Author Archives: preparatebi

იცით ლეკროლინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლეკროლინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები:ადგილობრივი გამოყენების დროს ნატრიუმის კრომოგლიკატს ახასიათებს კარგი ამტანობა და თვალის გაღიზიანების სიმპტომები იშვიათია.  ზოგადი (> 1/100): წვის ხანმოკლე შეგრძნება, თვალის ადგილობრივი გაღიზიანება და მხედველობის ხანმოკლე დაბინდვა. ძალიან იშვიათი: (> 1/10000): ალერგიული რეაქციები.  დოზის გადაჭარბება: ცხოველებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ნატრიუმის კრომოგლიკატის ადგილობრივი და სისტემური ტოქსიკურობა ძალიან მცირეა. მისი ადგილობრივად გამოყენებისას დოზის გადაჭარბების სიმპტომების გამოვლინება ნაკლებად მოსალოდნელია. თუ დოზის გადაჭარბების სიმპტომების გამოვლენა მაინც აღინიშნება, საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დოლო-დენკის გელს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დოლო-დენკის გელის გვერდითი მოვლენებია: ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად დოლო-დენკ გელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა იგი ყველას არ უვითარდება. ქვემოთ მოყვანილი ცხრილი გამოიყენება გვერდითი რეაქციების კლასიფიკაციისთვის: ჩასასმელია ცხრილი ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს რეაქციები კანის მხრივ, როგორიცაა სიწითლე, ქავილი, წვის შეგრძნება, გამონაყარი, მათ შორის პუსტულების და ბუშტუკების განვითარება. იშვიათად დოლო-დენკ გელმა შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობა ან ადგილობრივი ალერგიული რექციები (კონტაქტური დერმატიტი). თუ დოლო-დენკ გელი გამოიყენება კანის დიდ ფართობზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მაშინ არ არის გამორიცხული არასასურველი ეფექტის გამოვლინება, რომელიც მოქმედებს ზოგიერთი ორგანოზე ან მთლიანად მთელ ორგანიზმზე, რაც ვითარდება კონკრეტულ შემთხვევაში ეტოფენამატის შემცველი პრეპარატების სისტემატიური მიღებისას.  თუ პაციენტი შენიშნავს რომელიმე გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ენტობანი სიროფს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ენტობანი სიროფის გვერდითი მოვლენებია: : შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დიპირიდამოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიპირიდამოლის გვერდითი მოვლენებია: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კუნთების ტკივილი; – გულისრევა, ღებინება; – ჰიპოტონია, ტაქიკარდია პრეპარატის ვენაში სწრაფად შეყვანისას; – კანის სიწითლე, რომლის თანმხლებია სიცხის შეგრძნება. იშვიათად აღინიშნება გულის კორონარული დაავადების მიმდინარეობის გაუარესება; – ჰიპერერგიული რეაქციები (მომატებული მგრძნობელობა), მაგალითად, კანზე ხანმოკლე გამონაყრის და ურტიკარიის სახით. – ცალკეულ შემთხვევებში ქირურგიული ჩარევისას, ან მისი მსგავსი პროცედურის ჩატარებისას მოსალოდნელი სისხლდენის განვითარება. პრეპარატის მიღების უეცარმა შეწყვეტამ შესაძლებელია გამოიწვიოს: – სტენოკარდია; – მიოკარდიუმის ინფარქტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ომეპრაზოლი-ჰუმანითს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ომეპრაზოლი-ჰუმანითის გვერდითი მოვლენებია: ყველაზე ხშირად (>1/100, <1/10) განვითარებული გვერდითი მოვლენებია: გულისრევა/ღებინება, თავის ტკივილი, ფაღარათი, ყაბზობა, მუცლის ტკივილი და შებერილობა, შედარებით ნაკლებად (> 1/1000, <1/100) აღინიშნება: გამონაყარი და/ან ქავილი, თავბრუსხვევა, პარესთეზია, ძილიანობა, უძილობა, ვერტიგო, ღვიძლის ფერმენტების მომატება და სისუსტე. იშვიათად (>1/10000, <1/1000) აღინიშნება შემდეგი მოვლენები: კანი: ფოტომგრძნობელობა, მულტიფორმული ერითემა, ალოპეცია. ცენტრალური და პერიფერული ნერვული სისტემა: ართრალგია, კუნთების სისუსტე, მიალგია, ცნობიერების შექცევადი დარღვევა, აჟიტირება, დეპრესია და ჰალუცინაციები, ძირითადად მძიმე პაციენტებში. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: პირის სიმშრალე, სტომატიტი და კუჭ-ნაწლავის კანდიდოზი. ღვიძლი: ღვიძლისმიერი ენცელოპათია ღვიძლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში; ჰეპატიტი სიყვითლით ან სიყვითლის გარეშე, ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ფერმენტების მომატება. ენდოკრინული სისტემა: გინეკომასტია. ჰემატოლოგია: ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია. სხვა: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ჭინჭრის ციება, ანგიოედემა, ცხელება, ბრონქოსპაზმი და ინტერსტიციული ნეფრიტი. მომატებული ოფლიანობა, პერიფერული შეშუპება, მხედველობის დაბინდვა და გემოს გაუკუღმართება. ძალიან იშვიათია (<1/10000): ჰიპომაგნემია, ჰიპოკალცემია მჟავას დათრგუნვასთან დაკავშირებული სხვა მოვლენები: ერთეულ შემთხვევებში აღინიშა კუჭში ჯირკვლოვანი კისტების განვითარება,  ძირითადად ხანგრძლივი მკურნალობის დროს. აღნიშნული ცვლილები კეთილთვისებიანია და არის მჟავას სეკრეციის გამოხატული დათრგუნვის ფიზიოლოგიური შედეგი. მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ავთვისებიანი წარმონაქმნის გამორიცხვა, განსაკუთრებით კუჭის წყლულის შემთხვევაში, ვინაიდან მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს სიმპტომები და დააყოვნოს დიაგნოზის დასმა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლანტიგენი B-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლანტიგენი B-ის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება: სიმპტომების დროებითი გაუარესება შეიძლება მოხდეს პირველი მიღების შემდეგ, რაც ჩვეულებრივ იშვიათია და უმნიშვნელო ხასითის. თუმცა პაციენტმა ექიმს უნდა აცნობს გამოვლენილი გვერდითი მოვლენები: ს შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლაციდოფილ®-WM-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლაციდოფილ®-WM-ის გვერდითი მოვლენებია:  გვერდითი ეფექტები გამოვლენილი არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რეფურილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რეფურილის გვერდითი მოვლენებია: მცირე ასაკის ბავშვებში შეიძლება აღინიშნოს ღებინება. გაუთვალისწინებელ სიმპტომთა გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პროსტალიზინას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პროსტალიზინას გვერდითი მოვლენებია:  ზოგჯერ კუჭ-ნაწლავის არეში ტკივილი სუსტი ფორმით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კოლდფლუს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კოლდფლუ გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება: პრეპარატი, ჩვეულებრივ, კარგად გადაიტანება, თუმცა შესაძლებელია გვერდითი მოვლენები: ს განვითარებაც. კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ანორექსია, საჭმლის მონელების დარღვევა, ტკივილი და დისკომფორტი ეპიგასტრიუმის არეში, პირის სიმშრალე; ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ძილისა და სიფხიზლის რეჟიმის დარღვევა, აგზნებულობის მომატება, გაღიზიანებადობა. სისხლწარმომქმნელი სისტემის მხრივ: ანემია, თრომბოციტოპენია. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი. ავადმყოფებში მომატებული მგრძნობელობით შესაძლებელია ანაფილაქსიური რეაქცია. გარდა ამის, ზოგიერთ შემთხვევაში განვითარდა აკომოდაციის დარღვევა და თვალშიგა წნევის მომატება. ერთეულ შემთხვევაში შარდის გამოყოფის დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები