Author Archives: preparatebi

იცით კოლოსარ-დენკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კოლოსარ-დენკის 50/12.5 გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები სხვა პრეპარატების მსგავსად კოლოსარ-დენკ 50/12.5-მაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვლინდება.  გვერდითი რეაქციების შეფასება ხდება ქვემოთ მოყვანილი ცხრილის საფუძველზე ჩასასმელია ცხრილი გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები:ხშირი: – ხველა, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ცხვირში გაჭედვის შეგრძნება, პარანაზალური სინუსის ანთება ან დარღვევები; – ფაღარათი, მუცლის ტკივილი, ღებინება, კისპეპსია; – კუნთების ტკივილი ან სპაზმი, ფეხების ტკივილი, ზურგის ტკივილი; – უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; – სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, ტკივილი გულ-მკერდის არეში; – კალიუმის მომატებული დონე (რაც იწვევს არითმიას), ჰემოგლობინის დონის შემცირება; არახშირი: – ანემია, წითელი და ყავისფერი ლაქები კანზე (ზოგჯერ ტერფებზე, ფეხებზე, ხელებზე და დუნდულოებზე, რასაც თან ახლავს სახსრების ტკივილი, ხელებისა და ფეხების შეშუპება და კუჭის ტკივილი), სისხლის თეთრი უჯრედების მომატებული რაოდენობა, შედედების დარღვევები და სისხლჩაქცევები; – მადის დაკარგვა, შარდმჟავას დონის მომატება ან პოდაგრა, გლუკოზის დონის მომატება, სისხლში ელექტროლიტების დონის შეცვლა; – შფოთვა, ნერვიულობა, პანიკურუ აშლილობა (განმეორებითი პანიკური შეტევები), გონების დაბინდვა, დეპრესია, კოშმარები, ძილის დარღვევა, ძილიანობა, მეხსიერების დარღვევა; – ტკივილი და ჩხვლეტის შეგრძნება ან მსგავსი პარესთეზია, ტკივილი კიდურებში, კანკალი, შაკიკი, გულის წასვლა; – მხედველობის დაბინდვა, თვალებში წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება, კონიუქტივიტი, მხედველობის დაქვეითება, ყვითელი მხედველობა; – ყურებში ხმაურის, ბზუილის ან ტკაცუნის შეგრძნება; – არტერიული წნევის დაცემა, რაც სავარაუდოდ უკავშირდება პოზის შეცვლას (თავბრუსხვევა ან სისუსტის შეგრძნება წამოდგომის დროს), სტენოკარდია (ტკივილი გულ-მკერდის არეში), გულის რითმის დარღვევა, ინსულტი (გიშ, მინი-ინსულტი), გულის შეტევა, ტაქიკარდია; – სისხლძარღვების ანთებითი დაზიანება, რაც ხშირად უკავშირდება გამონაყარსდა სისხლჩაქცევებს; – ყელის ჩახეხვის შეგრძნება, გაძნელებული სუნთქვა, ბრონქითი, პნევმონია, ფილტვებში სითხის დაგროვება (რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას), სისხლდენა ცხვირიდან, რინიტი, სასუნთქი გზების გაჭედვა; – ყაბზობა, აირების დაგროვება, კუჭის გაღიზიანება, ღებინება, პირის სიმშრალე, სანერწყვე ჯირკვლების ანთება, კბილის ტკივილი; – სიყვითლე (თვალებისა და კანის სიყვითლე), პანკრეასის ანთება; – ჭინჭრის ციება, ქავილი, კანის ანთება, გამონაყარი, კანის სიწითლე, კანის მგრძნობელობა სინათლის მიმართ, კანის სიმშრალე, წამოწითლება, ოფლიანობა, თმის ცვენა. – ტკივილი ხელების, მხრების, მუხლების ან სხვა სახსრების მიდამოში, სახსრების შეშუპება, რიგიდობა, კუნთების სისუსტე; – გახშირებული შარდვა, მათ შორის ღამის განმავლობაშიც, თირკმელის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის საშარდე გზების ანთება, გლუკოზა შარდში; – ლიბიდოს შემცირება, იმპოტენცია; – სახის შესუპება, ცხელება. იშვიათი: – ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), ცვლილებები ღვიძლის ფუნქციურ პარამეტრებში. თუ პაციენტს გამოუვლინდება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, მაშინ კოლოსარ-დენკ 12.5-ით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ მიემართოს უახლოეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებას: მძიმე ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, ასევე სახის, ტუჩების, პირის ღრუს ან ხახის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება). ეს არის სერიოზული, თუმცა იშვიათი გვერდითი რეაქცია. პაციენტს შესაძლებელია დასჭრიდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია. თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს, ან გამოვლინდება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ იყო აღნიშნული მოცემულ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პარა პლუსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პარა პლუსის გვერდითი მოვლენებია: ადგილობრივი რეაქციები: ხანდახან წარმოიშვება მსუბუქი ჩხვლეტისა და თავის კანის წვის შეგრძნება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დიალონ T-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიალონ T-ს გვერდითი მოვლენებია:  იშვიათად გამოვლინდება თავის ტკივილი, გულისრევა, კანის სიწითლე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ეფრიდოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ეფრიდოლის გვერდითი მოვლენებია:  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ლორწოვანის ანთება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, დიარეა. აღნიშნული მოვლენები ტრანზიტორულია და არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას. ალერგიული რეაქციები კანზე: ძირითადად ერითემატოზული ფორმის გამონაყარი, ეგზანთემა ან ურტიკარია. იშვიათად ცვლილებები ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და ძილიანობა. იშვიათად აღინიშნება: ოლიგურია, კუპრისებრი განავალი – მელენა (რაც გამოწვეულია კუჭ-ნაწლავის წყლულით და სისხლდენებით), პეტექიები, პურპურა, განსაკუთრებით ქვედა კიდურებში – თრომბოციტოპენიით გამოწვეული. ისევე, როგორც სხვა ანთების საწინააღმედგო არასტეროიდულ საშუალებებს, ეფრიდოლს ახასიათებს აგრეთვე სტივენს-ჯონსონის, ლაილას სინდრომების და ანაფილაქსიური რეაქციების განვითარება. აღნიშნული გვერდითი რეაქციების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კო-დიოვანი ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კო-დიოვანის  გვერდითი მოვლენებია:  არასასურველ მოვლენებს მთლიანობაში ჰქონდა სუსტად გამოხატული და გარდამავალი ხასიათი. 1% სიხშირით და მეტად აღინიშნა ისეთი არასასურველი მოვლენები, როგორიცაა თავის ტკივილ, თავბრუსხვევა, ნაზოფარინგიტი (ფარინგიტისა და რინიტის ჩათვლით), დაღლილობის გრძნობა, სასუნთქი გზების ზედა ნაწილების ინფექციები, ხველა, დიარეა, ართრალგია, ტკივილი ზურგში. 1%-ზე ნაკლები სიხშირით აღინიშნა ისეთი არასასურველი მოვლენები, როგორიცაა ტკივილი მუცელში, მოუსვენრობა, ართრალგია, ართრიტი, ასთენია, ბრონქიტი, მწვავე ბრონქიტი, ტკივილი მკერდში, თავბრუსხვევა, დისპეფსია, ქოშინი, პირის ღრუს სიმშრალე, იმპოტენცია, გასტროენტერიტი, გაძლიერებული ოფლდენა, ჰიპოესთეზია, ჰიპოკალიემია, ჰიპოტონია, გრიპი, უძილობა, კუნთების კრუნჩხვა, კუნთების გაჭიმვა, გულისრევა, ცხვირის გაჭედვა, ტკივილი კისერში, შეშუპება, პერიფერიული შეშუპება, შუა ოტიტი, ტკივილი ფეხში, გულისცემის გახშირება, პარესთეზია, ხახა-სასულეს ტკივილი, პოლაკიურია, ტემპერატურის მომატება, სინუსიტი, ძილიანობა, იოგების დაჭიმვა, ტაქიკარდია, ხმაური ყურებში. შარდგამომყოფი გზების ინფექციები, ვერტიგო, ვირუსული ინფექციები, მხედველობის დარღვევა. ცნობილი არ არის ჰქონდა თუ არა ამ ეფექტებს მიზეზობრივი კავშირი თერაპიასთან. პოსტმარკეტინგული გამოკვლევების მონაცემებით საკმაოდ იშვიათია ანგიონევროზული შეშუპების, გამონაყრის, ქავილის და ჰიპერმგრძნობელობის/ალერგიის სხვა რეაქციების შემთხვევები, მათ შორის შრატისმიერი დაავადებისა და ვასკულიტების ჩათვლით. არსებობს მონაცემები თირკმლის ფუნქციის დარღვევებისა და მიალგიის ძალზე იშვიათი შემთხვევების შესახებ. ასევე დაფიქსირდა ფილტვის შეშუპების რამოდენიმე შემთხვევა გრანულოციტური ინფილტრაციით და ალვეოლურ მემბრანებში lgG დეპონირებით, გამოწვეული ჰიდროქლორთიაზიდის მიღებით. ფილტვების არაკარდიოგენური შეშუპება შესაძლებელია იმუნოლოგიურად განპირობებული იყოს ჰიდროქლორთიაზიდზე იშვიათი იდიოსინკრაზიული რეაქციით.  ჰიდროქლორთიაზიდი: ჰიდროქლორთიაზიდი ფართოდ გამოიყენება მრავალი წლის განმავლობაში, ამასთან, იმაზე მეტი დოზით, რაც შედის კო-დიოვანის შემადგენლობაში. თიაზიდური დიურეტიკებით მონოთერაპიის დროს, მათ შორის ჰიდროქლორთიაზიდით, შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფექტები:წყალ-ელექტროლიტური წონასწორობის დარღვევა და მეტაბოლური პროცესების მოშლა (იხ. “განსაკუთრებული მითითებები”). ხშირად – ჭინჭრის ციება და სხვა სახის გამონაყარი, მადის დაკარგვა, ზომიერად გამოხატული გულისრევა და ღებინება, პოსტურალური ჰიპოტენზია, რომლის გამოხატულება მატულობს ალკოჰოლის, სანარკოზე საშუალებების ან სედატიური საშუალების მიღებისას, იმპოტენცია;

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კალუმიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კალუმიდის გვერდითი მოვლენებია:  – ჩვეულებრივ პაციენტები პრეპარატს კარგად იტანენ, იშვიათ შემთხვევაში გვერდითი რეაქციის გამო საჭირო იყო მკურნალობის შეწყვეტა. პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედების გამო შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს სახის ჰიპერემიას, კანის ქავილს, სარძევე ჯირკვლების ჰიპერმგრძნობელობას, გინეკომასტიას, რაც მცირდება ქირურგიული კასტრაციის შემდეგ. პრეპარატის მიღებას შეიძლება თან ახლდეს დიარეა, გულისრევა, ღებინება, სისუსტე და კანის სიმშრალე. – ღვიძლის ფუნქციის დარღვევას (ტრანსამინაზების მომატება, ქოლესტაზი, სიყვითლე) მხოლოდ იშვიათად ჰქონდა მძიმე ფორმა. ხშირად მკურნალობის შეწყვეტისას ან მკურნალობის დროს ის ნაკლებ გამოხატულ ფორმას იღებდა ან ნორმალიზდებოდა. – პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ბიკალუტამიდს, ღვიძლის უკმარისობა ვითარდებოდა ძალიან იშვიათად და მისი მკურნალობასთან კავშირი დადგენილი არ არის. ხანდახან თავს იჩენდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები (სტენოკარდია, ეკგ-ზეPR და QT ინტერვალების გაზრდა, არითმია და არასპეციფიური ცვლილებები). – კლინიკურ კვლევებში ბიკალუტამიდის კომბინირებული მიღებისას მჰრფ-ს ანალოგთან შემთხვევათა e~1% აღინიშნებოდა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები, თუმცა მათი კავშირი მკურნალობასთან არ არის დადასტურებული, ვინაიდან სიმპტომების უმეტესობა შეიძლება აიხსნას პაციენტების ხანდაზმული ასაკით: გ.ს.ს.: გულის უკმარისობა. ს.მ.ს.: ანორექსია, პირის სიმშრალე, დისპეფსია, ყაბზობა, მეტეორიზმი. ც.ნ.ს.: თავბრუსხევა, უძილობა, მომატებული ძილიანობა, ლიბიდოს დაქვეითება. სასუნთქი სისტემა: დისპნოე. გამომყოფი სისტემა: იმპოტენცია, ნიქტურია. სისხლმბადი სისტემა: ანემია. კანის საფარი: გამონაყარი, გაძლიერებული ოფლიანობა, ჰირსუტიზმი. ენდოკრინული სისტემა: შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერგლიკემია, სხეულის მასის მატება ან კლება. სხვა: ტკივილი მუცელში, მკერდში, მცირე მენჯში, თავის ტკივილი, შეშუპებები, შემცივნება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ომესამი კარდიოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ომესამი კარდიო გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი თანმიმდევრობით: ხშირი (შემთხვევათა 1-10%); არახშირი (შემთხვევათა 0.1-1%); იშვიათი (შემთხვევათა 0.01-0.1%); ძალიან იშვიათი (0.01%-ზე ნაკლები), მათ შორის ერთეული შემთხვევები. ინფექციური პროცესები: გასტროენტერიტი არახშირად. იმუნური სისტემის მხრივ: არახშირად მომატებული მგრძნობელობა. ნივთიერებათა ცვლის და კვების დარღვევები: იშვიათად ჰიპერგლიკემია. ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად თავბრუსხვევა, დისგევზია (გემოს გაუკუღმართება), იშვიათად თავის ტკივილი. სისხლძარღვოვანი დარღვევები: ძალიან იშვიათად არტერიული წნევის დაქვეითება. სუნთქვეის ორგანოების, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ: ძალიან იშვიათად ცხვირის სიმშრალე. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად დისპეფსია, გულისრევა; არახშირად ტკივილი მუცლის არეში, გასტრიტი; ძალიან იშვიათად სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილებიდან. ღვიძლის მხრივ: იშვიათად ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. კანის და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის მხრივ: იშვიათად აკნე, ქავილით მიმდინარე გამონაყარი; ძალიან იშვიათად ჭინჭრის ციება. გამოკვლევის პროცესში: ძალიან იშვიათად აღინიშნება სისხლში ლეიკოციტების, ლაქტატდეჰიდროგენაზის მომატება. ერთეული გვერდითი ეფექტების შემთხვევები. ნივთიერებათა ცვლის და კვების დარღვევები: გაზრდილი მოთხოვნილება ინსულინზე (სტანდარტული დოზის მომატებუის აუცილებლობა). დარღვევები ღვიძლის მხრივ: “ღვიძლის” ფერმენტების აქტივობის მომატება დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ვარდისფერი აკნე, გამონაყარი, სიწითლე/ერითემა, ჭინჭრის ციება გულმკერდის, კისრის და მხრების მიდამოში. გამოკვლევის პროცესში აღინიშნა ერთეული შემთხვევები სისხლში კრეატინფოსფოკინაზას მომატების, მიალგიის, ალტ / ასტ და სხეულის მასის მომატების შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვიზანას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვიზანას გვერდითი მოვლენებია:  გვერდით მოვლენებს უფრო ხშირად ადგილი აქვს ვიზანის მიღების პირველ თვეებში და მათი სიხშირე მცირდება პრეპარატით მკურნალობის პროცესში. ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება განიხილებოდეს პრეპარატის მიღებისთან კავშირში, არის: თავის ტკივილი (9,0%), დისკომფორტი სარძევე ჯირკვლებში (5,4%), განწყობის  დაქვეითება (5,1%) და აკნე (5,1%). ქვევით მოყვანილია არასასურველი სამკურნალწამლო რეაქციები, რომლებიც განაწილებულია ორგანოების სისტემის კლასების მიხედვით MedDRA-ის შესაბამისად. გვერდითი მოვლენები ყოველ ჯგუფში წარმოდგენილია სიხშირის კლების მიხედვით. სიხშირის მაჩვენებლები დაფუძნებულია ოთხი კლინიკური გამოკვლევის შეჯამების საფუძველზე, რომელშიც მონაწილეობდა 332 პაციენტის მონაწილეობით (100%). ხშირად (≥1/100 და <1/10): სხეულის მასის მატება, განწყობის დაქვეითება, განწყობის ცვალებადობა, ძილის დარღვევა, ნევროზულობა, ლიბიდოს დაკარგვა, თავის ტკივილი, შაკიკი, გულისრევის შეგრძნება, ტკივილები მუცელში, ფლატულენცია, მუცლის შებერვა, ღებინება, აკნე, ალოპეცია, ტკივილები ზურგში, დისკომფორტი სარძევე ჯირკვლებში, საკვერცხის კისტა, ალები, საშოს/ვაგინალური სისხლდენები, მათ შორის საშოდან გამონადენი, ასთენიური მდგომარეობები, გაღიზიანებადობა. არახშირად (≥1/1000 და <1/100): ანემია, სხეულის მასის კლება,გაზრდილი მადა,  შფოთი, დეპრესიული მდგომარეობა, განწყობის ცვალებადობა,პერიფერიული ნერვულის სისტემის დისბალანსი, ყურადღების მოშლა, თვალების სიმშრალე, ხმაური ყურებში, სიხლის მიმოქცევის არასპეციფიური დარღვევა, გულის ცემის გაძლიერება, არტერიული ჰიპოტეზია, ქოშინი, გინგივიტი, დისკომფორტი მუცლის არეში, დიარეა, ყაბზობა, კუჭნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებები, კანის საფარის სიმშრალე, ჰიპერჰიდროზი, ქავილი, ჰირსუტიზმი, ონიქოკლაზია, ქერტლი, დერმატიტი, თმის ზრდის დარღვევა, ფოტომგრძნობელობის რეაქციები, პიგმენტაციის დარღვევა, ტკივილები ძვლებში, კრუნჩხვები, ტკივილები კიდურებში, კიდურებში სიმძიმის შეგრძნება, შარსადენი გზების ინფექციები, ვაგინალური კანდიდოზი, სიმშრალე ვულვავაგინალურ არეში, გამონადენი სასქეს გზებიდან, ტკივილები მენჯის მიდამოში, ატროფიული ვულვოვაგინიტი, სარძევე ჯირკვლები შემკვრივებები, ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია, სარძევე ჯირკვლების დიფუზური გამკვრივება, შეშუპებები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დექსაპოსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დექსაპოსის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ. შესაძლებელია გაჩნდეს ხანმოკლე წვის შეგრძნება პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება გახდეს მეორადი გლაუკომისა და კატარაქტის გაჩენის მიზეზი, ამიტომ პრეპარატის 2 კვირაზე მეტ ხანს გამოყენებისას და, ასევე, ანამნეზში გლაუკომის მქონე პაციენტებისათვის რეკომენდირებულია თვალის შიდა წნევის რეგულარული კონტროლი. გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება და, რაც შეიძლება უფრო სწრაფად, მიმართეთ ოფთალმოლოგს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვენლაქსორს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვენლაქსორის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტების გაჩენა დაკავშირებულია დოზირებასთან. გვერდითი ეფექტები, თუ ისინი ვლინდება, ყველაზე ხშირად შეინიშნება თერაპიის დასაწყისში და, ჩვეულებრივ, ქრება მკურნალობის პირველი კვირეების განმავლობაში.  გავრცელების სიხშირის მითითებით გამოიყენება შემდეგი კლასიფიკაცია: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად ((≥ 1/100 < 1/10-მდე), უფრო იშვიათად (≥ 1/1,000 < 1/100-მდე), იშვიათად (≥ 1/10,000 < 1/1,000-მდე), ძალიან იშვიათად (< 1/10,000).  გულსისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: ხშირად – არტერიული წნევის მომატება, გულისცემა, უფრო იშვიათად – ჰიპოტენზია/პოსტურალური ჰიპოტენზია, გულის რითმის დარღვევა, ძალიან იშვიათად – Qთ ინტერვალის მატება, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭების ფიბრილაცია. ნერვული სისტემის მხრიდან: ძალიან ხშირად – თავბრუსხვევა, სიმშრალე პირში, უძილობა, ნერვოზულობა, ძილიანობა, ხშირად – კოშმარული სიზმრები, აღგზნება, შიში, ცნობიერების არევა, კუნთების ტონუსის მომატება, პარესთეზია, კანკალი, უფრო იშვიათად – აპათია, ჰალუცინაციები, მიოკლონუსი (კუნთის უეცარი სპაზმი), იშვიათად – თანასწორობისა და მოძრაობების კოორდინაციის დარღვევა, მეტყველების დარღვევა, მანია ან ჰიპომანია; ავთვისებიანი ნეიროლეპტიური სინდრომი, კრუნჩხვები, სეროტონინის სინდრომი, ძალიან იშვიათად – დელირიუმი, ექსტრაპირამიდული დარღვევები.  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან: ძალიან ხშირად – ყაბზობა, გულისრევა, ხშირად – მადის დაკარგვა, დიარეა, ღებინება, დისპეფსია, გემოს აღქმის დარღვევა, უფრო იშვიათად – ბრუქსიზმი (კბილების უნებლიე ღრჭენა), იშვიათად – კუჭ-ნაწლავის სისხლდენები, ძალიან იშვიათად – პანკრეატიტი.  სასუნთქი სისტემის მხრიდან: ხშირად –ქოშინი. შარდ-სასქესო სისტემის მხრიდან: ძალიან ხშირად – ერექციის დარღვევა, ეაკულაციის/ორგაზმის დარღვევა, ხშირად – გახშირებული შარდვა, ლიბიდოს დაქვეითება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, უფრო იშვიათად – შარდვის შეკავება, მენორაგია, იშვიათად – გალაქტორეა.  სისხლმბადი ორგანოების მხრიდან: იშვიათად – სისხლჩაქცევები, სისხლდენები ლორწოვანი გარსებიდან, იშვიათად – სისხლდენის დროის ზრდა, ჰემორაგიები, თრომბოციტების რიცხვის შემცირება, ძალიან იშვიათად – აგრანულოციტოზი, აპლასტიური ანემია, ნეიტროპენია, პანციტოპენია.  ნივთიერებათა ცვლის მხრიდან: ხშირად – შრატში ქოლესტერინის კონცენტრაციის მომატება (ხანგრძლივი დანიშვნისას და მაღალი დოზების გამოყენებისას), სხეულის მასის მომატება ან შემცირება, უფრო იშვიათად – ღვიძლის ფერმენტების აქტიურობის მომატება, ჰიპონატრიემია (ნატრიუმის დონის შეცვლა სისხლში), ანტიდიურეტიკული ჰორმონის (ადჰ) არასაკმარისი სეკრეცია, იშვიათად – ჰეპატიტი, ძალიან იშვიათად – პროლაქტინის დონის მომატება.  გრძნობის ორგანოების მხრიდან: ხშირად – მხედველობის დარღვევა, მიდრიაზი, ყურში ხმაური. კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: ძალიან ხშირად – ოფლიანობა, ხშირად – კანის გამონაყარი, ქავილი, უფრო იშვიათად – ანგიონევროტიკული შეშუპება, მაკულოპაპულოზური გამონაყარი, ჭინჭრის გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია, ძალიან იშვიათად – სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ერყტჰემა მულტიფორმე. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრიდან: ხშირად – ართრალგია, მიალგია, უფრო იშვიათად – მოძრაობის დარღვევები.  სხვა: ძალიან ხშირად – სისუსტე, თავის ტკივილი, ხშირად – ჟრჟოლა, სხეულის ტემპერატურის მომატება, იშვიათად – ანაფილაქსია (მომატებული მგრძნობელობის მძიმე გამოვლინება). თუ გაგიჩნდათ მსგავსი ან სხვა ზემოთ აღუნიშნავი სიმპტომები, კონსულტირება გაიარეთ ექიმთან პრეპარატის შემდგომ გამოყენებაზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები