Author Archives: preparatebi

ნორეპინეფრინი – norepinephrine

ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან. აქტიური ნივთიერებები, ბრუტო, ქიმიური და სტრუქტურული ფორმულები, ფარმაკოლოგიური და ნოზოლოგიური ჯგუფები, ჯენერიკები, გამოხმაურებები, დაიჯესტები

ქიმიური დასახელება:
(R)-4-(2-ამინო-1-ჰიდროქსიეთილ)-1,2-ბენზოლდიოლი (ჰიდროქლორიდის ან ტარტრატის სახით)

ბრუტო ფორმულა:
C8H11NO3

ფარმაკოლოგიური ჯგუფები:
ადრენო- და სიმპატომიმეტიკები (ალფა-, ბეტა-)

ნოზოლოგიური ჯგუფები:
I95 – ჰიპოტენზია; I95.9 – ჰიპოტენზია,  დაუზუსტებელი; R57.0 – კარდიოგენური შოკი; T14.9 – ტრავმა, დაუზუსტებელი; T88.8 – ქირურგიული და თერაპიული ჩარევის სხვა დაზუსტებული გართულებები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში

ჯენერიკები:

გაფრთხილება

იცით ვურდონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვურდონის გვერდითი მოვლენებია:  გასტროინტესტინური სისტემა: ტკივილი ეპიგასტრიუმში, სხვა გასტროინტესტინური დარღვევები (გულისრევა, დიარეა, ყაბზობა და ა.შ.), იშვიათად აღინიშნება: გასტროინტესტინური ჰემორაგია, კუჭის წყლული და მისი პერფორაცია, ჰემორაგიული კოლიტი. ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, ვიზუალური დარღვევები (მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია), გაღიზიანება. კანის მხრივ: კანზე გამონაყარი, იშვიათად ურტიკარია, ეგზემა, მულტიფორმული ერითემა, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი, ალოპეცია, ფოტოსენსიტიური რეაქციები. თირკმელების მხრივ: თირკმელების უკმარისობა, ჰემატურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი. ღვიძლის მხრივ: ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მიზეზია ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე. სისხლის მხრივ: ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, აპლასტური ანემია. სხვა სისტემების მხრივ: შეშუპება (ბრონქოსპაზმი, სისტემური ანაფილაქსიური: ანაფილაქტოიდური რეაქციები, ჰიპოტენზია), უფრო იშვიათად აღინიშნება ჰემორაგიული დიათეზი, ტაქიკარდია, ჰიპერჰიდროზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პაკლიტაქსელი-ჰუმანითს რა უკუჩვენებები აქვს?

პაკლიტაქსელი-ჰუმანითის უკუჩვენებებია. – ნეიტროფილების საწყისი რაოდენობა 1500/μლ-ზე ნაკლები, სოლიდური  სიმსივნეების მქონე პაციენტებში  – ნეიტროფილების საწყისი (ან მკურნალობის პროცესში დარეგისტრირებული) რაოდენობა 1000/ μლ-ზე ნაკლები, შიდსით დაავადებულ პაციენტებში კაპოშის სარკომას დროს. – ორსულობა – ლაქტაცია  – პრეპარატის მიმართ, ასევე სხვა პრეპარატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, რომელთა წამლის ფორმაც მოიცავს პოლიოქსიეთილირებულ აბუსალათინის ზეთს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით პაკლიტაქსელ ებევე-ის რა უკუჩვენებები აქვს?

პაკლიტაქსელ ებევეს უკუჩვენებებია: პაკლიტაქსელს გააჩნია უკუჩვენებებია: პაციენტებში, რომლებსაც ჰიპერმგრძნობიარე რეაქციები აქვთ პაკლიტაქსელის მიმართ ან ფორმულაციის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ, განსაკუთრებით პოლიოქსილ აბუსალათინის ზეთის მიმართ. პაკლიტაქსელი არ უნდა გამოვიყენოთ პაციენტებში, რომელთაც გააჩნიათ <1500/მმ3 ძირითადი ნეიტროფილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება ცინკიტი?

ცინკიტის გამოყენების ჩვენებებია: თუთია წარმოადგენს ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვან მიკროელემენტს, რომელსაც ორგანიზმი იღებს გარემოდან, იმდენად რამდენადაც ორგანისმს არ შეუძლია მისი წარმოქმნა. იგი წარმოადგენს მრავალი ბიოკატალიზატორის (ენზიმის) შემადგენელ კომპონენტს, და ამდენად ძირითადი ცვლის პროცესებში მონაწილეობას ღებულობს. თუთიის ორგანიზმში მიმდინარე მრავალ პროცესში მონაწილეობის გამო, მისი დეფიციტით გამოწვეული სიმპტომები მრავალფერვანია. თუთიის უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციების მიმართ მდგრადობის დაქვეითება, ვინაიდან იგი მნიშვნელოვანია იმუნიტეტის მოსამატების თვალსაზრისით. გარდა ამისა, ორგანიზმში თუთიის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ჭრილობების შეხორცების შენელება. აგრეთვე თუთიის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი დარღვევები: ზრდის პროცესის შეფერხება, ქათმის სიბრმავე, შრომის უნარიანობის დაქვეითება, თმის ცვენა, მეხსიერების დაქვეითება. ორგანიზმში თუთიის დეფიციტი დაკავშირებულია როგორც არასაკმარისი რაოდენობით მიღებით – არაბალანსირებული დიეტით, არასწორი კვებით, ასევე ნაწლავებიდან თუთის შეწოვის დარღვევით, და მისი ჭარბი გამოყოფით, მაგალითად ალკოჰოლიზმის დროს, ქრონიკული დიარეის შემთხვევაში (სასაქმებელი საშუალებების ან სხვა მედიკამენტების მიღების პერიოდში). ადამინთა გარკვეულ ჯგუფს, მაგალითად ორსულებს, მეძუძური დედებს, სპორტსმენებს, მოზარდებსა და ვეგეტარიანელებს გააჩნიათ თუთიის მიმართ მომატებული მოთხოვნილება, რამაც საკვებიდან არასაკმარისი რაოდენობის მიღების შედეგად შეიძლება გამოიწვიოს თუთიის დეფიციტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ნეოქონდრი / Neoqondri ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნეოქონდრი – ორსულობის და ლაქტაციის დროს გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი უტყუარი კლინიკური მონაცემები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით პავულონი 4-ის რა უკუჩვენებები აქვს?

პავულონი 4-ის უკუჩვენებებია: ჰიპერმგრძნობელობა (მათ შორის, ჰისტამინისა და ბრომიდების მიმართ). სიფრთხილით: ბრონქების კიბო, ტაქიკარდია, დეჰიდრატაცია, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის უკმარისობა, ჰიპერთერმია, ჰიპოთრმია; ნერვ–კუნთოვანი დაავადებები: პოლიომიელიტი (ნარჩენი მოვლენები), myasthenia gravis, სუნთქვის ფუნქციის დარღვევა (მათ შორის სუნთქვის დათრგუნვა), ორსულობა, ლაქტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით პაბიმედს რა უკუჩვენებები აქვს?

პაბიმედის უკუჩვენებებია: * ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით პაბი-დექსამეტაზონს რა უკუჩვენებები აქვს?

პაბი-დექსამეტაზონის უკუჩვენებებია: სამკურნალო საშუალების პაბი-დექსამეტაზონი არ უნდა გამოიყენოთ შემდეგ შემთხვევებში: – მომატებული მგრძნობელობა დექსამეტაზონის ან სამკურნალო საშუალებისს რომელიმე კომპონენტის მიმართ – სისტემური ინფექციები, თუ არ გამოიყენება ინფექციის საწინააღმდეგო თერაპია. – “ცოცხალი ვაქცინებით” იმუნიზაცია. პრეპარატი პაბი-დექსამეტაზონი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ თერაპიული მიზნით საჭიროა დექსამეტაზონის მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება. მისი დოზის შემცირება უნდა მოხდეს თანდათანობით. გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღებისას შესაძლოა აღინიშნებოდეს ფსიქიური დარღვევები ეიფორიით, უძილობით, ხასიათის ცვლილებით, მძიმე დეპრესიით დაწყებული, ფსიქოზურ სიმპტომებამდე. აუცილებელია აცნობოთ ექიმს იმის შესახებ, თუ აღებიშნება პაციენტს, ან მის ახლო ნათესავს ემოციური ლაბილობა, ფსიქიური დარღვევები ან ანამნეზში ისეთი დაავადებები, როგორიცაა დეპრესია ან მანიაკალურ-დეპრესიული სინდრომი. ამ დაავადებების თანმხლები სიმპტომები გლუკოკორტიკოსტეროიდების მოქმედებით შესაძლოა გაღრმავდეს. გლუკოკორტიკოსტეროიდებმა შესაძლოა შენიღბონ ანთების სიმპტომები და მათი მიღების პერიოდში შეიძლება განვითარდეს ახალი ინფექციები. გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღების პერიოდში შეიძლება დაქვეითდეს ინფექციისადმი წინააღმდეგობის და მისი ლოკალიზაციის უნარი.  პაციენტებში, რომლებიც გადიან პრედნიზოლონით მკურნალობის კურსს, არ შეიძლება ცოცხალი ვაქცინებით იმუნიზაციის ჩატარება (მაგ. ყვავილი, წითელა), ნევროლოგიური დარღვევების განვითარების რისკის და იმუნიზაციის არაეფექტურობის გათვალისწინებით.  აუცილებელია აცნობოთ ექიმს გადატანილი ინფექციური დაავადებების, როგორიცაა ჩუტყვავილა, წითელა, ჩატარებული აცრების, ასევე ზემოთ აღნიშნული დაავადებით შესაძლო დაინფიცირების შესახებ. დექსამეტაზონის მიღების დროს აუცილებელია თავი აარიდოთ კონტაქტს ვირუსულ დაავადებებთან (ყვავილი, წითელა), განსაკუთრებით თუ თქვენ არ გაქვთ გადატანილი ეს დაავადებები წარსულში. გლუკოკორტიკოსტეროიდებმა შესაძოა გამოიწვიონ ლატენტური ამებიაზის აქტივაცია. განსაკუთრებული სიფრთხილეს გამოჩენაა საჭირო გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შემდეგი დაავადებების არსებობისას (უნდა აცნობოთ ექიმს მათ შესახებ დექსამეტაზონის მიღების დაწყებამდე):  – ოსტეოპოროზი (მომატებული რისკი ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში), – ჰიპერტენზია ან გულის შეგუბებითი უკმარისობა, – მძიმე ფსიქიური დაავადებები (განსაკუთრებით პოსტსტეროიდული) ამჟამად ან ანამნეზში, – შაქრიანი დიაბეტი (ან შაქრიანი დიაბეტის ოჯახური ანამნეზი), – ტუბერკულოზი ანამნეზში, – გლაუკომა (ან გლაუკომის ოჯახური ანამნეზი), – კუნთების სისუსტე, რომელიც გამოწვეულია გლუკოკორტიკოსტეროიდებით ანამნეზში, – ღვიძლის უკმარისობა, – თირკმლის უკმარისობა, – ჰიპოთირეოზი, – ეპილეფსია, – კუჭის ლორწოვანის დაწყლულება, – შაკიკი, – ზრდის სეფერხება, – ზოგიერთი ჰელმინთური დაავადებები. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო გლუკოკორტიკოსტეროიდების დანიშვნისას მიოკარდიუმის ინფარქტის ახლო წარსულში გადატანის შემდეგ. გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს მძიმე ანაფილაქტოიდური რეაქციები, ისეთები, როგორიცაა ყიის შეშუპება, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, განსაკუთრებით პაციენტებში ანამნეზში ალერგიით. აუცილებელია მიმართოთ ექიმს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოთ მოყვანილი გაფრთხილებები ეხება სიტუაციებს, რომელსაც ადგილი ქონდა წარსულში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ოქტრეტექსს რა უკუჩვენებები აქვს?

ოქტრეტექსის უკუჩვენებებია: – მომატებული მგრძნობელობა ოქტრეტექსის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; – 18 წლამდე ბავშვთა ასაკი.  სიფრთხილით – ქოლელითიაზი (ნაღვლკენჭოვანი დაავადება); – შაქრიანი დიაბეტი; – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი (იხ. ნაწილი „გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში“).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები