Author Archives: preparatebi

რა დროს გამოიყენება ინტრონ A?

ინტრონ A გამოყენების ჩვენებებია: ინტრონ A გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:  ) სისტემური გამოყენება 1. ქრონიკული B ჰეპატიტი. მოზარდების და ბავშვების (e~1) ღვიძლის კომპესირებული დაავადებების მკურნალობა, როდესაც შრატში აღინიშნება HBsAg 6 თვის განმავლობაში და სახეზეა HBV რეპლიკაცია (აღინიშნება დნმ – HBV და HBsAg შრატში), რომელსაც თან ახლავს ალტ-ს დონის მომატება შრატში. ინტრონით მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია ღვიძლის ბიოფსიის ჩატარება, რათა დაზუსტდეს ქრონიკული ჰეპატიტის არსებობა და ღვიძლის დაზიანების ხარისხი (აქტიური ანთებითი პროცესის ნიშნები და/ან ფიბროზი). ინტრონი ინიშნება შემდეგ შემთხვევებში: როდესაც არ აღინიშნება ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია, ვარიკოზული გაფართოებული ვენებიდან სისხლდენა, ასციტი და დეკომპენსაციის სხვა ნიშნები ანამნეზში; ბილირუბინის ნორმალური დონე; ალბუმინის სტაბილური ნორმალური დონე; პროთრომბინის ნორმალური დრო; ლეიკოციტების რიცხვი 400 კუბ.მმ; თრომბოციტების რიცხვი 100 000 კუბ.მმ-ზე მეტი მოზრდილებში და 150 000 კუბ.მმ-ზე მეტი ბავშვებში. 2. ქრონიკული C ჰეპატიტი. ინტრონ A-თი – მონოთერაპია ან კომბინირებული თერაპია რიბავირინთან ნაჩვენებია დაავადების აქტიურობის შესამცირებლად ქრონიკული C ჰეპატიტით დაავადებულებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ფერმენტების მომატებული აქტივობა, ღვიძლის დაავადების დეკომპენსაციის გარეშე. ინტრონი ინიშნება ქრონიკული C ჰეპატიტის დროს შემდეგ შემთხვევებში: როცა არ აღინიშნება ღვიძლისმიერი ენცაფალოპათია, ვარიკოზული გაფართოებული ვენებიდან სისხლდენა, ასციტი და დეკომპენსაციის სხვა ნიშნები ანამნეზში; ბილირუბინის დონე <2 მგ/დლ; ალბუმინის სტაბილური ნორმალური დონე; პროთრომბინის ნორმალური დრო; ლეიკოციტების რიცხვი 3 000 კუბ.მმ-ზე მეტი; თრომბოციტების რიცხვი 70 000 კუბ.მმ; კრეატინინის ნორმალური დონე. 3. ქრონიკული D ჰეპატიტი. 4. ხორხის პაპილომატოზი, მოზრდილებისა და ბავშვების მკურნალობა. 5. ლეიკოზი. 6. ქრონიკული მიელოლეიკოზი ინტრონ A-თი მონოთერაპია და კომბინირებული თერაპია ციტარაბინთან ნაჩვენებია ქრონიკული მიელოლეიკოზიან ავადმყოფებში. 7. თრომბოციტოზი, დაკავშირებული ქრონიკულ მიელოლეიკოზთან. 8. მრავლობითი მიელომა, შემანარჩუნებელი თერაპია ობიექტური რემისიის დროს. 9. არახოჯკინის ლიმფომა. ფოლიკულარული ლიმფომის მკურნალობა (III და IV სტადია) ადექვატურ ქიმიოთერაპიასთან ერთად. 10. კაპოშის სარკომა, დაკავშირებული შიდსის სინდრომთან. 11. თირკმლის კიბო. 12. საკვერცხეების კიბო. 13. მეტასტაზური კარცინოიდული სიმსივნე (კუჭქვეშა ჯირკვლის ენდოკრინული სიმსივნე). 14. ავთვისებიანი მელანომა. ) შარდის ბუშტში შეყვანა 15. ზედაპირულად განლაგებული შარდის ბუშტის კიბო. ) შეყვანა დაზიანებულ ნაწილებში 16. კონდილომატოზი. 17. ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომა. 18. კანის “ტ” უჯრედოვანი ლიმფომა. 19. სხივური კერატოზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ვოლუვენი?

ვოლუვენის გამოყენების ჩვენებებია: ნებისმიერი გენეზის ჰიპოვოლემიის და შოკის მკურნალობა და პროფილაქტიკა (ტრავმის შედეგად, მათ შორის ხეხრხემლის ტრავმის, ზურგის ტვინის დაზიანებით, აგრეთვე სისხლის დაკარგვისას, სეფსისის დროს, პოლიორგანული უკმარისობისას, და პოსტოპერაციულ პეროიდში, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობისას, ანაფილაქსიის დროს და სხვა ისეთი მდგომარეობისას, რომლის დროსაც ვითარდება კოლაფსი). მწვავე ნორმოვოლემიური ჰემოდილუცია; თერაპიული ჰემოდილუცია; ექსტრაკორპოლარული სისხლის მიმოქცევის აპარატის შევსება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება გლიკლამეტი?

გლიკლამეტის გამოყენების ჩვენებებია: ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი (ტიპი II), სიმსუქნით ან სიმსუქნის გარეშე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება მაალოქსი?

მაალოქსის გამოყენების ჩვენებებია: მწვავე და ქრონიკული გასტრიტი; საყლაპავის თიაქარი; კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება; კუჭის დისკომფორტი დიეტის დარღვევის, წამლის მიღების, ყავის, ნიკოტინის და ალკოჰოლური სასმელების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება გაბაგამა?

გაბაგამას გამოყენების ჩვენებებია: გაბაგამა® მიეკუთვნება სამედიცინო საშუალებების ჯგუფს, რომელიც ეპილეფსიისა და პერიფერული ნეიროპათიური ტკივილის მკურნალობაში გამოიყენება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება გინეკოჰელ ნ?

გინეკოჰელ ნ გამოყენების ჩვენებებია: ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები, როგორიცაა ადნექსიტები (ოოფორიტი, სალპინგიტი), პარამეტრიტი, მიომეტრიტი, ენდომეტრიტი, კოლპიტი, თეთრად შლა, დისმენორეა, ამენორეა და აგრეთვე გინეკოლოგიური სისხლდენა, ფრიგიდულობა; პრეპარატი გამოიყენება ასევე უშვილობის და მიომების მკურნალობის კომპლექსურ სქემაში; ექსპერიმენტულად – თავზე თმის ცვენისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ისლა მინტი?

ისლა მინტის გამოყენების ჩვენებებია: ყელის ინფექციურ – ანთებითი დაავადებები, როგორიცაა: ფარინგიტი, ლარინგიტი, მათ შორის ალერგიული წარმოშობის (მშრალი გამაღიზიანებელი ხველა, ხმის ჩახლეჩა); მშრალი ხველის სიმპტომური თერაპია მწვავე და ქრონიკული ბრონქიტების და ბრონქული ასთმის დროს კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში; სახმო იოგების მეტისმეტი დაჭიმვა (მომღერლებში, მასწავლებლებში, ლექტორებში) პირის ღრუს და ხახის ლორწოვანი გარსის სიმშრალე და გაღიზიანება (მშრალი, არასაკმარისად ნოტიო ჰაერის ჩასუნთქვა შენობებში გათბობის პერიოდში, კონდიციონერებით აღჭურვილ შენობებში, ცხვირით სუნთქვის შეზღუდვის გამო, და აგრეთვე სპორტული შეჯიბრების დროს)

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება გალვუსმეტ?

გალვუსმეტ გამოყენების ჩვენებებია: II ტიპის შაქრის დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის (T2DM): გალვუსი მეტ ინიშნება დამხმარე საშუალებად დიეტისა და ფიზიკური ვარჯიშების დროს, გლიკემიური კონტროლის გასაუმჯობესებლად პაციენტებში, რომელთა დიაბეტი სათანადოდ არ კონტროლდება მეტფორმინის ჰიდროქლორიდით ან მხოლოდ ვილდაგლიპტინით ან რომლებსაც უკვე ჩაუტარდათ მკურნალობა ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის  ცალკეული აბების კომბინაციით. „გალვუსი მეტ“ ინიშნება  სულფონილშარდოვანასთან (SU) კომბინაციაში (ე.ი. სამმაგ კომბინაციაში), დამხმარე საშუალებად დიეტისა და ფიზიკური ვარჯიშების დროს პაციენტებში, როცა სათანადო კონტროლი ვერ ხერხდება მეტფორმინის და სულფონილშარდოვანას საშუალებით. „გალვუსი მეტ“ ინიშნება  ინსულინზე დანამატის სახით, დიეტის და ვარჯიშების  დროს გლიკემიის ადეკვატური კონტროლის უზრუნველსაყოფად პაციენტებში,    როდესაც მარტო ინსულინის და მეტფორმინის სტაბილური დოზა ვერ  უზრუნველყოფს გლიკემიის ადეკვატურ კონტროლს. „გალვუსი მეტ“ ინიშნება  საწყისი თერაპიის სახით T2DM დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომელთა დიაბეტის ადეკვატური კონტროლი არ ხორციელდება მხოლოდ დიეტისა და ვარჯიშის მეშვეობით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება თიამაზოლი?

თიამაზოლის გამოყენების ჩვენებებია: მსუბუქი, საშუალო და მძიმე ფორმის დიფუზური ტოქსიური ჩიყვი; ავადმყოფების მომზადება ოპერაციისათვის თირეოტოქსიკოზის გამო.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება თიმოკელ D6 კაფსულები (ნატუროპათი)?

თიმოკელ D6 კაფსულები (ნატუროპათი)-ის გამოყენების ჩვენებებია: – ზრდისა და განვითარების დარღვევები – დამხმარე თერაპია ნეოპლაზიის ფაზების დროს – დამხმარე თერაპია დაუნის დაავადების დროს – ხერხემლის წელის არეში მიმდინარე ყველა დეგენერაციული პროცესის დროს

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი