Author Archives: preparatebi

იცით ქონდრომაქსს რა უკუჩვენებები აქვს?

ქონდრომაქსის უკუჩვენებებია: თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით გლევო 500-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გლევო 500-ის გვერდითი მოვლენებია: . ინფექციები და ინვაზიები: სოკოვანი ინფექციები, კანდიდას სოკოს სახის ჩათვლით, სხვა რეზისტენტული მიკროორგანიზმების გავრცელება. სისხლის და ლიმფური სისტემის კუთხით: ლეიკოპენია, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, არგანულოციტოზი, პანციტოპენია, ჰემოლიტიური ანემია. იმუნური სისტემის კუთხით: ჰიპერმგძნობელობა, ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური შოკის ჩათვლით, ანგიონევროზული შეშუპება (იხილეთ პუნქტი „გამოყენების თავისებურებანი“), ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები შესაძლოა გამოვლინდეს პირველი დოზის მიღების შემდეგაც კი. მეტაბოლიზმის და კვების კუთხით: ანორექსია, ჰიპოგლიკემია, განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში (იხილეთ პუნქტი „გამოყენების თავისებურებანი“), ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემიური კომა. ფსიქიკური მდგომარეობის კუთხით: უძილობა, აგზნებადობა, გონების არევა, ნევროზულობა, ფსიკიკური დარღვევები (მათ შორის ჰალუცინაციები, პარანოია), დეპრესია, შფოთვა, შიში, პათოლოგიური სიზმრები, ბოდვა, ფსიქოზური რეაქციები თვით–დესტრუქციული საქციელით – სიუციდური ქმედებების ან ფიქრების  ჩათვლით (იხილეთ პუნქტი „გამოყენების თავისებურებანი“). ნერვული სისტემის კუთხით: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, კრუნჩხვები, ტრემორი, პარესტეზია, სენსორული ან სენსომოტორული პერიფერიული ნეიროპათია, დისგევზია (გემოს სუბიექტური დარღვევა), აგევზიის ჩათვლით (გემოს დაკარგვა), პაროსმია (სუნის დარღვევა), ანოსმიის ჩათვლით (სუნის დაკარგვა), დისკინეზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები, მოძრაობის კოორდინაციის სხვა დარღვევები მათ შორის სიარულის დროს, გულისწასვლა, კეთილთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზია. მხედველობითი ორგანოს კუთხით: მხედველობითი დარღვევები, დაბინდული მხედველობა,  მხედველობის დროებითი დაკარგვა. სმენითი ორგანოს და ლაბირინთების კუთხით: ვერტიგო, შუილი, სმენითი დარღვევები, სმენის დაკარგვა. გულის კუთხით: ტაქიკარდია, გულისცემა, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, რაც იწვევს გულის გაჩერებას; პარკუჭოვანი არითმია და torsade de pointes ტიპის არითმია (QT ინტერვალების გახანგრძლივების რისკ ფაქტორების მქონე პაციენტებში);  QT ინტერვალების გახანგრძლივების  ელექტროკარდიოგრამაზე (იხილეთ „გამოყენების თავისებურებანი“ (QT ინტერვალების გახანგრძლივება) და პუნქტი „ჭარბი დოზირება“). სისხლძარღვების კუთხით: არტერიული ჰიპოტენზია, ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი. სასუნთქი, გულმკერდის და შუასყრის დარღვევები: ქოშინი, ბრონქოსპაზმი, ალერგიული პნევმონიტი. კუჭ–ნაწლავის ტრაქტის კუთხით: დიარეა, გულისრევის შეგრძნება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია, მუცლის შებერილობა, შეკრულობა, ჰემორაგიული დიარეა, რაც იშვიათ შემთხვევებში მიუთითებს ენტეროკოლიტზე, ფსევდომემბრანული კოლიტის ჩათვლით, პანკრეატიტი. ჰეპათობილიარული დარღვევები: ღვიძლის ფერმენტების აქტიურობის მომატება, (ასპარტატამინოტრანსფერაზას, ალანინამინოტრასფერაზას, ტუტე ფოსფოტაზას, გამმა–გლუტამილტრანსფერაზას); სისხლის ბილირუბინის მომატება, ჰეპატიტი, ბოტკინი და ღვიძლის მძიმე დაავადება, ღვიძლის მწვავე უკმარისობის შემთხვევების ჩათვლით პაციენტებში მძიმე ძირითადი დაავადებებით (იხილეთ „გამოყენების თავისებურებანი“). კანის და კანქვეშა ქსოვილების კუთხით: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, მზის და ულტრაიისფერი სხივების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი,  (ლაიელის სინდრომი), სტივენს–ჯონსონის სინდრომი, ექსუდატიური მულტიფორმული ერითემა, ჰიპერჰიდროზი, ფოტოსენსიბილიზაცია. ზოგჯერ შესაძლოა გამოვლინდეს კანის ლორწოვანის რეაქციები პირველი დოზის მიღების შემდეგაც კი. ძვალ–კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილების კუთხით: სახსრების დაზიანება (იხილეთ „გამოყენების თავისებურებანი“), მათ შორის მათი ანთება (ტენდინიტი) (მაგალითად აქილევსის მყესი), ართრალგია, მიალგია, კუნთის მყესების გაწყვეტა, ართრიტი. შესაძლოა კუნთოვანი სისუსტე, რომელსაც ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა მძიმე მიასთენიის მქონე პაციენტებში, გრავისი, რაბდომიოლიზი. თირკმლის და შარდსასქესო სისტემის კუთხით: სისხლის ფორმულაში კრეატინინის მომატებული მაჩვენებელი, თირკმლის მწვავე უკმარისობა (მაგალითად, ინტერსტიციალური ნეფრიტის შედეგად).  ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა მედიკამენტის მიღების დროს: ასთენია, სხეულის ტემპერატურის მომატება, ტკივილი (ზურგის, გულმკერდის ტკივილის ჩათვლით), პორფირიის მქონე პაციენტებში პორფირიის შეტევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

კარდიოლოპინი® – CARDILOPIN® ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კარდიოლოპინი® –  კლინიკური კვლევების არასაკმარისი მონაცემების გამო, ამლოდიპინის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ასევე რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იღებენ ეფექტურ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს, საჭიროა მოსალოდნელი რისკისა და სარგებლიანობის შეფასების მიხედვით. * იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის ლაქტაციის პერიოდში აუცილებელია პრეპარატის გამოყენება, საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ტილტოფს რა უკუჩვენებები აქვს?

ტილტოფის უკუჩვენებებია: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ; 6 წლამდე ასაკი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება ტრანსფერ ფაქტორი HSV ტიპი I და ტიპი II, D7 (ნატუროპათი)?

ტრანსფერ ფაქტორი HSV ტიპი I და ტიპი II, D7 (ნატუროპათი)-ის გამოყენების ჩვენებებია: Herpes labialis da Herpes Genitalis მორეციდივე ინფექციები, სხვადასხვა ეტიოლოგიის კერატოკონიუნქტივიტი; კანის ჰერპესული ინფექციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ტუსიფენი?

ტუსიფენის გამოყენების ჩვენებებია: ჩვენებები:: გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებათა კომპლექსურ თერაპიაში, რომლებიც მიმდინარეობს ხველით და ნახველის არაეფექტური გამოყოფით: ზემო სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები; მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი; ბრონქოპნევმონია; ბრონქოექტაზი; წარმატებით გამოიყენება ზოგიერთი ინფექციური დაავადების სამკურნალოდ, რომლებიც აზიანებს სასუნთქ გზებს (გრიპი, ყივანახველა, წითელა და ა.შ.).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ჰარტმანის ხსნარს რა უკუჩვენებები აქვს?

ჰარტმანის ხსნარის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა, ჰიპერვოლემია, ჰიპერტონული დეჰიდრატაცია, ჰიპერკალიემია, ჰიპერნატრიემია, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ან/და თირკმლის უკმარისობა, ჰიპერქლორემია, ალკალოზი, ღვიძლის უკმარისობა (ჰიდროკარბონატის ან ლაქტატის წარმოქმნის დაქვეითება), ჰიპერლაქტაციდემია. სიფრთხილით_სუნთქვის უკმარისობა, მწვავე დეჰიდრატაცია, ჰიპოპროტეინემია, გლუკოკორტიკოსტეროიდებით და კორტიკოსტეროიდებით თანმხლები თერაპია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება სიმალგელი?

სიმალგელის გამოყენების ჩვენებებია: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები მომატებული და ნორმალური სეკრეტორული ფუნქციით, მეტეორიზმით (ნაწლავებში აირების მომატებული წარმოქმნა): დისპეფსია (დისკომფორტი და/ან ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, გულძმარვა, ბოყინი, გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერილობა); კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება; მწვავე გასტრიტი, ქრონიკული გასტრიტი გამწვავების ფაზაში; ქრონიკული ზედაპირულ გასტრიტი, ქრონიკული ატროფიული გასტრიტი; კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ეროზია; პეპტიური წლული; დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი; რეფლუქს-ეზოფაგიტი, დუოდენო-გასტრალური რეფლუქსი; ტოქსიური გასტროენტერიტი და კოლიტი; ქრონიკული ქოლეცისტიტი; პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომი; ნაღველკენჭოვანი დაავადება (ქოლელითიაზი); ქრონიკული პანკრეატიტი (მათ შორის, ალკოჰოლური ეტიოლოგიის). სიმალგელი აგრეთვე გამოიყენება არასწორი კვებით ალკოჰოლის, ყავის და ნარკოტინის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული დისპეპსიისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით იბუპარ ფორტეს რა უკუჩვენებები აქვს?

იბუპარ ფორტეს უკუჩვენებებია: არ მიიღოთ სამკურნალო საშუალება იბუპარ ფორტე შემდეგ შემთხვევებში: • მომატებული მგრძნობელობა იბუპროფენის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. • კუჭის და (ან) თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვვების ფაზაში ან ანამნეზში, პერფორაცია ან სისხლდენა, მათ შორის განვითარებული აასს-ის გამოყენების შემდგომ. • ღვიძლის მძიმე უკმარისობის, თირკმლის მძიმე უკმარისობის ან გულის მძიმე უკმარისობის დროს. • ამჟამად ან ანამნეზში ალერგიის სიმპტომების არსებობისას რინიტის, ჭინჭრის ციების ან ბრონქული ასთმის ფორმით, რომელიც დაკავშირებული იყო აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების მიღებასთან. • ორსულობის ბოლო ტრიმესტრი. • სხვა ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, მათ შორის ცოგ-2-ის სელექტიურ ინჰიბიტორებთან (გვერდითი მოვლენების განვითარების მომატებული რისკი). • ჰემორაგიული დიათეზი.  დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე იბუპარ ფორტეს მიღებისას: არსებობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის, ასევე დაწყლულების ან პერფორაციის განვითარების რისკი, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ლეტალური გამოსავალი და რომელთაც წინ უძღვის, ან ყოველთვის არ უძღვის სიმპტომები. კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის ან წყლულის განვითარებისას, აუცილებელია იბუპროფენის მიღების შეწყვეტა. პაციენტებმა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავდებებით, განსაკუთრებით ხანდაზმულებმა, უნდა აცნობონ ექიმს საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან ყველა არატიპიური სიმპტომის შესახებ (განსაკუთრებით სისხლდენის შესახებ), განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. ასეთმა პაციენტებმა უნდა მიიღონ პრეპარატის რაც შეიძლება დაბალი დოზა, მინიმალურად მცირე პერიოდის განმავლობაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით სანუზელას რა უკუჩვენებები აქვს?

სანუზელას უკუჩვენებებია:  – ჰიპერმგრძნობელობა შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ. – დასუსტებული იმუნური სისტემის დროს(აივ ინფიცირებულები,  ადამიანები გადანერგილი ორგანოებით, ლეიკოზი, ავთვისებიანი სიმსივნეები, სხივური და ქიმიოთერაპიის კურსისი გავლის დროს,, ც/ვენის კათეტერიზაციისას შაცცჰარომყცეს ცერევისიაე-ის საფუარით გენერალიზებული კოლონიზაციის რისკის არსებობის გამო, სიფრთხილე::განავლის მიკრობიოლოგიური ანალიზის ჩატარებისას სანუზელა ®დ თი მკურნალობის დრო, ან მის შემდეგ შეიძლება ანალიზების პასუხი აღმოჩნდეს ცრუ დადებითი, რაც უნდა იქნეს გათვალისწინებული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები