Author Archives: preparatebi

ნერმო / NERMO ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნერმო – ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ადექვატური და მკაცრად კონტროლირებადი კვლევები პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ არ ჩატარებულა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ცისპლატინი ებევე?

ცისპლატინი ებევეს გამოყენების ჩვენებებია: ცისპლატინი, ჩვეულებრივ კომბინირებული ქიმიოთერაპიის შემადგენლობაში, ფართოდ გამოიყენება შემდეგი სოლიდური სიმსივნეების მკურნალობისას: • ქალებისა და მამაკაცების ჰერმინოგენური სიმსივნეები • საკვერცხეებისა და სათესლე ჯირკვლის კიბო • ფილტვის წვრილუჯრედული და არაწვრილუჯრედული კიბო • თავისა და კისრის ბრტყელუჯრედული კიბო • შარდის ბუშტის კიბო გარდა ამისა, ცისპლატინს სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობა გააჩნია სიმსივნის შემდეგი სახეობებისას: • საშვილოსნოს ყელის კიბო • ოსტეოსარკომა • მელანომა • ნეირობლასტომა • საყლაპავის კიბო

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ზანოცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზანოცინის გვერდითი მოვლენებია:  ალერგიული რეაქციების მხრივ: გამონაყარი, ქავილი, ციება. კუჭ-ნაწლავის სისტემისა და ღვიძლის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება, ტრანსამინაზების აქტივობისა და ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება. ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, სისუსტე, აგრეთვე გულისცემის შეგრძნება, სტომატიტი, ქეილიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პენციკლოვირს რა უკუჩვენებები აქვს?

პენციკლოვირის უკუჩვენებებია: პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

ორნიდაზოლი – ornidazole

ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან. აქტიური ნივთიერებები, ბრუტო, ქიმიური და სტრუქტურული ფორმულები, ფარმაკოლოგიური და ნოზოლოგიური ჯგუფები, ჯენერიკები, გამოხმაურებები, დაიჯესტები

ქიმიური დასახელება:
ალფა-(ქლორმეთილ)-2-მეთილ-5-ნიტრო-1Н-იმიდაზოლ-1-ეთანოლი

ბრუტო ფორმულა:
C7H10ClN3O3

ფარმაკოლოგიური ჯგუფები:
სხვა სინთეტიკური ანტიბაქტერიული საშუალებები

ნოზოლოგიური ჯგუფები:
A06.0 – მწვავე ამებური დიზენტერია; A06.4 – ღვიძლის ამებური აბსცესი; A06.9 – ამებიაზი, დაუზუსტებელი; A07.1 – ლამბლიოზი; A59.0 – უროგენიტალური  ტრიქომონიაზი; N76.8 – საშოსა და ვულვის სხვა დაზუსტებული ანთებითი დაავადებები; Z100* – ქირურგიული პრაქტიკა

ჯენერიკები:

გაფრთხილება

იცით პენესტერს რა უკუჩვენებები აქვს?

პენესტერის უკუჩვენებებია: ჰიპერმგრძნობელობა ფინასტერიდისა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, წინამდებარე ჯირკვლის კიბო, საშარდე გზების ობსტრუქცია, ბავშვთა ასაკი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება ცისპლატინი?

ცისპლატინის გამოყენების ჩვენებებია: ცისპლატინის ინექცია შეიძლება მოხდეს მონოთერაპიით ან კომბინაციაში სხვა ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან ერთად შემდეგი მდგომარეოების მკურნალობისას: • მეტასტაზური არასემიომატური მიკრობულ უჯრედოვანი კარცინომა • შორსწასული სტადია, რეფრაქტერული საკვერცხის კარცინომა • შორსწასული სტადია, რეფრაქტერული ნაღვლის ბუშტის კარცინომა • რეფრაქტერული, თავისა და კისრის ქერქოვანუჯრედოვანი კარცინომა

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ციპროფლოქსაცინი?

ციპროფლოქსაცინის გამოყენების ჩვენებებია: ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, მათს შორის: • სასუნთქი გზების ინფექციები (გარდა პნევმოკოკური პნევმონიისა); • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (მათს შორის პირის ღრუს, კბილების), ნაღვლის ბუშტის და ნაღველგამომყოფი გზების ინფექციები;  • კანის, ლორწოვანი გარსებისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (მეტიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკური ინფექციის გარდა). • საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ინფექციები; • თირკმელებისა და შარდგამომყოფი სისტემის ინფექციები; • სასქესო ორგანოების ინფექციები (გონორეა, პროსტატიტი, ადნექსიტი, მშობიარობის შემდგომი ინფექციები); • სეფსისი; • პერიტონიტი;

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით პელეთროცინ პლუსს რა უკუჩვენებები აქვს?

პელეთროცინ პლუსის უკუჩვენებებია: თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) დიოსმინის ან ჰესპერიდინის ან პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების მიღებისას: პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს ორსულობის, ორსულობის დაგეგმვის ან ლაქტაციის შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით პეგინტრონს რა უკუჩვენებები აქვს?

პეგინტრონის უკუჩვენებებია: * მგრძნობელობა (ალერგია) ალფა-2ბ ინტერფერონისადმი ან პეგინტრონის სხვა ინგრედიენტისადმი; * მომატებული მგრნობელობა (ალერგია) სხვა ინტერფერონებისადმი; * აუტოიმუნური ჰეპატიტი ან იმუნური სისტემის სხვა პრობლემა; * სერიოზული ნევროზი ან ფსიქიური დაავადებები; * ფარისებრი ჯირკვლის დაავადება ჩიყვის სახით, რომელიც არ არის კონტროლირებადი წამლებით; * სხვა გართულებანი,  ღვიძლის  მძიმე დაავადება (C ჰეპატიტის გარდა); * თუ აღინიშნება თირკმელების სერიოზული დაავადება; * კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება; * ორსულობის დროს; პეგინტრონი სიფრთხილით ინიშნება: * გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; * ღვიძლის დაავადებები (C ჰეპატიტის გარდა), თუ პაციენტი მკურნალობდა დეპრესიას, სხვა რომელიმე ნერვულ დაავადებას ან ფსიქიურ დაავადებას; *დიაბეტიან ავადმყოფებში საჭიროა თვალის გამოკვლევა; * თუ აღინიშნება სუნთქვის სისტემის ან სისხლის სერიოზული დაავადება; * ფსორიაზის კლინიკა შეიძლება დამძიმდეს; * თუ განვითარდა სერიოზული ალერგიული რეაქციების სიმპტომები (ისეთები როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, სპაზმი), აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარება; * თუ განვითარდა სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებული არიან გრიპთან ან სხვა რესპირატორულ ინფექციებთან, რომლებიც იწვევენ ცხელებას, ხველებას ან სუნთქვის გაძნელებას, მიმართეთ ექიმს; *შეატყობინეთ ექიმს თუ იღებთ ჩინურ ჰერბალურ მედიკამენტს შოსაიკოტოს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები