Author Archives: preparatebi

იცით პროენზი გელს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პროენზი გელის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები: უმნიშვნელო ალერგიული რექციები, ქავილი, გამონაყარი, კანის სიწითლე

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კლოპი-დენკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლოპი-დენკის გვერდითი მოვლენებია: სხვა პრეპარატების მსგავსად კლოპი-დენკ 75-საც შესაძლებელია ჰქონდეს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.  გვერდითი ეფექტების შესაფასებლად ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი კლასიფიკაცია: ჩასასმელია ცხრილი დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ გამოვლინდება შემდეგი: – ცხელება, ინფექციის ნიშნები ან ძლიერი დაღლილობა. ეს შესაძლებელია გამოვლინდეს სისხლის უჯრედების იშვიათი დაავადების გამო; – ღვიძლის დაავადების ნიშნები, როგორიცაა კანის და/ან თვალების სიყვითლე, რაც ასე თუ ისე შესაძლებელია დაკავშირებული იყოს სისხლდენასთან, რაც ვლინდება კანქვეშ წითელი ქინძისთავის ზომის წერტილების სახით და/ან გონების დაბინდვით (იხ. ნაწილი 2 “განსაკუთრებული სიფრთხილე კლოტრი-დენკ 75-ის მიღებამდე”). – პირის შეშუპება ან კანის დარღვევა, როგორიცაა გამონაყარი და ქავილი, ბუშტუკები. ეს შესაძლებელია იყოს ალერგიული რეაქცია.   კლოპი-დენკ 75-ის შედეგად გამოვლენილი ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტია სისხლდენა.  სისხლდენა შესაძლებელია გამოვლინდეს როგორც სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავიდან, სილურჯეები, ჰემატომა (უჩვეულო სისლხდენა ან სილურჯე კანქვეშ), ცხვირიდან სისხლდენა, სისხლი შარდში. იშვიათ შემთხვევებში, სისხლდენა ვითარდება თვალში, თავში, ფილტვებში ან სახსარში.   თუ კლოპი-დენკ 75-ით მკურნალობის დროს გამოვლინდა ხანგრძლივი სისხლდენა ჭრილობის ან თვითდაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია სისხლდენა ჩვეულებრივზე მეტხანს გაგრძელდეს. ეს დაკავშირებულია პრეპარატის მოქმედებასთან, რადგან იგი ხელს უშლის სისხლის კოლტის წარმოქმნას. მცირე ჭრილობებისა და დაზიანებების შემთხვევებში, მაგალითად გაპარსვისას, ამას არ ენიჭება განსაკუთრებული ყურადრება. თუმცა, თუ პაციენტი შეშფოთებულია სისხლდენით, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს (იხ. ნაწილი 2 “განსაკუთრებული სიფრთხილე კლოპი-დენკ 75-ის მიღებამდე”).  კლოპი-დენკ 75-ით გამოწვეული სხვა გვერდითი ეფექტები:ხშირი გვერდითი ეფექტები:ფაღარათი, მუცლის ტკივილი, დისპეპსია ან გულძმარვა. არახშირი გვერდითი ეფექტები:თავის ტკივილი, კუჭის წყლული, ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, ჭარბი აირების დაგროვება კუჭში ან ნაწლავებში, გამონაყარი, ქავილი, თავბრუსხვევა, ჩხვლეტის და დაბუჟების შეგრძნება. იშვიათი გვერდითი ეფექტი: თავბრუსხვევა.  ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა: სიყვითლე, ძლიერი მუცლის ტკივილი ზურგის ტკივილთან ერთად ან მის გარეშე, სუნთქვის გაძნელება ზოგჯერ ხველასთან ერთად, გენერალიზებული ალერგიული რეაქციები, პირის შეშუპება, კანზე ბუშტუკების განვითარება, კანის ალერგია, პირის ღრუს ანთება (სტომატიტი), დაქვეითებული არტერიული წნევა, გონების დაბინდვა, ჰალუცინაციები, სახსრის ტკივილი, კუნთების ტკივილი, გემოვნების შეცვლა.  გარდა ამისა, მკურნალმა ექიმმა ასევე შესაძლებელია აღმოაჩინოს ცვლილებები სისხლის და შარდის ანალიზებში. თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გახდება სერიოზული ან გამოვლინდება ახალი რეაქცია, რომელიც არ არის მითითებული აღნიშნულ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.  

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ეფიკო ტონიკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ეფიკო ტონიკის გვერდითი მოვლენებია: ეფიკო ტონიკის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები: არ აღინიშნება;

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დრ. ტაისი აკნე კრემს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დრ. ტაისი აკნე კრემის გვერდითი მოვლენებია:  არ მოიპოვება მონაცემები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნეფაზანს რა უკუჩვენებები აქვს?

ნეფაზანის უკუჩვენებებია: პრეპრატის ან მისი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. ღვიძლის მძიმე უკმარისობა. აქტიური პათოლოგიური სისხლდენა, როგორიცაა პეპტიური წყლული ან ქალაშიდა სისხლდენა. ლაქტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ნო-შპალგინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნო-შპალგინის გვერდითი მოვლენებია: რაიმე არაჩვეულებრივი რეაქციის წარმოშობის შემთხვევაში, აუცილებლად აცნობეთ  ექიმს პრეპარატის შემდგომი მიღების შესაძლებლობის შესახებ. – ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას ალერგიულ რეაქციები (სახის, ტუჩების და/ან ენის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, მაღალი სიცხე, ტკივილები კუნთებში, გამონაყარი კანზე). – ზოგჯერ შესაძლებელია სახის ჰიპერემია, წარმოიშვას ჰიპოტენზია, ხშირი გულისცემა, ძილიანობა, ყაბზობა, გულისრევის შეგრძნება თავბრუ, თავის ტკივილი, ასთმა, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. – ზოგჯერ შესაძლებელია სისხლში აღინიშნოს ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება. – თუ პრეპარატის მიღების დროს განვითარდა არასასურველი ან არასასიამოვნო მოვლენები, რომლებიც არ არის აღნიშნული პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციაში, პრეპარატის მიღება წყდება და პაციენტი მიმართავს ექიმს კონსულტაციისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლერივონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლერივონის გვერდითი მოვლენებია: : კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: შედარებით ხშირად აღინიშნება ძილიანობა; სისხლწარმომქმნელი სისტემის მხრივ: აღწერილია ძალიან იშვიათი შემთხვევები ლეიკოპენიის შექცევადი განვითარების, აგრანულოციტოზი. სხვა: ჰიპერტანზია, წონაში მომატება, ძალიან იშვიათად – ართრალგია, კრუნჩხვა, შეშუპება, გინეკომასტია, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კომფორტი დეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კომფორტი დეის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის მიღებისას გვერდითი მოვლენები ვლინდება იშვიათად და მსუბუქი ხასიათისაა. ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს – ძილიანობა, თავის ტკივილი, ყაბზობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რისებონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რისებონის გვერდითი მოვლენებია: ყველა პრეპარატის მსგავსად, რისებონმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. შეწყვიტეთ რისებონის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ განვითარდა შემდეგი სიმპტომები: • ქსოვილების მწვავე შეშუპებისათვის (ანგიოშეშუპება) დამახასიათებელი სიმპტომები – სახის, ენის ან ყელის შეშუპება – ყლაპვნის გაძნელება – სუნთქვის გაძნელება და ჭინჭრის ციება • კანის მწვავე რეაქციები, მათ შორის წყული კანქვეშ. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ განვითარდა შემდეგი სიმპტომები: – თვალის ანთება, ჩვეულებრივ ტკივილი, გაწითლება და სინათლისადმი მგრძნობელობა – ყბის ძვლის ნეკროზი (ოსტეონეკროზი) ასოცირებული განკურნების დაყოვნებასთან და ინფექციასთან, ხშირად კბილის ამოღების შემდეგ  – საყლაპავ მილთან დაკავშირებული სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი ყლაპვისას, ყლაპვის გაძნელება, ტკივილი გულ-მკერდის არეში, გულძმარვის განვითარება ან უკვე არსებულის გაუარესება. აღნიშნული რეაქციები გამოვლინდა ძალიან იშვიათად (10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): კლინიკური კვლევებისას გამოვლენილი სხვა გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ იყო ზომიერი ხასიათის და არ განაპირობებდა პრეპარატის მიღების შეწყვეტის აუცილებლობას. ხშირი გვერდითი ეფექტები (100-დან 1-10 მომხმარებელში): – მოუნელებლობა, კუჭის ტკივილი, სპაზმები ან დისკომფორტი კუჭის არეში, ყაბზობა, მაძღრობის შეგრძნება, დიარეა, მუცლის შებერილობა – ძვლების, კუნთების ან სახსრების ტკივილი – თავის ტკივილი არახშირი გვერდითი ეფექტები (1000დან 1-10 მომხმარებელში): – საყლაპავი მილის ანთება ან წყლული, რაც იწვევს ყლაპვის გაძნელებასა და ტკივილს ყლაპვისას, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ანთება. – თვალის ფერადი ნაწილის ანთება. იშვიათი გვერდითი ეფექტები (10000-დან 1-10 მომხმარებელში): – ენის ანთება, საყლაპავი მილის შევიწროვება – დარღვევები ღვიძლის ფუნქციების გამოკვლევისას, რომლის დიაგნოზირება შეიძლება მხოლოდ სისხლის ანალიზით. ბაზარზე პრეპარატის რეალიზაციის პერიოდში აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები: – თმის ცვენა – დარღვევები ღვიძლის მხრივ  – ჰიპერმგრძნობელობისა და კანის რეაქციები, მათ შორის სახის, პირის, ენის და/ან კისრის შეშუპება (ანგიოშეშუპება), გამონაყარი და წყლულები კანზე, ზოგიერთი სიცოცხლისათვის საშიში კანისა და ლორწოვანი გარსის მწვავე ცვლილებები და წვრილი სისხლძარღვების ანთება. პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობდნენ ოსტეოპოროზს, ბარძაყის ძვლის ატიპური მოტეხილობა შეიძლება განვითარდეს ძალიან იშვიათად. მიმართეთ ექიმს თუ გრძნობთ ტკივილს, სისუსტეს ან დისკომფორტს ბარძაყის, თეძოს ან საზარდულის არეში, რადგან ეს შეიძლება იყოს ბარძაყის ძვლის მოტეხილობის ადრეული ნიშანი. იშვიათად, მკურნალობის დასაწყისში, შეიძლება სისხლში უმნიშვნელოდ დაეცეს კალციუმისა და ფოსფატის დონე. რომელიმე გვერდითი ეფექტის გაუარესებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, რომელიც აღწერილი არ არის წინამდებარე ფურცელში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ველაქტოზ-ას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ველაქტოზ-ა – ს გვერდითი მოვლენებია:  უჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინებაძალიან იშვიათად,  ხანგრძლივი მკურნალობისას შესაძლებელია წყალ-ელექტროლიტური ცვლის მოშლა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები