეთხვევებში – შექცევადი ჰიპერკალიემია, პრიაპიზმი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფენიბუტი ნეოს რა უკუჩვენებები აქვს?

ფენიბუტი ნეოს უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა ფენიბუტის და პრეპარატის სხვა შემადგენელი კომპონენტებისადმი; ლაქტაციის პერიოდი; ფეხმძიმობა;

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით სანუკელ აკნე D6 წვეთებს რა უკუჩვენებები აქვს?

სანუკელ აკნე D6 წვეთების უკუჩვენებებია::: ცნობილი არ არის

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები