Author Archives: preparatebi

იცით კარვიდილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარვიდილის გვერდითი მოვლენებია: ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუხვევა, სინკოპალური მდგომარეობა, კუნთების სისუსტე (უფრო ხშირად, მკურნალობის დასაწყისში), ძილის დარღვევა, დეპრესია, პარესთეზიები.  გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, ორთოსტატური ჰიპოტენზია, სტენოკარდია, AV ბლოკადა, იშვიათად _ ‘ხანგამოშვებითი’ კოჭლობა, პერიფერიული სისხლმიმოქცევის ოკლუზიური სახის მოშლილობანი, გულის უკმარისობის პროგრესირება.  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, გულისრევა, მუცლის ტკივილები, დიარეა ან ყაბზობა, ღებინება, ‘ღვიძლის’ ტრანსამინაზების აქტივობის მომატება.  სისხლმბადი ორგანოების მხრივ: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია.  შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები, შეშუპებები.  ალერგიული რეაქციები: კანის ალერგიული რეაქციები (ეგზანთემა, ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი), ფსორიაზული გამონაყარის გამწვავება, ცემინება, ცხვირის დაცობა, ბრონქოსპაზმი, ქოშინი (წინასწარგანწყობილ პაციენტებში) სხვა: გრიპისმაგვარი სინდრომი, ტკივილები კიდურებში, ცრემლის გამოყოფის შემცირება, სხეულის მასის ზრდა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კოლპოტროფინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კოლპოტროფინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები:პრეპარატი კარგად აიტანება; ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი ალერგიული რეაქციები გაღიზიანებისა და ქავილის სახით საცხის წასმის ან კაფსულის შეყვანის ადგილას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვენოლასტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვენოლასტის გვერდითი მოვლენებია:  იშვიათად; გულძმარვა, კუჭის ტკივილი, გულისრევა, შებერილობა, დიარეა, ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ორინოლი პლუსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ორინოლი პლუსის გვერდითი მოვლენებია: იშვიათად ვლინდება მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, პირისა და ცხვირის სიმშრალე, თავის ტკივილი, ტაქიკარდია, ძილიანობა, მომატებული აგზნებადობა, სისხლძარღვების სპაზმის გაღრმავება გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დექსოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დექსოლის გვერდითი მოვლენებია:  ჰიპერჰიდრატაცია, ფილტვების შეშუპებით, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს პრეპარატის ჭარბი მოხმარებით, ჰიპერგლიკმია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კლიმადინონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლიმადინონის გვერდითი მოვლენებია:  ღვიძლის ტოქსიკურობა (ჰეპატიტი, სიყვითლე, ცვლილებები ღვიძლის ფუნქციის განმსაზღვრელ ტესტებში) დაკავშირებულია ციმიციფუგას (Cimicifugae racemosa, rhizome) შემცველ პრეპარატების გამოყენებასთან. აღწერილია რეაქციები კანის მხრივ (ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი), ასევე სახის და პერიფერიული შეშუპება, გასტროენტერალური სიმპტომები. სიხშირე უცნობია. თუ გამოგივლინდათ გვერდითი მოვლენები, რომელიც არ არის ზემოთ აღნიშნული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პანზინორმი ფორტეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პანზინორმი ფორტეს გვერდითი მოვლენებია: ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, პანზინორმი ფორტე 20 000 ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რექციები. იშვიათი გვერდითი რეაქციები (10 000 პაციენტიდან 1-10) მოიცავს გულისრევას, ღებინებას, აბდომინალურ ტკივილს, რბილ განავალს, ან შეკრულობას, კანის პერიორალურ, ან პერიანალურ გაღიზიანებას. მოცემული რეაქციები ვლინდება პრეპარატის მაღალი დოზების მიღებისას. როგორც წესი, მათ აქვთ მსუბუქი ხასიათი და მკურნალობის შეწყვეტას არ საჭიროებენ. პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას, ასევე შესაძლოა აღინიშნოს ჰიპერურიკემია და ჰიპერურიკოზურია. ძალიან იშვიათი გვერდითი რეაქციები (10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) მოიცავს ალერგიულ რეაქციებს და ფიბროზულ კოლონოპათიას. გამონაყარის, ქავილის, სუნთქვის გაძნელების, მუცლის შებერილობის, აბდომინალური ტკივილის, ან ნაწლავური სპაზმების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და სპეციალისტთან მიმართვა. აღწერილი გვერდითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, ასევე ისეთი გვერდითი რეაქციების გამოვლენისას, რომლებიც არ არის აღწერილი დანართ ფურცელში, გთხოვთ აცნობეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ოლტარს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოლტარის გვერდითი მოვლენებია: როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, ოლტარი® 2 მგ ტაბლეტებსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედებები. გვერდითი მოქმედებების შეფასებას საფუძვლად უდევს სიხშირის შემდეგი მონაცემები: ჩასასმელია ცხრილი დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად: სისხლის სურათის ცვლილებები იშვიათია. ძირითადად შექცევადია პრეპარატის მოხსნის შემდეგ, მაგრამ ერთეულ შემთხვევებში შეიძლება იყოს მძიმეც. შეიძლება ადგილი ჰქონდეს სისხლის ფირფიტების, სისხლის წითელი და თეთრი სხეულაკების რაოდენობის შემცირებას სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობის შემცირებამდე, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა, სისხლნაკლებობა (ჰემოლიზური ანემია). დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ ძალიან იშვიათ შემთხვევებში მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (მაგალითად, კანის მხრივ) შეიძლება გადაიზარდოს სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობებში, რომელსაც თან ახლავს მოხრჩობის შეგრძნება, სისხლის წნევის დაცემა შოკამდე. ამიტომ კანის რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ასევე ძალიან იშვიათად შეიძლება ადგილი ჰქონდეს სისხლძარღვების ალერგიული ხასიათის ანთებას (ალერგიული ვასკულიტი). შეიძლება ადგილი ჰქონდეს ერთდოულ ალერგიას (ჯვარედინი ალერგია) სხვა სამკურნალო ნივთიერებების მიმართ, მაგალითად სულფანილშარდოვანას წარმოებულების (შაქრის დამწევი პრეპარატები), სულფონამიდების (ანტიბიოტიკები) ან მონათესავე ნივთიერებების მიმართ. კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევები იშვიათად ვითარდება სისხლში შაქრის შემცველობის მნიშვნელოვანი დაცემა (ჰიპოგლიკემია) – იხ. პარაგრაფი 2.2 ~სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების მიღებისას~. დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ შეიძლება ასევე განვითარდეს მხედველობის დროებითი დარღვევა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ძალიან იშვიათად შეიძლება ადგილი ჰქონდეს გულისრევას, ღებინებას, ფაღარათს, კუჭის გადავსების შეგრძნებას ან მუცლის ტკივილს. ამ მოვლენებს იშვიათად მივყავართ მკურნალობის შეწყვეტამდე. დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ შეიძლება მოიმატოს ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლებმა. ძალიან იშვიათად შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მაგალითად, ნაღვლის გამოყოფის შეფერხება და სიყვითლე) და ღვიძლის ანთება ღვიძლის უკმარისობამდე, რაც სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობის ისეთი რეაქციები კანზე, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი და ჭინჭრის ციება. ძალიან იშვიათად აღინიშნება მგრძნობელობის მომატება მზის სხივების მიმართ. გამოკვლევის დამატებითი მეთოდები ძალიან იშვიათად: სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის დაცემა. პრეპარატების ისეთმა გვერდითმა მოქმედებებმა, როგორიცაა ჰიპოგლიკემია, ღვიძლის უკმარისობა, სისხლის სურათის გარკვეული ცვლილებები, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას სიცოცხლეს. ამიტომ, მოულოდნელად განვითარებული გვერდითი მოვლენის გამოვლენის ან მისი სწრაფად განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. არავითარ შემთხვევაში არ გააგრძელოთ პრეპარატის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ჩანართში, ან აღნიშნულია, მაგრამ სერიოზულ სახეს მიიღებს, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გაბაგამა/Gabagamma ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გაბაგამა –  გაბაგამა® -ს მიღება ორსულობის დროს დაუშვებელია, თუ არ არსებობს ექიმის დანიშნულება. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეპციული საშუალებები. ორსულებში გაბაგამა® -ს გამოყენების შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა, თუმცა ცნობილია, რომ კრუნჩხვების სამკურნალო სხვა პრეპარატები ზიანს აყენებენ ნაყოფს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთზე მეტი კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატი გამოიყენება. ამიტომ, თუ შესაძლებელია და მხოლოდ ექიმის რჩევით, ორსულმა მხოლოდ კრუნჩხვის საწინააღმდეგო ერთი  პრეპარატი უნდა მიიღოს. ნუ შეწყვიტავთ უეცრად ამ პრეპარატის მიღებას, ვინაიდან მოსალოდნელია კრუნჩხვების განვითარება, რამაც შეიძლება მძიმე შედეგი იქონიოს თქვენზე და თქვენს ბავშვზე. იმ შემთხვევაში თუ დაორსულდით, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან დაორსულებას გეგმავთ, გაბაგამა® – ს მიღებამდე აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს. გაბაგამა® – ს აქტიური ნივთიერება, გაბაპენტინი გამოიყოფა დედის რძეში. ვინაიდან მეძუძურ ბავშვზე ზეგავლენა უცნობია, გაბაგამა® – ს გამოყენება ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ლაზოქსოლ ბეიბის რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლაზოქსოლ ბეიბის გვერდითი მოვლენებია: იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები გამონაყარის სახით. არსებობს ცნობები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უმნიშვნელო გაღიზიანებაზე (ძირითადად გულძმარვა, დისპეფსია).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები