Author Archives: preparatebi

იცით კლოვეიტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლოვეიტის გვერდითი მოვლენებია: თუ მალამოს დადების შემდეგ შეიგრძენით წვა ან ქავილი, შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს. შეიძლება განვითარდეს: კანის ადგილობრივი რეაქციები: ფერიმჭამელები, წერტილოვანი სისხლჩაქცევები (პურპურა), კანისა და კანქვეშა ქსოვილის გათხელება, სტრიების ფორმირება. გაფართოვებული კაპილარები ან ტერმინალური არტერიების დაგროვება კანზე თუ ლორწოვან გარსებზე, კანის დეპიგმენტაცია ან გაუფერულება, თმის ფოლიკულების ჩირქოვანი ანთებები, გამონაყარი, კანის ანთება პირის გარშემო. გრძნობათა ორგანოების მხრივ: ქუთუთოებზე წასმის შემდეგ შესაძლებელია გლაუკომის სიმპტომების გაძლიერება ან კატარაქტის განვითარება.  ზოგადი: შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ ან კანის დიდ უბნებზე წასმისას, ჰაერგაუმტარი ტანსაცმლის ქვეშ გამოყენებისას ან ბავშვებში. ACTH ჰორმონის (ჰორმონი, რომელიც ასტიმულირებს ენდოგენური კორტიკოსტეროიდების გამომუშავებას) შექცევადი შემცირება შეიძლება გამოვლინდეს დაღლილობით, სისუსტით, მენსტრუალური ციკლის დარღვევებით, არტერიული ჰიპერტენზიით ბავშვების ზრდის შენელებით.  მძიმე გვერითი მოვლენების განვითარებისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით როცეფინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როცეფინის გვერდითი მოვლენებია: როცეფინის გამოყენების დროს გამოვლენილი იქნა შემდეგი გვერდითი მოვლენა, რომელიც შექცევადი იყო თვითნებურად ან მედიკამენტის შეწყვეტის შემდგომ: სისტემური გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული ჩივილები (შემთხვევების დაახლოებით 2%): თხევადი განავალი ან დიარეა, გულისრევა, ღებინება, სტომატიტი და ენის ანთება. ჰემატოლოგიური ცვლილებები (დაახლოებით 2%): ეოზინოფილია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ჰემოლიტური ანემია, თრომბოციტოპენია. გამოვლენილი იქნა აგრანულოციტოზის (< 500/მმ3) ცალკეული შემთხვევები, მათი უმეტესობა გამოვლენილი იქნა მკურნალობიდან 10 დღის განმავლობაში და 20 გრ ან მეტი საერთო დოზის მიღების შედეგად. კანის რეაქციები (დაახლოებით 1%): ეგზანტემა, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ჭინჭრის ციება, შეშუპება. გამოვლენილი იქნა კანის გვერდითი მწვავე მოვლენების ცალკეული შემთხვევები (მულტიფორმული ექსუდატური ერითემა, სტივენს ჯონსონის სინდრომი ან ლაიელის სინდრომი / ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).   სხვა, იშვიათი გვერდითი მოვლენები:  თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილის სიმპტომატური დანალექი ნაღვლის ბუშტში, ღვიძლის ენზიმების მომატება, ოლიგურია, შრატის კრეატინინის მომატება, გენიტალური მიკოზი, ცხელება, კანკალი და ანაფილაქტიური ან ანაფილოქტოიდური რეაქციები. ურთიერთქმედება კალციუმთან ცეფტრიაქსონის და კალციუმის ურთიერთქმედების შეფასების მიზნით ჩატარებული იქნა ორი ინ ვიტრო კვლევა – ერთი კვლევა ჩატარდა მოზრდილის პლაზმა გამოყენებით, ხოლო მეორე კვლევა კი ჭიპლარის ღეროვანი უჯრედებიდან აღებული ახალშობილის პლაზმის გამოყენებით. 1 მM –მდე ცეფტრიაქსონის კონცენტრაცია (ინ ვივო მიღწეული კონცენტრაციებზე მეტი 2 გრ ცეფტრიაქსონის 30 წუთის განმავლობაში ინფუზიის შემდეგ) გამოყენებული იქნა კალციუმის კონცენტრაციასთან კომბინაციაში 12 მM–მდე (48 მგ/დლ). ცეფტრიაქსონის პლაზმადან აღდგენა შემცირებული იქნა კალციუმის 6 მM (24 მგ/დლ) ან შედარებით მაღალი კონცენტრაციით მოზრდილების პლაზმაში, ხოლო 4 მM (16 მგ/დლ) ან შედარებით მაღალი კონცენტრაციით ახალშობილთა პლაზმაში. აღნიშნული შესაძლოა ასახავდეს ცეფტრიაქსონ-კალციუმის დალექვას.  როცეფინისა და კალციუმის შემცველი სითხეების მიმღებ ახალშობილებში დაფიქსირდა რამოდენიმე ფატალური შემთხვევა. აღნიშნულის შედეგად, გაკვეთის დროს ფილტვებსა და თირკმელებში აღმოჩენილი იქნა კრისტალური ნივთიერება. აღნიშნულიდან რამდენიმე შემთხვევაში როცეფინისა და კალციუმის შემცველი სითხეებისათვის გამოყენებული იქნა ინტრავენური ინფუზიის ერთი და იგივე ხაზი და რიგ შემთხვევებში ინტრავენური ინფუზიის ხაზში გამოვლენილი იქნა დანალექი. სულ მცირე ერთი ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა იმ ახალშობილებში, რომლებშიც როცეფინისა და კალციუმის შემცველი სითხის შეყვანა ხორციელდებოდა დროის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა ინტრავენური ხაზის მეშვეობით; აღნიშნული ახალსობილის გაკვეთის დროს კრისტალური ნივთიერება აღმოჩენილი ვერ იქნა. ახალშობილთა გარდა აღნიშნული სახის შემთხვევები სხვა პაციენტებში არ გამოვლენილა (იხილეთ 2.4.1  გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები, ზოგადი).  ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენების სახით გამოვლენილი იქნა ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი და კოაგულაციის მოშლა. გამოვლენილი იქნა თირკმლის დანალექის რამდენიმე შემთხვევა, რომელიც ძირითადად აღინიშნებოდა 3 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში, რომელთა მკურნალობაც ხორციელდებოა ან მაღალი დღიური დოზის მეშვეობით (მაგ.: ³ 80 მგ/კგ/დღეში) ან საერთო დოზა აღემატებოდა 10 გრამს და წარმოდგენილი იყო სხვა რისკ ფაქტორებიც (მაგ.: სითხის შეზღუდვა, წოლითი რეჟიმი, და ა.შ.). აღნიშნული მოვლენა შესაძლოა იყოს სიმპტომატური ან ასიმპტომატური, შესაძლოა თირკმლის უკმარისობა და შექცევადია როცეფინის შეწყვეტისთანავე. ადგილობრივი გვერდითი მოვლენები იშვიათ შემთხვევებში ფლებიტური რეაქციები გამოვლინდა ინტრავენური ადმინისტრირების შემდგომ. აღნიშნული შესაძლოა მინიმუმამდე შემცირდეს ნელი (2-4 წუთიანი) ინექციით. ინტრამუსკულარული ინექცია ლიდოკაინის ხსნარის გარეშე მტკივნეულია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ენზიმტალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ენზიმტალის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები:არ არის შემჩნეული სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: არ არის აღწერილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ოპერილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოპერილის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოქმედება სხვა პრეპარატების მსგავსად, ოპერილმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უჩნდება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვილპრაფენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვილპრაფენის გვერდითი მოვლენებია:  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: იშვიათად მადის დაკარგვა, გულისრევა, გულძმარვა, ღებინება, დიარეა შესაძლოა ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარება. მომატებული მგრძნობელობა: შესაძლოა ალერგიული რეაქციების განვითარება. ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: იშვიათად ღვიძლის ფერმენტების აქტივობა იზრდება, რაც შეიძლება გამოვლინდეს სიყვითლით. სმენის ორგანოზე მოქმედებით: შეიძლება განვითარდეს სმენის გარდამავალი დაქვეითება. უკუჩვენებები: *მაკროლიდების მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება; *ღვიძლის მძიმე დაზიანება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პერიტოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პერიტოლის გვერდითი მოვლენებია:  პერიტოლის მიღების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენა: ყველაზე ხშირად აღინიშნება ძილიანობა. საჭიროა ექიმის კონსულტაცია, თუ ეს მოვლენები არ გაივლის 3-4 დღეში. ♦ სედატიური მოქმედება, თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, გაბრუება, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, სიარულის დარღვევა (ატაქსია), მხედველობის აკომოდაციის დარღვევა (მიდრიაზი), მხედველობის გაორება (დიპლოპია), მხედველობითი ჰალუცინაციები, მოუსვენრობა, ტრემორი, მომატებული გაღიზიანებადობა, უძილობა, ხელებში ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია), ნერვული გამტარებლობის ანთება, თავის ტკივილი, სისუსტე. შესაძლებელია კანის ზოგადი სიწითლე, გამონაყარი კანზე და ფოტომგრძნობელობის მომატება. ♦ გვრედითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის სისტემასთან: ანემია, სისხლის უჯრედოვანი ელემენტების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების რიცხვის შემცირება. შეიძლება მოხდნს ცალკეული ფორმიანი ელემენტების რიცხვითი თანაფარდობის შეცვლა (მაგალითად, აგრანულოციტოზი), რასაც თან ახლავს ყელის ტკივილი და ლორწოვანი გარსების დაზიანება. ♦ შესაძლებელია არტერიული წნევის დაქვეითება, გულისცემის გახშირება ან გაძლიერება და/ან ექსტრასისტოლია. ♦ ბრონქული სეკრეტის შესქელება, სუნთქვის გაძნელება (დისპნოე), ცხვირის გასავლების დახშობა. ♦ შესაძლებელია პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, კუჭის არეში. არასასიამოვნო შეგრძნება, ყაბზობა ან ფაღარათი, ნაღვლის დინების დარღვევა, ღვიძლის ანთება ან კანის და თვალების სკლერის გაყვითლება. ♦ შეიძლება განვითარდეს მოშარდვის ხშირი სურვილი, შარდის ბუშტის გაძნელებული დაცლა, შარდის შეკავება. ♦ პრეპარატ პერიტოლის მიღების დროს პაციენტები ხშირად იმატებენ წონაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რატოსანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რატოსანის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, პირის სიმშრალე, ყაბზობა, დიარეა; იშვიათად – ჰეპატიტი (ჰეპატოცელულარული, ქოლესტაზური, შერეული) სიყვითლით მიმდინარე ან მის გარეშე, მწვავე პანკრეატიტი; ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ, ძილიანობა, ემოციური ლაბილობა, შფოთვა, პანიკა, დეპრესია, ჰიპერთერმია; იშვიათად – ცნობიერების დაბინდვა, ყურებში შუილი, ჰალუცინაციები (ხანდაზმულ პაციენტებში), აკომოდაციის დარღვევა, სპონტანური მოძრაობები; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია/ტაქიკარდია, ვასკულიტი, არითმია, ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადა; სისხლმბადი სისტემა: იშვიათად – ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია, ძვლის ტვინის ჰიპო – და აპლაზია; საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ართრალგია, მიალგია; ენდოკრინული სისტემის მხრივ: იშვიათად – ამენორეა, ჰიპერპროლაქტინემია, გინეკომასტია, პოტენციის ან/და ლიბიდოს დაქვეითება; ალერგიული რეაქციები: ქავილი, კანის გამონაყარი, ანაფილაქსიური შოკი, ბრონქოსპაზმი, მულტიმორფული ექსუდაციური ერითემა (მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება; სხვა: ალოპეცია, მორეციდივე პაროტიტი, მწვავე პორფირია. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პერჯეტას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პერჯეტას გვერდითი მოვლენებია: არასასურველი გვერდითი მოვლენები: არასასურველი გვერდითი მოვლენები: , რომლებიც გამოვლინდა პერჰეტას და ჰერცეპტინის კომბინაციის ჯგუფში დოცეტაქსელის შეწყვეტის შემდეგ: ADRs CLEOPATRA კვლევაში დოცეტაქსელის მიღების შეწყვეტის შემდეგ არასასურველი გვედითი ეფექტები გამოვლინდა <10% სიხშირით, გარდა შემდეგი გვედით ეფექტებისა: ADRs were reported less of დიარეა (19.1%), ზედა სასუნთქი გზების ინფექციები(12.8%), გამონაყარი (11.7%), თავის ტკივილი (11.4%)და გადაღლილობის შეგრძნება (11.1%). წამლის განსაკუთრებული გვერდითი ეფექტები:ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები/ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. ანაფილაქსია. ძირითადი კვლევის მიხედვით ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები განისაზღვრა, როგორც ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც გამოვლინდა ინფუზიის განმავლობაში ან ინფუზიის დღეს. CLEOPATRA კვლევაში პერჯეტას მიღებასთან დაკავშირებული რეაქციების დაფიქსირების მიზნით,  პერჯეტას საწყისი დოზა ინიშნებოდა ჰერცეპტინის და დოცეტაქსელის მიღებამდე ერთი დღით ადრე. მკურნალობის პირველ დღეს, როდესაც პაციენტები იღებდნენ მხოლოდ პერჯეტას, ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების სიხშირე პლაცებოს ჯგუფში იყო 14.2%, პერჯეტას ჯგუფში-19.2%. არასასურველი გვერდითი ეფექტების უმეტესობა იყო მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. ყველაზე ხშირი ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები  (≥1.5%) იყო გულისრევა, ცხელება, დიარეა, შემცივნება, დაღლილობის შგრძნება და თავის ტკივილი. მეორე ციკლის დროს, როდესაც სამივე პრეპარატი მიიღებოდა ერთ დღეს, პერჯეტას ჯგუფში ყველაზე ხშირი ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები  (≥1.5%) იყო ალოპეცია, გულისრევა, მადის დაქვეითება, დაღლილობის შეგრძნება, შეკრულობა, დიარეა, სტომატიტი და წამლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. CLEOPATRA კვლევაში ჰიპერმგრძნობელობის/ ანაფილაქსიის რეაქციების საერთო სიხშირე პლაცებოს ჯგუფში შადგენდა 9.1%-ს, პერჯეტას ჯგუფში – 10.8%-ს, აქედან 2.5% და 2% შესაბამისად NCI-CTCAE (ვერსია 3) – ის მიხედვით იყო  3-4 ხარისხის. ანაფილაქსია განუვითარდა პლაცებოს ჯგუფიდან 2 და პერჯეტას ჯგუფიდან 4 პაციენტს. (იხ პარაგრაფი  2.4 განსაკუთრებული მითითებები).ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების უმეტესობა იყო მსუბუქი ხასიათის ან საშუალო სიმძიმის და ემორჩილებოდა მკურნალობას. კვლევაში მკურნალობის სქემის მოდიკაციებზე დაკვირვების მიხედვით,  გამოვლენილი რეაქციების უმეტესობა გამოვლენილი რეაქციების უმეტესობა დაკავშირებული იყო დოცეტაქსელის მიღებასთან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დინოპროსტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დინოპროსტის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება დიარეა, ნაწლავების სპაზმი, ჭინთვითი ხასიათის ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, რომელიც დაკავშირებულია საშვილოსნოს შეკუმშვასთან; ტაქიკარდია, თავის ტკივილი, შესაძლებელია არტერიული წნევის მომატება ან დაქვეითება, ქოშინი, დაკავშირებული ბრონქოსპაზმანთან, ეპილეფსის მაგვარი გულყრა, ალერგია. გვერდითი მოვლენები: უფრო გამოხატულია პრეპარატის სისტემური გამოყენებისას, ვიდრე მისი ადგილობრივი ხმარებისას (ექსტრა-ნ-ინტრაამნიონურად).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დომპერიდონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დომპერიდონის გვერდითი მოვლენებია: იშვიათად – მომატებული აგზნებადობა და/ან ექსტრაპირამიდული დარღვევები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმები; თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, წყურვილის შეგრძნება, ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი, ურტიკარია). სისხლის პლაზმაში პროლაქტინის დონის მომატება, გალაქტორეა, გინეკომასტია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები